სანშუ I: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(პორტრეტი→სურათი)
|ხელმოწერა =
}}
''' სანშუ I''' ([[პორტუგალიური ენა|პორ.]] Sancho I; დ. [[11 ნოემბერი]], [[1154]], [[კოიმბრა]], [[პორტუგალიის სამეფო]] — გ. [[26 მარტი]], [[1212]], [[კოიმბრა]], [[პორტუგალიის სამეფო]]) — [[პორტუგალიის სამეფო|პორტუგალიის]] მეფე [[ბურგუნდიული დინასტია (პორტუგალია)|ბურგუნდიელთა]] დინასტიიდან [[1185]]-[[1212]] წლებში. [[აფონსუ I (პორტუგალია)|აფონსუ I]] და [[მატილდა სავოიელი]]ს შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა [[პორტუგალიის მეფეების სია|პორტუგალიის მე-2 მეფე]]. მისი სამეფოს ცენტრი გახდა ქალაქი [[კოიმბრა]]. სანშუმ შეწყვიტა ომი მეზობლებთან [[გალისიის სამეფო|გალისიის]] საზაღვრო ტერიტორიების კონტროლისათვის. მთელი თავისი ყურადღება გადაიტანა სამხრეთით [[მავრები]]ს წინააღმდეგ საბრძოლველად. თავდაპირველად მან ბრძოლით მოახერხა გადაადგილება [[ალგარვი]]მდე და [[ალენტეჟუ]]მდე, მაგრამ [[1190]] წელს იძულებული იყო უკან დაეხია. ჯვაროსნების დახმარებით [[1191]] წელს მან აიღო [[სილვეში]] და ბრძანა აეგოთ [[სილვეშის ციხესიმაგრე]], რომელიც დღეს მნიშვნელოვანი ძეგლია პორტუგალიისა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.
 
მოულოდნელად მეფის ინტერესები ისევ ჩრდილოეთით წარიმართა, სადაც საფრთხე დაემუქრა პორტუგალიის ტერიტორიულ მთლიანობას [[ლეონის სამეფო|ლეონისა]] და [[კასტილიის სამეფო|კასტილიის]] სამეფოების მხრიდან. სილვეში კვლავ მავრებს დარჩათ.
 
[[კატეგორია:პორტუგალიის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 11 ნოემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1154]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 26 მარტი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1212]]

სანავიგაციო მენიუ