ჰელიუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎ისტორია: clean up, replaced: იმის შემდეგ რაც → მას შემდეგ, რაც using AWB)
ორი თვის შემდეგ, 20 ოქტომბერს, ინგლისელმა ასტრონომმა [[ნორმან ჯოზეფ ლოკერი|ნორმან ლოკერმა]], რომელმაც არ იცოდა ფრანგი კოლეგის შესახებ, დამოუკიდებლად გამოიკვლია მზის სპექტრი. როდესაც მან აღმოაჩინა უცნობი ყვითელი ხაზი, რომლის [[ტალღის სიგრძე]] იყო 588 ნმ (უფრო ზუსტად 587,56 ნმ), ის აღნიშნა D<sub>3</sub>, რადგანაც ის ძალიან ახლოს იყო [[ფრაუნგოფერის ხაზი|ფრაუნგოფერის ხაზებთან]] D<sub>1</sub> (589,59 ნმ) და D<sub>2</sub> (588,99 ნმ) ნატრიუმი. ორი წლის შემდეგ ლოკერმა, ინგლისელ ქიმიკოს [[ედვარდ ფრანკლანდი|ედვარდ ფრანკლანდთან]] თანამშრომლობით წამოაყენა წინადადება რათა ახალი ელემენტისათვის ეწოდებინათ «ჰელიუმი» ({{lang-grc|ἥλιος}} — «მზე»)<ref name="finkelstein1"/>.
 
საინტერესოა ის რომ, ჟანსენისა და ლოკერის წერილები საფრანგეთის აკადემიაში ერთ დღეს - 1868 წლის 24 ოქტომბერს მივიდა, მაგრამ ლოკერის წერილი, რომელიც ოთხი დღით გვიან იყო დაწერილი, მივიდა რამდენიმე საათით ადრე. მეორე დღეს აკადემიის სხდომაზე წაკითხულ იქნა ორივე წერილი. ახალი მეთოდის აღსანიშნავად საფრანგეთის აკადემიამ გადაწყვიტა მედლის მოჭრა. მედლის ერთ მხარეს გამოსახული იყო ჟანსენი და ლოკერი, მეორე მხარეს კი - მზის მითიურიმითური ღმერთი [[აპოლონი]], ოთხ ცხენიან ეტლში<ref name="finkelstein1"/>.
 
1881 წელს იტალიელმა [[ლუიჯი პალმიერი]]მ გამოაცხადა ჰელიუმის აღმოჩენის შესახებ ვულკანურ აირებში — ([[ფუმაროლები|ფუმაროლებში]]). ის იკვლევდა ღია ყვითელ ზეთოვან ნივთიერებას, რომელიც [[ვეზუვი]]ს ვულკანურ კრატერში აირების ნაკადებიდან ილექებოდა. ის ახურებდა ამ ვულკანურ პროდუქტს და იკვლევდა გამოყოფილი აირების სპექტრებს. მეცნიერებმა ეს განცხადება ეჭვით მიიღეს რადგან პალმიერიმ თავისი ცდა ბუნდოვნად აღწერა. მრავალი წლის შემდეგ ფუმაროლში მართლაც იპოვეს ჰელიუმისა და [[არგონი]]ს მცირე რაოდენობები<ref name="finkelstein1"/>.

სანავიგაციო მენიუ