კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
კატ.
(განსხვავება არ არის)

15:08, 6 დეკემბერი 2007-ის ვერსია

კონსტანტინე III, კოსტანტი III, "აფხაზთა სამეფოს" (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 893-922, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფემ სმბატ I-მა და ქართველთა მეფემ ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ "აფხაზთა სამეფოს" ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და კახეთის ქორეპისკოპოსმა (მთავარი) კვირიკე I-მა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა "აფხაზთა მეფის" ხელში იყო.