ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აქვე ვიტყვი, რომ უნდა შევეშვათ „სტატიის ავტორის“ ცნების აქტიურად გამოყენებას. მე კი შეიძლება ავდექი და დავწერე/ვთარგმნე სტატია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე დამატებითი უფლება ან ვალდებულება მაქვს (ერთგვარი პასუხისმგებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვანდალიზმი ჩავიდინე ამ სტატიაში). სხვა შემთხვევებში სტატია ისევე მეკუთვნის მე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. ამიტომ არ არის ხოლმე აუცილებელი, სტატიაში არსებული შეცდომების გასწორება თუ სტატიისთვის რაიმე ტექსტის შემატების შესაძლებლობა ან მისი სექციების სისტემატიზაცია/გასწორება თუ სხვა საქმენი მხოლოდ მის მთარგმნელს/დამწერს დავაკისროთ (ეს შენიშვნაც ვრცელდება ჩემზე ასევე).
 
მეჰმან, დავითი შენს დისკრედიტირებას რანაირად ახდენს ან როგორ აკნინებს შენს წვლილს? :დ ეს შენიშვნები მიემართებათ ხმის მიმცემებს, რომლებიც იმსახურებენ კიდევაც მათ. შეცდომები გქონდა, ფაქტია. ეს ფაქტი მხოლოდ აღნიშნა დავითმა და არავითარი პრეტენზია არ წამოიყენებიაწამოუყენებია. არავის რომ არ აუდექი წინ, დავითიც მაგაზე ლაპარაკობს: უნდა ვიკითხოთ და ვასწოროთ სტატიები. თვითონაც გაუსწორებია სტამბოლში რაღაც შეცდომები, როგორც ახლა ვნახე. კოლეგიალურობის ნაწილია ეს და პირადად მე, მაგ სტატიის „ავტორი“ რომ ვყოფილიყავი, მადლობასაც გადავუხდიდი. ნუ აღვიქვამთ ყველაფერს აგრესიად, გთხოვთ.--[[მომხმარებელი:SHOTHA|<font color="#45b94d">შოთა</font>]] <small><sup>[[მომხმარებელი განხილვა:SHOTHA|<span style="color:#ff0000">(განხილვა)</span>]]</sup></small> 15:03, 19 იანვარი 2019 (UTC)

სანავიგაციო მენიუ