ხოსეფინა ფერნანდა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = ხოსეფინა ფერნანდა ესპანელი |ფო...)
 
No edit summary
 
== ბიოგრაფია ==
ხოსეფინა ფერნანდა დაიბადა 1827 წლის 25 მაისს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის შუათანა ასული. მამის მხრიდან, მისი ბებია-ბაბუაპაპა ესპანეთის მეფე კარლ IV და დედოფალი [[მარია ლუიზა პარმელი]], ხოლო დედის მხრიდან, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I და დედოფალი [[მარია ისაბელ ესპანელი]] იყვნენ.
 
1848 წლის 4 ივნისს, ხოსეფინა ფერნანდა მალულად დაქორწინდა ხოსე გიუელ ი რენტეზე. სამეფო კარზე ეს ფაქტი ბურბონთა დინასტიის შეურაცხყოფად შერაცხეს და იგი თავის ქმართან ერთად ოთხი წლით გააძევეს ესპანეთიდან, რა დროსაც იგი საფრანგეთში გადასახლდა. საბოლოოდ, დედოფალმა ისაბელ II-მ იგი შეიწყალა და კვლავ სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მისცა.

სანავიგაციო მენიუ