ჟორჟ კლემანსო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38: ხაზი 38:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1929]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1929]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 24 ნოემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 24 ნოემბერი]]
[[კატეგორია:პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები]]
[[კატეგორია:საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები]]
[[კატეგორია:ფრანგი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:ფრანგი პოლიტიკოსები]]

14:46, 18 მარტი 2019-ის ვერსია

ჟორჟ კლემანსო
ფრანგ. Georges Clemenceau[1]
დაბადების თარიღი 1841(1841)
დაბადების ადგილი მუირონანპარე
გარდაცვალების თარიღი 1929(1929)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა {{}}
{{}}
განათლება ფიზიკის განხრით უმაღლესი განათლება ნანტის უნივერისტეტში მიიღო
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორის ხარისხი
ეროვნება ფრანგი
პარტია საფრანგეთის რადიკალური პარტიის ლიდერი
მამა Paul Benjamin Clemenceau
დედა Emma Gautreau
მეუღლე/ები Mary Plummer[2]
შვილ(ებ)ი Michel Clemenceau[1] და Madeleine Clemenceau-Jacquemaire
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Order of the White Eagle, Cross of Valour და Cross of Liberty

ჟორჟ კლემანსო (დ. 28 სექტემბერი, 1841, მუირონანპარე – გ. 24 ნოემბერი, 1929, პარიზი) — საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი. საფრანგეთის რადიკალური პარტიის ლიდერი. დაიბადა ფრანგი პოლიტიკური აქტივისტის ოჯახში. ფიზიკის განხრით უმაღლესი განათლება ნანტის უნივერისტეტში მიიღო. შემდგომში პარიზში მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო ანტიკლერიკალური რადიკალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1861 პარიზში თანამებრძოლებთან ერთად დააარსა ყოველკვირეული გაზეთი „Le Travail“. 1862 დააპატიმრეს დემონსტრაციის გამართვისათვის. ნაპოლეონ მესამის რეჟიმთან დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო საცხოვრებლად და სამუშაოდ. მესამე რესპუბლიკის პერიოდში დაბრუნდა სამშობლოში, არჩეულ იქნა წარმომადგენელთა საბჭოს წევრად. შემდგომში აგრძელებდა პოლიტიკურ და ჟურნალისტურ საქმიანობას. ეწინააღმდეგებოდა სინო-ფრანგულ ომს. 1906 რადიკალურ პარტიასთან ერთად მოიგო არჩევნები და გახდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი. 1909 დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. 1917 წლის ნოემბერში კლემანსო მეორე ვადით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამავდროულად იკავებდა ომის მინისტრის პოსტსაც. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლოიდ ჯორჯთან და აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონთან ერთად გახსნა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია. კლემანსოსა და ზოგადად საფრანგეთის მთავრობას კავკასიის რეგიონისადმი ინტერესი არ გამოუხატავს, იმპერიული რუსეთისთვის გაცემული მილიონობით ფრანკის ვალის დაბრუნების იმედით, მხარს უჭერდა დენიკინის არმიას. საფრანგეთი ამიერ კავკასიაში მხოლოდ სომხეთისადმი ინტერესს გამოხატავდა, ისიც კონკრეტული მიზნის მისაღწევად - კილიკიაში საფრანგეთის დაფუძნებისათვის და საიქს-პიკოს შეთანხმების სარეალიზაციოდ. კლემანსოს კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი რამდენი- მეჯერ შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, თუმცა უშედეგოდ, რადგანაც საფრანგეთის ინტერესები არ ემთხვეოდა დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებს. 1919 წლის ბოლოს გამართულ არჩევნებზე კლემანსოს პარტია დამარცხდა, 1920 წლის დასაწყისში კი ხელისუფლების სათავეში სოციალისტი ალექსანდრე მილეირანი მოვიდა. 1920 წლის სექტემბრიდან მილეირანმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, პრემიერ-მინისტრის პოსტს კი ჯერ - ჟორჟ ლეიგი, ხოლო შემდეგ არისტიდ ბრიანი იკავებდა. კლემანსოს შემდგომი საფრანგეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდნენ, 1920 წლის იანვარში სწორედ არისტიდ ბრიანმა ითამაშა მთავარი როლი მოკავშირეთა მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარების საკითხში. პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ იმოგზაურა აფრიკაში. 1921 მიანიჭეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი. სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას.

ლიტერატურა

  • ი.ირემაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 230.
  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. https://books.google.fr/books?id=YaoCEAAAQBAJ&pg=PT67