ლერი გოგოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ლერი გოგოლაძე''' (დ. 1 აპრილი, 1938, თბილისი, საქართველო) — ქა...
(განსხვავება არ არის)

09:38, 1 აპრილი 2019-ის ვერსია

ლერი გოგოლაძე (დ. 1 აპრილი, 1938, თბილისი, საქართველო) — ქართველი სპორტსმენი (წყალბურთი), მათემატიკოსი. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–ფიზიკის ფაკულტეტი. 1985-1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1987 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. მონაწილეობდა საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მომზადებაში. 1957-1972წწ. თამაშობდა თბილისის წყალბურთელთა გუნდ "დინამოში"; 1959-1964წწ იყო სსრკ ნაკრების მეკარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. არის სსრკ ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი.

ტიტულები და ჯილდოები

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1960 (რომი)

მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი: 1953 (პორტუ ალეგრე)

ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1962 (ლაიპციგი)

სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1962

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1958, 1964, 1966

სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1963

სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1967

სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1960

ღირსების ორდენი

  • -1985 წელს მიენიჭა პროფესორის ხარისხი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
  • -1985-1987 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში
  • -1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1960 ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები რომი, იტალია 2nd
1962 ევროპის ჩემპიონატი ლაიფციგი, გდრ 2nd

რესურსები ინტერნეტში