ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
ვახუშტი ბატონიშვილი, გარდა იმისა, რომ დაწვრილებით მოგვითხრობს ოკრიბის საზღვრების, მისი მოსახლეობის ხასიათის, გარემო პირობების შესახებ, ინფორმაციას გვაწვდის რეგიონის ციხეთა შესახებაც. თუმცა ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვახუშტის მიერ დასახელებული ცუცხვათის, საწირის, მიტლოკინის, მუხურის, ძმუისის, ჯვარისის, გელათის ციხეების გარდა ოკრიბაში დავადასტურეთ ანტორიის, კითხიჯის, ბობოთის, ციხიის, კურსების, წყალწითელას, ძიროვნის, ხრესილის ციხეები.
ოკრიბის ციხეთა შორის თავის დანიშნულებით და მდებარეობით გამორჩეულია ცუცხვათის ციხე, რომელიც დგას «გოდოგანს ზეით, ცუცხვათის ხევზე", რომელიც «შეთხრით აღიღეს ოსმალთა ქრისტესსა ჩღკა, ქართულსა უთ და უპყრავთ აწცა მათ". როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში სამართლიანად მითითებულია, ცუცხვათის ციხე ბატონობდა მთელს ოკრიბაზე და წარმოადგენდა აღნიშნული რეგიონის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრს. ცუცხვათის გვერდით «მოხსენიებულია (ასევე იყო XV-XVI საუკუნეშიც) სოფელი «ოხომირა", რაც სიტყვა-სიტყვითსიტყვასიტყვით იგივე უქიმერიონია. ცუცხვათის საციხისთავო დიდი ტერიტორია უნდა ყოფილიყო რიონისა, წყალწითელა-ჭიშურასა და ნაქერალას შუა. შეიძლება ამ საციხისთაოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაგვიანევი მოწმობა იყოს, რომ აგიაშვილები ციხისთავთ-ციხისთავები არიან, ხოლო ოკრიბაში თავადი არავინაა და ოკრიბელნი მეფის ტალანი იყვნეს" (ნ. ბერძენიშვილი).
ვახუშტი «მიტლოკინის ციხეს" ასახელებს «საწირის წყალზე". ადგილობრივები ამ ციხეს «ოჯესტის ციხის" სახელით იხსენიებენ. იგი კარტოგრაფიულ რუკაზე წყალწითელას ხეობაში, სოფელ ქვედა ჭყეპშია აღნიშნული. «ოჯესტას" ახსნის დროს გათვალისწინებულია მეგრული «დოკინუა" - დაკავება, შეკავება.

სანავიგაციო მენიუ