ამბავი იგორის ლაშქრობისა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''„ამბავი იგორის ლაშქრობისა“''' — [[კიევის რუსეთი]]ს პერიოდის ლიტერატურული ძეგლი. შეიქმნა [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] დასასრულს. ავტორი უცნობია. აღმოჩენილია [[1795]] წელს, პირველად გამოიცა [[1800]] წელს. ერთადერთი ნუსხა, რომელიც საფუძვლად დაედო გამოცემას, დაიწვა [[1812]] წლის [[მოსკოვი]]ს ხანძრის დროს. ძეგლი ხანგრძლივი და ყოველმხრივი ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევის საგნად იქცა. ჯერაც სადავოა ცალკეული ადგილების წაკითხვა, აგრეთვე კომპოზიციის, ჟანრის, ავტორის ვინაობის, ძეგლის წარმოშობის საკითხები. ნაწარმოების ისტორიული საფუძველია [[ნოვგოროდ-სევერსკის სამთავრო|ნოვგოროდ-სევერსკის]] მთავრის [[იგორ სვიატოსლავის ძე|იგორ სვიატოსლავის ძის]] ლაშქრობა [[ყივჩაყები]]ს წინააღმდეგ [[1185]] წელს.
 
ნაწარმოების დედააზრი რუსეთის სამთავროთა გაერთიანების იდეაა. [[კარლ მარქსი|კ. მარქსი]] სიტყვით, ძეგლი სწორედ [[მონღოლების იმპერია|მონღოლთა]] შემოსევის წინ მოუწოდებდა რუსეთის მთავრებს გაერთიანებისაკენ. პოემაში ასახულია იგორის ლაშქრობის ძირითადი მომენტები: მისი გალაშქრება, პირველი შეხვედრა ყივჩაყებთან და გამარჯვება, მეორე შეტაკება, მარცხი და იგორის დატყვევება. კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავის „ოქროს სიტყვა“, იგორის მეუღლის — იაროსლავნას გოდება, იგორის გაქცევა ტყვეობიდან და სამშობლოში დაბრუნება. „ამბის“ ძირითადი ნაწილია სვიატოსლავის მიმართვა მთავრებისადმი. ძეგლი გამსჭვალულია პატრიოტიზმით. აშკარაა, რომ მისი ავტორი შესანიშნავი ოსტატი და ღრმად მოაზროვნე პიროვნება იყო, კარგად იცნობდა მშობლიურ ისტორიას, ფოლკლორს და ფართო ლიტერატურული განათლება ჰქონდა. [[1938]] [[სსრკ|საბჭოთა]] ხალხმა აღნიშნა ძეგლის 750-ე წლისთავი. „ამბავი იგორის ლაშქრობისა“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. [[ქართული ენა|ქართულად]] სამჯერ ითარგმნა.
 
== გამოცემები ==

სანავიგაციო მენიუ