გელათის აკადემია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მრავალმნიშვნელოვნება*|გელათი}}
[[ფაილი:Gelati Academy.jpg|thumb|გელათის აკადემია]]
'''გელათის აკადემია''' — ძველი ქართული სასულიერო სასწავლებელი. დაარსდა [[1106]] წელს [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერთან]] [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლისაღმაშენებელის]] ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ [[Გიორგი ვასაძე (რეჟისორი)|იოანე პეტრიწიზედაზნელი]] და [[არსენ იყალთოელი]]. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა [[მოძღვართ-მოძღვარი]]. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია — „ქვეყნის საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ — „რიცხუნი“, მუსიკა — „სამოსოჲ“) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის — „საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის — „თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“, გრამატიკა და ასტრონომია — „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.
 
გელათის აკადემიაში დაუწერია არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს — ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათჳს კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნულიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. [[XIII საუკუნე]]ში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. [[XIV საუკუნე]]ში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი [[ხელმწიფის კარის გარიგება|„გარიგება ჴელმწიფის კარისა“]] და ჩვენამდე მოუღწეველი საისტორიო თხზულება „გელათური ქორონიკონი“, რომელიც დასახელებული აქვს [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] თავის ერთ-ერთ წყაროდ.
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ