ვანო ხოჯაბეგოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ვანო ხოჯაბეგოვი''' (დ. 14 იანვარი, 1875, თბილისი, – გ. 1922) — თბი...
(განსხვავება არ არის)

17:56, 5 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ვანო ხოჯაბეგოვი (დ. 14 იანვარი, 1875, თბილისი, – გ. 1922) — თბილისელი მხატვარი, წარმოშობით სომეხი.

დაიბადა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. ძირითადად იყო თვითნასწავლი. მხატვარმა ბორის ფოგელმა ნიკოლოზ სკიფოსოვსკის კერძო სამხატვრო სკოლაში ჩარიცხა 1910 წელს. თავს ირჩენდა ფედოსეევის (ახლანდ. ვ. სარაჯიშვილის) ქუჩაზე საწვრილმანო დუქანში ვაჭრობით. 1916 წელს მონაწილეობდა „დიდების ტაძარში“ (ახლანდ. ეროვნული გალერეა) მოწყობილ მხატვართა გამოფენაში, შემდეგ — „სომეხ მხატვართა კავშირის“ გამოფენაზე თბილისში, კონსტანტინოპოლში და სხვ. შექმნა ძველი თბილისის ყოფის ამსახველი სერიები: ყოჩების ჭიდილი, ყეენობა, ყარაჩოხელთა ქეიფი, კრივი, ქართული ჭიდაობა და სხვ. მისი ილუსტრაციები თან დაერთო იოსებ გრიშაშვილის „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემის“ გამოცემას. ხოჯაბეგოვის ნამუშევრები დაცულია თბილისის ისტორიის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში