აინ რენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
=== „პირველწყარო“ და პოლიტიკური აქტივობა ===
1940-იან წლებში, რენდი ჩაება აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში. ის, თავის მეუღლესთან, ფრენკთან ერთად მუშაობდა მოხალისედ 1940 წლის საპრეზიდენტო კანდიდატის, რესპუბლიკელი [[უენდელ უილკი]]ს შტაბში. მოხალისეობისას, რენდმა მიიღო საჯარო გამოსვლის გამოცდილება; რენდს მოსწონდა უენდელ უილკის მიმართ კრიტიკულად და მტრულად განწყობილი კითხვების მიღება და მათზე პასუხის გაცემა.<ref>{{harvnb|Britting|2004|p=57}}.</ref> ამ აქვიტობისას რენდმა გაიცნო სხვა ინტელექტუალები, რომლებიც, მის მსგავსად, ემხრობოდნენ თავისუფალ ბაზარსა და კაპიტალიზმს. იგი დაუმეგობრდა ჟურნალისტ ჰენრი ჰეზლითსა და მის ცოლს; ჰეზლითმა მას აგრეთვე გააცნო ეკონომიკის ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მაიზესი. მიუხედავად ფილოსოფიური განსხვავებებისა, რენდი, მთელი ცხოვრების განმავლობაში, იწონებდა როგორც ჰეზლითის, ისევე ფონ მაიზესის ნაშრომებს; ისინი, თავის მხრივ, რენდის მიმართ საკუთარ აღტაცებას არ მალავდნენ. ფონ მაიზესმა ერთხელ რენდს „ამერიკაში ყველაზე მამაცი კაცი“ უწოდა. ამ კომპლიმენტმა რენდი კმაყოფილი დატოვა იმიტომ, რომ ფონ მაიზესმა „ქალის“ ნაცვლად „კაცი“ თქვა.<ref>{{harvnb|Burns|2009|p=114}}; {{harvnb|Heller|2009|p=249}}; {{harvnb|Branden|1986|pp=188–189}}.</ref> რენდი აგრეთვე მჭიდროდ კონტაქტობდა ლიბერტარიანელ მწერალ [[იზაბელ პატერსონი|იზაბელ პატერსონთან]]. რენდი ხშირად უსვავდა პატერსონს კითხვებს აშშ-ის ისტორიასა და პოლიტიკაზე მათი არაერთი შეხვედრის დროს; რენდმა აგრეთვე მიაწოდა იდეები პიტერსონს მისი ერთადერთი არა-ფიქციური წიგნისთვის „The God of the Machine“.<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=75–78}}.</ref>
 
რენდის პირველი ლიტერატურული წარმატება იყო [[1943]] წელს გამოსული „პირველწყარო“, რომანტიული და ფილოსოფიური ნოველა, რომელსაც იგი შვიდი წლის განმავლობაში წერდა.<ref>{{harvnb|Britting|2004|pp=61–78}}.</ref> ნოველა ფოკუსირებულია ჰაუარდ რორკზე, უკომპრომისო ახალგაზრდა არქიტექტორზე და მის ბრძოლაზე რენდის მიერ წოდებულ „second-handers“-ბთან (ისინი, ვინც სხვისთვის ცხოვრობენ და სხვებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებენ). ნოველას გამოცემაზე უარი თქვა თორმეტმა გამომცემლობამ, სანამ „Bobbs-Merrill Company“ არ დათანხმდა მის გამოქვეყნებას. ეს მოხდა რედაქტორის, არქიბალდ ოგდენის დაჟინებული მოთხოვნით, რომელიც დაემუქრა დამსაქმებელს, რომ სამსახურიდან წავიდოდა, თუ რომანინოველა არ გამოქვეყნდებოდა.<ref>{{harvnb|Britting|2004|pp=58–61}}.</ref> რომანის წერისას, რენდი იღებდა ამფეტამინ ბენზედრინს, რომელიც მას დაღლილობასთან ბრძოლაში ეხმარებოდა.<ref>{{harvnb|Burns|2009|p=85}}.</ref> წამლის დახმარებით, რენდმა მოახერხა და დანიშნული დროისთვის დაასრულა თავისი ნოველა, თუმცა, იგი იმდენად დაღლილი იყო, რომ ექიმმა მას ორი კვირა დასვენება დაუნიშნა.<ref>{{harvnb|Burns|2009|p=89}}.</ref> იგი წამალს დაახლოებით სამი ათწლეულის განმავლობაში იღებდა; ამან, მისი ნაცნობების და ახლობლების თქმით, წვლილი შეიტანა მისი ხასიათის უცაბედ ცვლილებებში.<ref>{{harvnb|Burns|2009|p=178}}; {{harvnb|Heller|2009|pp=304–305}}.</ref>
 
„პირველწყარო“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული ნაწარმოები აღმოჩნდა, რენდს ცნობადობა მოუტანა და იგი ფინანსურად უზრუნველყო.<ref>{{harvnb|Doherty|2007|p=149}}; {{harvnb|Branden|1986|pp=180–181}}</ref> 1943 წელს, რენდმა ნოველას ეკრანიზაციის უფლება „Warner Brothers“-ს მიჰყიდა და ჰოლივუდში სცენარის დასაწერად დაბრუნდა. „პირველწყაროს“ სცენარზე მუშაობის დასრულების შემდეგ, იგი სცენარისტად დაიქირავა პროდიუსერმა ჰალ უელისმა. უელისზე მუშაობისას, რენდმა დაწერა ოსკარზე ნომინირებული ორი ფილმის („Love Letters“ და „You Came Along“) სცენარი.<ref>{{harvnb|Britting|2004|pp=68–80}}; {{harvnb|Branden|1986|pp=183–198}}.</ref> რენდი სხვა პროექტებზეც მუშაობდა; მათ შორის იყო დაგეგმილი წიგნის მის ფილოსოფიაზე, რომელსაც „ინდივიდუალიზმის მორალური ბაზა“ უნდა რქმეოდა. წიგნი რენდს არასდროს დაუსრულებია, თუმცა, შემოკლებული ვერსია — ესე „ერთადერთი გზა ხვალინდელ დღემდე“ გამოვიდა 1944 წლის იანვარში გამოცემულ ჟურნალ „Reader's Digest“-ში.<ref>{{harvnb|Sciabarra|1995|p=112}}; {{harvnb|Heller|2009|p=171}}.</ref>
 
ჰოლივუდში მუშაობისას, რენდმა კიდევ უფრო გააღრმავა თავისი მოღვაწოება ანტი-კომუნისტურ აქტივობებში. რენდი გახდა „Motion Picture“-ის „ამერიკული იდეალების შენარჩუნების ალიანსის“ (ანტი-კომუნისტური კავშირი ჰოლივუდში) წევრი და დაიწყო სტატიების წერა ჯგუფის სახელით.<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=100–101, 123}}.</ref> ჰოლივუდში ყოფნისას, უსიამოვნო ნოტაზე ურთიერთობა დაასრულეს რენდმა და იზაბელ პატერსონმა. ამის მიზეზი გახდა პატერსონის რემარკები, რომლებიც, რენდის აზრით, შეურაცხმყოფელი იყო მისი ფასეული პოლიტიკური მოკავშირეებისთვის.<ref>{{harvnb|Burns|2009|pp=130–131}}; {{harvnb|Heller|2009|pp=214–215}}.</ref> 1947 წელს, მეორე „წითლი შიშის“ დროს, რენდმა „მეგობრულად განწყობილი მოწმის რანგში“ ჩვენება მისცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანტი-ამერიკული საქმიანობის კომიტეტს.<ref>{{harvnb|Mayhew|2005b|pp=91–93}}.</ref> რენდმა განაცხადა, რომ 1944 წელს გამოშვებულ ფილმში „რუსეთის სიმღერა“ აღწერილი იყო რეალობა, რომელიც არ შეესაბამებოდა იმას, რაც მას, როგორც საშუალო მოქალაქეს სსრკ-ში უნახავს.<ref>{{harvnb|Mayhew|2005b|pp=188–189}}.</ref> რენდის თქმით, ფილმში დამახინჯებული იყო საბჭოთა რეალობა და წარმოდგენილი იყო უფრო უკეთესად და ბედნიერად, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. რენდს აგრეთვე უნდოდა მიეცა ჩვენება 1946 წელს გამოსული ფილმის, „ჩვენი ცხოვრებების საუკეთესო წლების“ საწინააღმდეგოდ ბიზნეს-სამყაროს ნეგატიურად წარმოჩენის გამო, თუმცა, რენდს ჩვენების მიცემის საშუალება არ მისცეს.<ref>{{harvnb|Burns|2009|p=125}}.</ref> როდესაც მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ამგვარი გამოძიებების ეფექტურობაზე, რენდმა პროცესებს „ამაო“ უწოდა.<ref>{{harvnb|Mayhew|2005b|p=83}}.</ref>
1949 წელს, პრემიერის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, გამოვიდა „პირველწყაროს“ კინოვერსია. მართალია, ფილმი რენდის სცენარის მიხედვით გადაიღეს, მან განაცხადა, რომ „არ მოსწონდა ფილმი დასაწყისიდან ბოლომდე“.<ref>{{harvnb|Britting|2004|p=71}}.</ref>
 
=== „ატლანტმა მხრები გაშალა“ და ობიექტივიზმი ===
340

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ