მიხეილ ღლონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{სდრ|467|ბახტაზე. მ}}
{{სდრ|467|ბახტაზე მ.}}


{{DEFAULTSORT:ღლონტი, მიხეილ}}
{{DEFAULTSORT:ღლონტი, მიხეილ}}

16:46, 27 თებერვალი 2019-ის ვერსია

მიხეილ ღლონტი (დ. 25 მარტი, 1858 — გ. სექტემბერი 1924) — გენერალი. დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი. კორნეტი (1886). პორუჩიკი (1890). შტაბსროტმისტრი (1895). როტმისტრი(1898). ესკადრონის უფროსი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. ასეულის მეთაური. პოლკოვნიკი (1910 წარჩინებისთვის). 1910-1914 წლებში კავკასიის სათადარიგო საკავალერიო დივიზიონის უფროსი. 1914-1916 წლებში კავკასიის მე-2 სათადარიგო ბრიგადის უფროსის თანაშემწე, შემდეგ უფროსი. გენერალ-მაიორი (1917 წარჩინებისთვის). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ა6ნას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, იარაღით. 1918 წლიდან ქართულ ჯარშია. მეთაურობდა პოლკს. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. იყო „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო კომისიის წევრი. აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს. დაიღუპა პატიმრობისას.

ლიტერატურა

  • ბახტაზე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 467.