ქართული ოცნება (კოალიცია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
| გენერალური მდივანი =[[კახა კალაძე]]
| გენერალური მდივანი =[[კახა კალაძე]]
| დაფუძნდა = [[ოქტომბერი]], [[2011]]
| დაფუძნდა = [[ოქტომბერი]], [[2011]]
| იდეოლოგია =[[დიდი კარავი]]<ref>{{cite news|last1=Ditrych|first1=Ondrej|title=The Georgian succession|url=http://www.iss.europa.eu/uploads/media/Brief_26.pdf|publisher=[[European Union Institute for Security Studies]]|date=ივლ 2013|page=4|quote=...GD as a catch-all movement...}}</ref><br>[[სოციალ-დემოკრატია]]<ref>{{cite news|title="ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული|url=http://www.interpressnews.ge/ge/politika/272046-qqarthuli-ocneba-demokratiuli-saqarthveloq-socialur-demokratiul-ideologiaze-iqneba-dafudznebuli.html|publisher=ინტერპრესნიუსი|date=1 მარ, 2014|quote=პარტია იქნება სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული}}</ref><br>[[პრო-ევროპეიზმი]]
| იდეოლოგია =
| ევროპული =
| ევროპული =
| საერთაშორისო =
| საერთაშორისო =

10:14, 29 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ქართული ოცნება
ქართული ოცნება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი
გენერალური მდივანი კახა კალაძე
ისტორია
დაფუძნდა ოქტომბერი, 2011
პოზიციები
იდეოლოგია დიდი კარავი[1]
სოციალ-დემოკრატია[2]
პრო-ევროპეიზმი
ფერები         
41.ge

ქართული ოცნება — პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია საქართველოში 2011-2016 წლებში, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012-2016 წლებში.

ისტორია

კოალიცია ქართული ოცნება ჩამოყალიბდა 2011 წელს. კოალიცია შეიქმნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.

კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“. მოგვიანებით კოალიაციას შეუერთდნენ კონსერვატორები (ზვიად ძიძიგური) და მრეწველები (ზურაბ ტყემალაძე).

კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და დააკომპლექტა საქართველოს მთავრობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციამ წარადგინა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილმა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა.

2014 წლის 5 ნოემბერს კოალიცია დატოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“[3].2016 წელს კოალიცია დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და გახდა ქვეყნის მმართველი პარტია.

შემადგენლობა

კოალიცია აერთიანებდა ექვს პარტიას:

შედეგები არჩევნებში

ქართული ოცნების შედეგები (ლურჯად) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შედეგი
2012 საპარლამენტო 54,97% მოიპოვა უმრავლესობა
2013 საპრეზიდენტო 62,17% გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი
2014 ადგილობრივი 50,8% საუკეთესო შედეგი

რესურსები ინტერნეტშიი

სქოლიო

  1. Ditrych, Ondrej (ივლ 2013). „The Georgian succession“ (PDF). European Union Institute for Security Studies. p. 4. ციტატა: „...GD as a catch-all movement...“
  2. "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული“. ინტერპრესნიუსი. 1 მარ, 2014. ციტატა: „პარტია იქნება სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. ირაკლია ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია დატოვეს. Civil.ge 5 ნოე.'14