აღმოსავლეთი კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.133.181-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 33: ხაზი 33:
*[[დასავლეთი კავკასიონი]]
*[[დასავლეთი კავკასიონი]]
*[[ცენტრალური კავკასიონი]]
*[[ცენტრალური კავკასიონი]]
ჰელლო ევერი ონე მე ვარ ყლე


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

13:49, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია

აღმოსავლეთი კავკასიონი
კავკასიონის სატელიტური ფოტო
კავკასიონის სატელიტური ფოტო
კოორდინატები: 42°34′24″ ჩ. გ. 45°18′43″ ა. გ. / 42.57333° ჩ. გ. 45.31194° ა. გ. / 42.57333; 45.31194
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
უმაღლესი წერტილი ტებულოსმთა
სიმაღლე 4493 
სიგანე 160 კმ
აღმოსავლეთი კავკასიონი — საქართველო
აღმოსავლეთი კავკასიონი

აღმოსავლეთი კავკასიონიკავკასიონის მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი. გაწოლილია მწვერვალ მყინვარწვერსა და ილხიდაღს შორის. ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფარგლებში. უდიდესი სიგანე 160 კმ. სიმაღლე 350-4000 მ-მდე, მაქსიმალური 4493 მ. აღმოსავლეთ კავკასიონზე ნაკლებად არის გამოხატული ალპური რელიეფი და დამახასიათებელია სუსტი გამყინვარება. ჩრდილოეთ კალთა მნიშვნელოვნად არის გაგანიერებული ვიდრე სამხრეთი. სამხრეთ განშტოებებიდან მნიშვნელოვანია — გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედები. ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია პირიქითი ქედი; მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით — ანდის, ბოღოზის, ნუკატლის, სამურის, სალათაუს, გიმრის, კაბიაკისა და გვერდითი ქედები. აღმოსავლეთი კავკასიონის უმაღლესი წერტილია ტებულოსმთა (4493 მ). მნიშვნელოვანია ასევე დიკლოსმთა (4285 მ), ადალა-შუხგელმერი (4151 მ), ნუკატლი (3903), დიულთიდაღი (4127 მ), დეავგაი (4016 მ), შალბუზდაღი (4142 მ), ტუფანდაღი (4191 მ), შაჰდაღი (4243 მ), ბაზარდუზუ (4466 მ), ბაბადაღი (3629 მ).

არის თანადროული მყინვარები, მ.შ. პატარა მყინვარები არის დიკლოსმთაზე, შაჰდაღზე და სხვ. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია ძვ. მყინვარული, მყინვარული და ეროზიული რელიეფის ფორმები. ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია მრავალი წყალუხვი მდინარით, რომლებიც კასპიის ზღვის აუზს განეკუთვნებიან. მდინარეთა დიდი ნაწილი მაღალმთიან ზონაში გაედინება, სიგრძეზე გასდევენ რა, წყალგამყოფ ქედებს, სულ ქვემო დინებებში ზღვისპირა დაბლობზე იშლებიან, სადაც წყლის ნელი დინება ახასიათებთ. მთავარი ქედის ჩრდილო კალთიდან სათავეს იღებენ მნიშვნელოვანი მდინარეები: სუნჯა (სიგრძე 278 კმ), ასა (სიგრძე 133 კმ), არღუნი (სიგრძე 148 კმ), ანდის ყოისუ (სიგრძე 203 კმ), სამური (სიგრძე 213 კმ). შედარებით უმნიშვნელოა: ფორტანგი, მართანი, შაროარღუნი, გამრიოზენი, ულუჩაი, რუბასი, გიულგერიჩაი, გუსარჩაი, გუდიალჩაი, ყარაჩაი, ათაჩაი და ა.შ. მთავარი ქედის სამხრეთი კალთიდან მოედინება — იორი, ალაზანი, დურუჯი, კაბალი, ალინჯაჩაი, გოქჩაი, გირდიმანჩაი, ფირსაათი და სხვ.

გეოლოგიური თვალსაზრისით, აღმოსავლეთი კავკასიონი შედგება მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანებით. გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედების სექტორი აგებულია იურული (ლიასის, დოგერის), ცარცული და პალეოგენური ნალექი ქანებით — ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და კირქვებით. მთავარი ქედის სამხრეთით არის მერგელები, გლაუკონიტური ქვიშაქვები და დოლომიტები. გვხვდება აგრეთვე ფიქლები და პორფირიტები. სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე კავკასიონი სწრაფად დაბლდება (200-500 მ), სადაც მას გარს ეკვრის დაბალი, ტყიანი მთისწინეთი, წინა ქედები და ვაკეები. აღმოსავლეთი კავკასიონი თავისი უკიდურესი აღმოსავლეთი ბოლოთი მთავრდება კასპიის ზღვის სანაპიროსთან (აფშერონის ნახევარკუნძულის დასავლეთით), მდინარე სუმგაითის შესართავთან ახლოს, ილხიდაღის (327 მ) ბორცვით. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმეტესად სამხრეთ ფერდობზე), მდელო-სტეპისა და სტეპის ლანდშაფტები.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 52.
  • Щукин И. С. Очерки геоморфологии Кавказа, ч. 1, М., 1926.