რეზო ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სურათი:Rezo Chkheidze.jpg|thumb|left|რევაზ ჩხეიძე]]
'''რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე''' (დ. [[8 დეკემბერი]], [[1926]], [[ქუთაისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი.
 
 
[[სურათი:Po.6947624.jpg|thumb|კადრი ფილმიდან: "მაგდანას ლურჯა"]]
 
გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო" (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), "მაია წყნეთელი" (1959), "განძი" (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), "[[ზღვის ბილიკი]]" (1962),[[ ჯარისკაცის მამა|"ჯარისკაცის მამა"]] (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), "ღომილის ბიჭები" (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია "ჯარისკაცის მამასთან" ერთად, 1970), "ნერგები" (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერტაშორისოსაერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.
 
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი.
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:ჩხეიძე, რევაზ}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი კინორეჟისორები]]
[[კატეგორია: ლენინის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1926]]
 

სანავიგაციო მენიუ