საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
(განსხვავება არ არის)

08:19, 29 ნოემბერი 2018-ის ვერსია

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობებს შორის. ცენტრალური კომიტეტს ირჩევდა პარტიის ყრილოვბა. წარმარტავდა ცენტრალური საბჭოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მუშაობას, ამტკიცებდა პარტიის ცენტრალური ორგანოთა რედაქციებს, რომლებიც მუშაობდნენ ცენტრალური კომიტეტის უშუალო ხელმძღვანელობიტა და კონტროლით, ანაწილებდა პარტიულ ძალებსა და საშუალებებს, გადაგებდა პარტიულ სალაროს. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი პარტიის წესდებით განსაზღვრული რიგით იწვევდა პარტიის ყრილობებს, ცენტრალური კომიტეტის პლენუმებს. პლენუებს შორის მუშაობის ხელმძღვანელობისათვის ქმნიდა ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, მიმდინარე მუშაობის ხელმძღვანელობისათვის კი — ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს. რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას პარტიულ ორგანიზაციებს თავისი მუშაობის შესახებ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან ქმნიდა პარტიულ კომისიას. ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალურ კომიტეტს. 1972 წლის სექტემბრიდან 1985 წლამდე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდინავი იყო ედუარდ შევარდნაძე.

ლიტერატურა