ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|upright|right|150px|WTA-ის ლოგო. '''ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია'''...
(განსხვავება არ არის)

19:58, 27 დეკემბერი 2018-ის ვერსია

WTA-ის ლოგო.

ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია იგივე WTA (ინგლ. Women's Tennis Association) — 1973 წლის ივნისში დაარსებული ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო ქალი პროფესიონალი ჩოგბურთელების ინტერესების დაცვა. WTA არის ტურის ორგანიზატორი ქალთა ჩოგბურთისთვის.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. ქალთა ჩოგბურთში WTA-ის მსგავსი ორგანიზაციაა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია, იგივე ATP.

WTA-ის ტურის ტურნირები

WTA-ის ტური მოიცავს დიდი სლემის ტურნირებს, WTA-ის ფინალს, პრემიერ ტურნირებს და საერთაშორისო ტურნირებს. WTA ასევე ზედამხედველობს 125K სერიების ტურნირებს, რომლებიც მეორე დონის გათამაშებებია. მესამე დონის ITF-ის ქალთა ტურნირებს საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაცია, იგივე ITF უწევს ზედამხედველობას. ამ ტურნირებთან ერთად, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დაფიქსირებული შედეგები, მოთამაშეებს WTA-ის რეიტინგში ეთვლებათ.

WTA-ის რეიტინგი

WTA მთელი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად აქვეყნებს მოთამაშეების რეიტინგს. სხვადასხვა ტურნირებზე მონაწილეობით, ჩოგბურთელები აგროვებენ სარეიტინგო ქულებს. აღნიშნული რეიტინგი მნიშვნელოვანია ტურნირებზე მოთამაშეების კვალიფიკაციისთვის და განთესვისთვის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. წლის განმავლობაში 8 უმაღლესი რეიტინგის მოთამაშე და ასევე 8 უმაღლესი რეიტინგის წყვილი, მონაწილეობას მიიღებს WTA-ის ტურის ფინალში, რომელიც ოქტომბერში ტარდება. მოთამაშე, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, წელიწადს მსოფლიოს პირველ ჩოგნად ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში