გელათის აკადემია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(94.43.136.182-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Kober-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
{{მრავალმნიშვნელოვნება*|გელათი}}
[[ფაილი:Gelati Academy.jpg|thumb|გელათის აკადემია]]
'''გელათის აკადემია''' — ძველი ქართული სასულიერო სასწავლებელი. დაარსდა [[1106]] წელს [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერთან]] [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ [[იოანე პეტრიწი]] და [[არსენ იყალთოელი]]. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა [[მოძღვართ-მოძღვარი]]. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - „ქვეყნის საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ - „რიცხუნი“, მუსიკა - „სამოსოჲ“) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - „საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის - „თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“, გრამატიკა და ასტრონომია - „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.
 
გელათის აკადემიაში დაუწერია არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათჳს კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნულიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. [[XIII საუკუნე]]ში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. [[XIV საუკუნე]]ში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი [[ხელმწიფის კარის გარიგება|„გარიგება ჴელმწიფის კარისა“]] და ჩვენამდე მოუღწეველი საისტორიო თხზულება „გელათური ქორონიკონი“, რომელიც დასახელებული აქვს [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] თავის ერთ-ერთ წყაროდ.
 
== ლიტერატურა ==
* ''ნუცუბიძე შ.,'' ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
* ''ყაუხჩიშვილი ს.,'' გელათის აკადემია, თბ., 1948;
* {{ქსე, ტ. |3, გვ. |36, თბ., 1978}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
633

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ