144
რედაქტირება
ႧႤႧႰႨ ႾႠႰႨ (განხილვა | წვლილი) |
ႧႤႧႰႨ ႾႠႰႨ (განხილვა | წვლილი) |
||
თავდაპირველად გემით გურულები [[მარსელი|მარსელში]] ჩავიდნენ, იქიდან [[პარიზი|პარიზში]], შემდეგ ჰავრში. იქიდან კი ინგლისში. იმ დროს ლონდონის Earl's Court-ში მიმდინარეობდა საერთაშორისო მებაღეობის გამოფენა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთდ გაიმართა ბუფალო ბილის შოუს წარმოდგენები. სწორედ მას შეუერთდა ქართველთა ჯგუფი. ლონდონში გურულების, კაზაკების, როგოც მაშინ მოიხსენიებდნენ, გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმ ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა. 1892 წლის 25 ივნისს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ინგლისის სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე წარდგნენ. აღტაცებულმა დედოფალმა წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი გადასცა მათ.
ამერიკაში გურულები პირველად აღნუსხულნი არიან ადამ ფორეპას და იმავე
ამის შემდეგ ყოველ წელს, დაახლოებით ორი ჯგუფი მემგზავრებოდა ამერიკაში. ემიგრაციისას გურულების საშუალო ასაკი 25-ს არ აღემატებოდა. ემიგრაციის ძირითადი მოტივი ანაზღაურება იყო. ცხენოსნების ყოველთვიური ხელფასი 40-50 დოლარს აღემატებოდა (დაახლოებით 100 რუბლი), მაშინ როდესაც ქუთაისის გუბერნიაში ერთი ძროხა 3-4 რუბლი ღირდა. წასვლა იმდენად სარფიანი იყო, რომ ყოფილა შემთხვევები, გუნდის მეთაურებს თანასოფლელები ქრთამსაც სთავაზობდნენ წაყვანის სანაცვლოდ. მოჯირითეები 30-წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ ბაფალო ბილის ცირკსა და სხვა არენებზე. ყველა შოუს მფლობელი მიიჩნევდა აუცილებლობად, ჰყოლოდა კაზაკების ერთი ჯგუფი.
|
რედაქტირება