მურად III: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Surprizi-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა DavidTheBuilder-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 31: ხაზი 31:
|ხელმოწერა = Tughra of Murad III.JPG
|ხელმოწერა = Tughra of Murad III.JPG
}}
}}
'''მურად III''' ({{lang-ota|مراد ثالث||Murâd-ı sâlis}}, {{lang-tr|Üçüncü Murat}}; დ. [[4 ივლისი]], [[1546]] — გ. [[15 იანვარი]], [[1595]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] მეთორმეტე [[ოსმალეთის სულთნების სია|სულთანი]]. [[სელიმ II]]-სა და ნურბანუ სულთნის შვილი. ქვეყანას მართავდა [[1574]]-[[1595]] წლებში.
'''მურად III''' ({{lang-ota3|مراد ثالث|Murâd-ı sâlis}}, {{lang-tr|Üçüncü Murat}}; დ. [[4 ივლისი]], [[1546]] — გ. [[15 იანვარი]], [[1595]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] მეთორმეტე [[ოსმალეთის სულთნების სია|სულთანი]]. [[სელიმ II]]-სა და ნურბანუ სულთნის შვილი. ქვეყანას მართავდა [[1574]]-[[1595]] წლებში.


== ტახტზე ასვლამდე ==
== ტახტზე ასვლამდე ==

18:00, 1 მარტი 2019-ის ვერსია

მურად III
ოსმალეთის მე-12 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1574
მმართ. დასასრული: 1595
წინამორბედი: სელიმ II
მემკვიდრე: მეჰმედ III
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
რეგენტი: სოკოლუ მეჰმედ-ფაშა
(15741579)
ნურბანუ სულთანი
(15791583)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ივლისი, 1546
დაბ. ადგილი: მანისა
გარდ. თარიღი: 15 იანვარი, 1595
გარდ. ადგილი: სტამბოლი
მეუღლე: საფიე სულთანი
შემშირუჰსარ ხათუნი
შაჰიჰუბან ხათუნი
ნაზფერვერ ხათუნი
მიჰრიბან ხათუნი
შვილები: მეჰმედ III, მაჰმუდი, აიშე, ფატმა
დინასტია: ოსმანები
მამა: სელიმ II
დედა: ნურბანუ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

მურად III (ოსმ. مراد ثالث‎ — Murâd-ı sâlis , თურქ. Üçüncü Murat; დ. 4 ივლისი, 1546 — გ. 15 იანვარი, 1595) — ოსმალეთის იმპერიის მეთორმეტე სულთანი. სელიმ II-სა და ნურბანუ სულთნის შვილი. ქვეყანას მართავდა 1574-1595 წლებში.

ტახტზე ასვლამდე

მურადი დაიბადა 1546 წელს, როდესაც მისი მამა, შეჰზადე სელიმი (მომავალში სელიმ II) საუფლისწულო სანჯაყის მანისას მმართველი იყო. როდესაც 1566 წელს, მისი ბაბუა სულეიმან I გარდაიცვალა და მისი მამა ავიდა ტახტზე, იგი მამის პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა და მამამისივით მანისას პროვინციაში გაემგზავრა. ის იქ 8 წლის განმავლობაში მსახურობდა და საუკეთესო განათლება მიიღო. იგი ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე განათლებული სულთანი იყო. მიუხედავად ამისა, 1574 წელს, მას შემდეგ რაც სელიმ II გარდაიცვალა და ტახტზე მურადი ავიდა, მან სახელმწიფო საქმეები მთლიანად დიდ ვეზირს გადააბარა.

მმართველობის პერიოდი

მურადმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას ჰარემში გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, ნურბანუმ და მისმა ცოლმა, საფიემ. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა. სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც 1579 წელს დიდი ვეზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა გარდაიცვალა. მურადის მმართველობის პერიოდში იმპერია ფინანსურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა.

მურადმა 1578 წელს სეფიანთა ირანის წინააღმდეგ წამოიწო ომი, რომელიც დასრულდა 1590 წლის სტამბოლის შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც სპარსეთმა ცნო ოსმალეთის მითვისებული ტერირორიები კავკასიაში. იმპერიის მფლობელობაში მთელი ამიერკავკასია და დაღესტანი გადავიდა. 1592 წელს ოსმალებმა აიღეს ხორვატიის ქალაქი ბიჰაჩი, რასაც 1593 წელს ჰაბსბურგებთან ცამეტწლიანი ომის დაწყება მოჰყვა, იმავე წლის 22 ივნისს ოსმალებმა მარცხი იწვნიეს ჰაბსბურგებთან გამართულ სისაკის ბრძოლაში.

მურად III-ს ჰყავდა 25 შვილი (21 შეჰზადე და 4 გოგო). გარდაიცვალა 1595 წელს თოფქაფის სასახლის ჰარამხანაში. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი მეჰმედ III, რომელმაც თავისი 19 ძმა მოაკვლევინა.

ოჯახი

ცოლები და ხარჭები

  • შემშირუჰსარ ხათუნი.
  • შაჰიჰუბან ხათუნი.
  • ნაზფერვერ ხათუნი.
  • ფულანე ხათუნი.
  • ფაჰრიე ხათუნი.

ვაჟები

  • მეჰმედ III (26 მაისი, 1566 – 22 დეკემბერი, 1603), საფიე სულთნისგან.
  • შეჰზადე სულთან მაჰმუდი (1568–1581), საფიე სულთნისგან.
  • შეჰზადე სულთან ოსმანი (1573 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან მუსტაფა (1578 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ბაიაზიდი (1579 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან აბდულა (1580 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან სელიმი (1581 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულეიმანი (თებერვალი, 1585 – აგვისტო, 1585).
  • შეჰზადე სულთან ჯიჰანგირი (1585 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან აბდურაჰმანი (1585 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ჰასანი (1586 – მოკლეს 1595).
  • შეჰზადე სულთან აჰმედი (1586 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან იაქუბი (1587 – მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ალემშაჰი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან იუსუფი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ჰუსეინი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ქორქუთი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ალი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ისჰაკი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ომერი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან ალაედინი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე სულთან დავუდი (მოკლეს 28 იანვარი, 1595).
  • შეჰზადე მურადი.

ქალიშვილები

პირველად 1586 წელს დამად იბრაჰიმ ფაშაზე,

მეორედ 1601 წელს იემიშჩი ჰასან ფაშაზე,

მესამედ 1604 წელს გიუზელჯე მაჰმუდ-ფაშაზე.

  • ფატმა სულთანი (1580–1620), საფიე სულთნისგან, დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად 1593 წელს დამად ჰალილ-ფაშაზე,

მეორედ 1604 წელს დამად ჰიზირ-ფაშაზე.

  • რუქიე სულთანი, შემშირუჰსარ ხათუნისგან, დაქორწინებული იყო ნაქქაშ ჰასან-ფაშაზე.
  • მიჰრიბან სულთანი, დაქორწინდა 1613 წელს ქაფიჯიბაში თოფალ მეჰმედ-აღაზე.
  • ფაჰრიე სულთანი (1594–1656), დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად 1604 წელს ჩუქადარ აჰმედ-ფაშაზე,

მეორედ დამად სოფუ ბაირამ-ფაშაზე.

  • სახელით უცნობი, დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად 1613 წელს დამად აჰმედ-ფაშაზე,

მეორედ ჩერქეზ მეჰმედ ფაშაზე.

  • სახელით უცნობი, დაქორწინდა სილაჰდარ დამად აჰმედ-აღაზე.
  • სახელით უცნობი, დაქორწინდა დამად დავუდ-ფაშაზე.

პოპულარულ კულტურაში

2011–2014 წლების ტელესერიალ დიდებულ საუკუნეში, უფლისწულ მურადის როლს განასახიერებს მსახიობი სერჰათ ონატი.

რესურსები ინტერნეტში