რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
1827 წლის 8 დეკემბერს ოსმალეთის სულთანმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ის აპირებდა სამხრეთ კავკასიაში პოზიციების აღდგენას. ომი გამოცხადდა 1828 წლის 14 აპრილს. შეტაკებების დაწყებისას რუსეთის არმია 92000 ჯარისკაცისგან შედგებოდა, ხოლო ოსმალეთის ძალები 150000-ს აჭარბებდა, რომელთაც [[ჰუსეინ ფაშა]] მეთაურობდა. [[1828]] წლის ივნისში რუსეთის მთავარმა ძალებმა იმპერატორ [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I]]-ის მეთაურობით [[დუნაი]] გადაკვეთეს და დობრუჯაში შეიჭრნენ. მანამდე, რუსეთის მთავარსარდალი მეფისწული [[პეტრე ვიგენშტაინი]] კი ვალახეთში შეიჭრა და [[ბრაილა]] და [[ბუქარესტი]] აიღო სირთულის გარეშე.
 
ამის შემდეგ ომი განივრცო კავკასიაში [[არზრუმი]]სა და [[აჭარა|აჭარის]] მიმართულებით. რუსეთმა 11 ივნისს დაიკავა ანაპის ციხე, 23 ივნისს — ყარსის ციხე. ივლისში [[აჰმედ-ფაშა (ხიმშიაშვილი)|აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილის]] მეთაურობით 4 ათასი კაცი [[გურიის სამთავრო]]ში შეიჭრა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გურიის მმართველმა [[სოფიო]]მ ოსმალეთის მფარველობა მიიღო და ოსმალეთს უჭერდა მხარს. 15 ივლისს — [[ფოთი]], 24 ივლისს — [[ახალქალაქი]], 26 ივლისს — ხერთვისის ციხე. აჰმედ-ფაშა იძულებული გახდა [[ახალციხის საფაშო]]ში დაბრუნებულიყო და იქ უწევდა რუსეთს მედგარ წინააღმდეგობას, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა გასცლოდა ახალციხეს და აჭარაში გადასულიყო, რადგან რუსეთმა 15 აგვისტოს ახალციხე ახალციხის ციხეაიღო, 28 აგვისტოს — ბაიაზეთი.
 
[[ახალციხის საფაშო]]ში რუსეთს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა [[აჰმედ-ფაშა (ხიმშიაშვილი)|აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილი]], მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა გასცლოდა ახალციხეს და აჭარაში გადასულიყო. 1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა და ახმედმააჰმედმა კვლავ აჭარაში დაიხია უკან.<ref>''ახვლედიანი ხ''. „ნარკვევები აჭარის ისტორიიდან“ გვ. 47-56 — ბათუმი 1944 წ.</ref>რუსეთს განზრახული ჰქონდა აჭარის დალაშქრვაც, მაგრამ ზამთრის კლიმატისა და რთული რელიეფის გამო თავი შეიკავა. ამან საშუალება მისცა ხიმშიაშვილს მოლაპარაკებები გაემართა ბებუთოვთან. მოლაპარაკებები შედიოდა რუსეთის ინტერესებშიც, რადგან ის უომრად მიიღებდა აჭარას. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაჭიანურდა.
 
1829 წლის 27 ივნისს რუსეთმა აიღო არზრუმი. გენერალი ბებუთოვი სომხეთის ოლქის უფროსად გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი დანიშნეს ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც ხიმშიაშვილი არ ენდობოდა. ოსტენ-საკენმა ხიმშიაშვილს მისცა ოთხი დღის ვადა, რათა თავად, ან მისი შვილი გამოცხადებულიყვნენ რუსეთის ბანაკში და მიეღოთ ქვეშევრდომობა. ხიმშიაშვილმა არ მიიღო ეს პირობა და ოსტენ-საკენი 12 აგვისტოს შევიდა ზემო აჭარაში სამი ქვეითი ბატალიონით, 2700 ხიშტით, კაზაკთა პოლკით, სამი სამთო და ოთქი მცირე ქვემეხით. ასე მივიდა [[ხულო]]მდე. ოსტენ-საკენი წინააღმდეგობას შეხვდა, ამიტომ იძულებული გახდა დიდი დანაკლისით უკან გაბრუნებულიყო 28 აგვისტოს.<ref>''ტივაძე გ.'' „ოსმალეთის დერვიშობა და გლეხთა აჯანყებანი XVI საუკუნეში“ გვ. 88 — თბილისი, 1946</ref>

სანავიგაციო მენიუ