იბარაკის პრეფექტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(რობოტი დამატება: lv:Ibaraki prefektūra)
'''იბარაკი''', ([[იაპ.]] 茨城県), პრეფექტურა [[იაპონია]]ში, კ. [[ჰონსიუ]]ს აღმოსავლეთ სანაპიროზე. ფართობი 6.1 ათ. კმ<sup>2</sup>. მოსახლეობა 2,3 მლნ. კაცი (1975). აქედან დაახლოებით 45% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. [[მიტო]]. ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია. შედის [[კანტო]]ს ეკონიმიკური რაიონის შემადგენლობაში. დამუშავებულია დაახლოებით 235 ათ ჰა მიწა. მოჰყავთ ბრინჯი, ხორბალი, ქერი, თამბაქო. განვითარებულია მებოსტნეობა (კიტრი, პომიდორი) და მებაღობა (მსხალი და სხვა). მეცხოველეობით იბარაკი პირველ ადგილზეა იაპონიაში. მრეწველობის მთავარი დარგებია ელექტრომანქანათმშენებლობა, მეტალურგია (უმთავრესად შავი მეტალურგია), კვების მრეწველობა. დასახლებული პუნქტის [[ტოკაი]]ს მახლობლად არის იაპონიის ატომური კვლევისა და ატომური მრეწველობის ცენტრი. [[პიტატი]]ს რაიონში იღბენ პირიტსა და სპილენძს.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ქსე, ტ. 5, გვ. 67, თბ., 1980
[[კატეგორია:იაპონიის პრეფექტურები]]
 

სანავიგაციო მენიუ