ივანე აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18: ხაზი 18:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1822]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1822]]
[[კატეგორია:ქართველი დიდგვაროვნები]]
[[კატეგორია:ქართველი დიდგვაროვნები]]
[[კატეგორია:აბაშიძეები]]
[[კატეგორია:აბაშიძეები|ი]]

12:24, 31 იანვარი 2019-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ივანე (იოანე) ქაიხოსროს ძე აბაშიძე (გ. 12 დეკემბერი, 1822) — თავადი, იმერეთის აჯანყების (1819–1820) ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იმერეთის ტახტის პრეტენდენტი.

ივანე აბაშიძე დაიბადა იმერეთის თავადის, ქაიხოსრო აბაშიძის ოჯახში. დედამისი, დარეჯანი იყო იმერთა მეფის სოლომონ I-ის ქალიშვილი. 1820 წელს, იმერეთში მღელვარების ჩახშობის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ გასცა მისი დაპატიმრების ბრძანება, მაგრამ აბაშიძემ მოახერხა გურიაში გაქცევა. გურიაში მოსალაპარაკებლად ჩასული რუსი სარდალი, პოლკოვნიკი პუზირევსკი აბაშიძემ და ქაიხოსრო გურიელმა შემოქმედთან შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. 1820 წელს აჯანყებულმა იმერლებმა აბაშიძე მეფედ დაასახელეს. გურიაში რუსეთის ჯარების შესვლის შემდეგ აბაშიძე იძულებული გახდა გახიზნულიყო ახალციხეში, სადაც ის, ნ. დადიანის ცნობით, მოკლეს ვახტანგ ბატონიშვილის (დავით II-ის უკანონო შვილის როსტომის შვილი) მიგზავნილმა კაცებმა.

ივანე აბაშიძეს ცოლად ჰყავდა სიმონ III გურიელის ასული ელისაბედი. მათ შეეძინათ სამი შვილი — ქაიხოსრო, გიორგი და ეკატერინე (ეკა). იმერეთის აჯანყების დროს ელისაბედი და ეკა რუსეთში გადაასახლეს, მაგრამ გურიელის თხოვნით გზიდან დააბრუნეს და გურიაში დაასახლეს. 1838 წლის აღწერით, ელისაბედი ცხოვრობს ქუთაისში, ეკა კი შორაპნის ოკრუგში და იღებს პენსიას 1000 მანეთის ასიგნაციებით. ეკა იყო აკაკი წერეთლის დედა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში