სოფი ფრანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = სოფი ფრანგი |ფოტო = Inconnu d'après J.-M. Nattier, Ma...
 
No edit summary
ხაზი 20: ხაზი 20:
სოფი დაიბადა 1734 წლის 27 ივლისს ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას მერვე შვილი და მეხუთე ქალიშვილი. იგი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე უფროსი დების ჩრდილში იყო და მისმა ცხოვრებამაც უფერულად გაიარა. 1738-50 წლებში სოფი განათლების მისაღებად და სასწავლებლად გააგზავნეს ფონტერვუდის სააბატოში. მასთან ერთად იქ ასევე იყვნენ მისი დები: [[ვიქტორია ფრანგი|ვიქტორია]], ტერეზა და ლუიზა.

იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ, მისი ნათლია კი იყო მისი უფროსი დის, პარმის ჰერცოგინია [[ლუიზ ელიზაბეტ ფრანგი|ლუიზ ელიზაბეტ ფრანგის]] მეუღლე, პარმის ჰერცოგი [[ფილიპე I (პარმის ჰერცოგი)|ფილიპე I]].
იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ, მისი ნათლია კი იყო მისი უფროსი დის, პარმის ჰერცოგინია [[ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი|ლუიზ ელიზაბეტ ფრანგის]] მეუღლე, პარმის ჰერცოგი [[ფილიპე I (პარმის ჰერცოგი)|ფილიპე I]].

მისი სუსტი და დამთმობი ხასიათის გამო იგი სასახლეში საერთოდ არ ჩანდა, სადაც დედოფალ მარია ლეშჩინსკას გარდაცვალების შემდეგ აბსოლუტური ძალაუფლება მის დას, [[მარი ადელაიდა ფრანგი|მარი ადელაიდა ფრანგს]] ჰქონდა აღებული. იგი არასდროს გამოირჩეოდა სილამაზითა და გონიერებით. ცნობილია, რომ მას ძალიან ეშინოდა წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს, რა დროსაც შიშის გასაფანტავად სოფი გაუჩერებლად იწყებდა საუბარს.

14:08, 28 დეკემბერი 2018-ის ვერსია

სოფი ფრანგი
მშობლიური სახელი სოფი ფილიპინ ელიზაბეტ იუსტინა დე ბურბონი
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1734
ვერსალი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 1782, (47 წლის)
ვერსალი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება ლუვუას ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ლუი XV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ლეშჩინსკა
ხელმოწერა

სოფი ფრანგი (ფრანგ. Sophie de France; დ. 27 ივლისი, 1734 — გ. 2 მარტი, 1782), აგრეთვე ცნობილი როგორც მადამ სოფიბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და დედოფალ მარია ლეშჩინსკას შუათანა ქალიშვილი. გარდაცვალებამდე ატარებდა საფრანგეთის ქალიშვილისა და ლუვუას ჰერცოგინიის წოდებას, თუმცა გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.

ბიოგრაფია

სოფი დაიბადა 1734 წლის 27 ივლისს ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას მერვე შვილი და მეხუთე ქალიშვილი. იგი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე უფროსი დების ჩრდილში იყო და მისმა ცხოვრებამაც უფერულად გაიარა. 1738-50 წლებში სოფი განათლების მისაღებად და სასწავლებლად გააგზავნეს ფონტერვუდის სააბატოში. მასთან ერთად იქ ასევე იყვნენ მისი დები: ვიქტორია, ტერეზა და ლუიზა.

იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ, მისი ნათლია კი იყო მისი უფროსი დის, პარმის ჰერცოგინია ლუიზ ელიზაბეტ ფრანგის მეუღლე, პარმის ჰერცოგი ფილიპე I.

მისი სუსტი და დამთმობი ხასიათის გამო იგი სასახლეში საერთოდ არ ჩანდა, სადაც დედოფალ მარია ლეშჩინსკას გარდაცვალების შემდეგ აბსოლუტური ძალაუფლება მის დას, მარი ადელაიდა ფრანგს ჰქონდა აღებული. იგი არასდროს გამოირჩეოდა სილამაზითა და გონიერებით. ცნობილია, რომ მას ძალიან ეშინოდა წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს, რა დროსაც შიშის გასაფანტავად სოფი გაუჩერებლად იწყებდა საუბარს.

სოფი ყოველთვის თავისი დების მხარეზე იყო და იგი მათთან ერთად აშკარად გამოდიოდა მეფის სამეფო საყვარლების წინააღმდეგ, როგორებიცაა მადამ დე მომპადური და მადამ დიუ ბარი. მან თავიდანვე მიიღო ლუვუას ჰერცოგინიის წოდება და ბელევის ციხესიმაგრე. უფროსი დებისაგან განსხვავებით, მადამ სოფის ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავისი ძმის შვილის ცოლთან, არტუას გრაფინია მარია ტერეზა სავოიელთან, რომელთანაც იგი დიდ დროს ატარებდა.

სოფი ფრანგი მთელი ცხოვრების მანძილზე, დების მსგავსად კატეგორიულ უარს აცხადებდა გათხოვებაზე, რის გამოც იგი საბოლოოდ მართლაც გასათხოვარი და უშვილო დაიღუპა. იგი გარდაიცვალა 1782 წლის 2 მარტს, 47 წლის ასაკში. სოფი მალევე დაკრძალეს სენ დენის სააბატოში.

წინაპრები

ლიტერატურა