საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა''' ({{lang-ru|Свод памятников истории и культуры Грузии}}; {{lang-en|Summa historical and cultural monuments of Georgia}}) ან '''''სძა''''' — სამეცნიერო-საცნობარო, [[ენციკლოპედია|ენციკლოპედიური]] ხასიათის მრავალტომიანი გამოცემა. წიგნის გამოცემა გადაწყდა 1970 წლის 10 ივლისს მიღებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების — „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მომზადების შესახებ“ — მიხედვით. გამოსცა [[ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია|ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ]].
 
გამოცემის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უკლებლივ ყველა ძეგლის მეცნიერული შესწავლა და მათი დოკუმენტაციის შექმნა, რომლებიც ამჟამად აყვანილია აღრიცხვაზე, დაცულია ან მომავალში იქნება აღრიცხული და დაცული სახელმწიფოს მიერ.

სანავიგაციო მენიუ