ვანო ხოჯაბეგოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[ფაილი:Вано Ходжабегов. Хевсуры.jpg|მინი|ვ. ხოჯაბეგოვი, „ხევსურები“.]]
'''ვანო ხოჯაბეგოვი''' (დ. [[14 იანვარი]], [[1875]], [[თბილისი]], გ. [[1922]], იქვე) — [[თბილისი|თბილისელი]] მხატვარი, წარმოშობით [[სომხები|სომეხი]].
 
დაიბადა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. ძირითადად იყო თვითნასწავლი. მხატვარმა ბორის ფოგელმა ნიკოლოზ სკლიფოსოვსკის კერძო სამხატვრო სკოლაში ჩარიცხა 1910 წელს. თავს ირჩენდა ფედოსეევის (ახლანდ. ვ. სარაჯიშვილის) ქუჩაზე საწვრილმანო დუქანში ვაჭრობით. 1916 წელს მონაწილეობდა „დიდების ტაძარში“ (ახლანდ. [[ეროვნული გალერეა (თბილისი)|ეროვნული გალერეა]]) მოწყობილ მხატვართა გამოფენაში, შემდეგ — „სომეხ მხატვართა კავშირის“ გამოფენაზე თბილისში, [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] და სხვ. შექმნა ძველი თბილისის ყოფის ამსახველი სერიები: ყოჩების ჭიდილი, [[ყეენობა]], [[ყარაჩოხელი|ყარაჩოხელთა]] ქეიფი, კრივი, ქართული ჭიდაობა და სხვ. მისი ილუსტრაციები თან დაერთო [[იოსებ გრიშაშვილი|იოსებ გრიშაშვილის]] „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემის“ გამოცემას. ხოჯაბეგოვის ნამუშევრები დაცულია [[თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი|თბილისის ისტორიის მუზეუმსა]] და [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს ეროვნულ მუზეუმში]].

სანავიგაციო მენიუ