ხელოვნებათმცოდნეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ხელოვნებათმცოდნეობა''' — ფართომნიშვნელობით საზოგადოებრივ [[მეცნიერება|მეცნიერებათა]] კომპლექსი, რომელიც შეისწავლის [[ხელოვნება|ხელოვნებას]]–საზოგადოების [[მხატვრობა|მხატვრულ]] [[კულტურა|კულტურას]] მთლიანობაში და ხელოვნების ცალკეულ დარგებს. მათ სპეციფიკას, დამოკიდებულებას სინამდვილისადმი, მათ ადხილს საზოგადოებრივი ცნობიერების [[ისტორია|ისტორიაში]], მათ კავშირს სოციალურ ცხოვრებასთან და სხვა კულტურულ მოვლენებთან, მხატვრულ ნაწარმოებთა შინაარსისა და ფორმის კვლევის საკითხთა მთელ კომპლექსს. ხელოვნებთმცოდნეობა მოიცავს [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობას]], [[მუსიკათმცოდნეობა|მუსიკათმცოდნეობას]], [[თეატრმცოდნეობა|თეატრმცოდნეობას]] და [[კინომცოდნეობა|კინომცოდნეობას]]. იგი მოიცავს ხელოვნებათა თეორიას, ხელოვნების ისტორიას და მხატვრულ კრიტიკას. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] ხელოვნებათმცოდნეობა საბოლოოდ გაფორმდა მეცნიერებად.
 
== ხელოვნების ისტორია ==
სწავლობს ცალკეული ქვეყნისა თუ მხატვრის შემოქმედებით განვითარებას, ხელოვნების ფორმებისა და საშუალებების, მასში გამოხატული შინაარსის ცვალებადობას [[ისტორია|ისტორიის]] სხვადასხვა ეტაპზე; განსხვავებული პერიოდების ხელოვნურ ნიშან-თვისებებისა და თავივებურებებს.
 
== მხატვრული კრიტიკა ==
აანალიზებს [[თანამედროვე მხატვრობა|თანამედროვე მხატვრული]] ცხოვრების მოვლენებს, იაზრებს მათ მნისვნელობას, მხატვრულ ღირებულებებს. [[ხელოვნებათმცოდნეობა|ხელოვნებათმცოდნეობის]] ყველა დარგი ემყარება ხელოვნური ნაწარმოების ანალიზის მეთოდს, მისი ფორმისა თუ შინაარსის თავისებურებათა გამოსავლენას და შესაფასებას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი მასალის შეგროვებას და დამუშავებას – [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] თუ მიწისზედა ძეგლების შესწავლას, საარქივო და [[ლიტერატურა|ლიტერატურული]] მონაცემების ამოკრებას, ხელოვანთა მემკვიდრეობის სრული ნუსხების შედგენას, [[მუზეუმი|სამუზეუმო]] საქმის სრულყოფას და სხვა.
 
== ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებად ცამოყალიბება ==
ხელოვნებათმცოდნეობა მეცნიერებად [[XVIII საუკუნე|XVI]] - [[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ის ჩაისახა [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანაში]] [[ბერძენი]] და [[რომაელი]] [[მოაზროვნეები |მოაზროვნეების]] და [[მწერლები|მწერლების]] შემოქმედებაში. ხელოვნური ნაწარმოებების შეფასების მთავარ საზომად „ბუნების მიბაძვა“, მიმსგავსებულობა, ცხოვრების ილუზიის შექმნა მიაჩნდათ ([[პლატონი]], [[არისტოტელე]] და სხვა.).
 
== ხელოვნებათმცოდნეობის დარგები ==
3 607

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ