პაულ პეეტერსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
{{ქსე|8|10|თურნავა ს.}} |
|||
* ''თურნავა ს.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 10, თბ., 1984 |
|||
{{DEFAULTSORT:პეეტერსი, პაულ}} |
{{DEFAULTSORT:პეეტერსი, პაულ}} |
||
[[კატეგორია:ბელგიელი ქართველოლოგები]] |
[[კატეგორია:ბელგიელი ქართველოლოგები]] |
||
[[კატეგორია:დაბადებული 20 სექტემბერი]] |
|||
[[კატეგორია:დაბადებული 1870]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1870]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 18 აგვისტო]] |
|||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1950]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1950]] |
უკანასკნელი რედაქცია 19:51, 16 სექტემბერი 2018-ის მდგომარეობით
პაულ პეეტერსი (დ. 20 სექტემბერი, 1870, ტურნე — გ. 18 აგვისტო, 1950, ბრიუსელი) — ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი. ფილოსოფიის დოქტორი (1894), ბოლანდისტთა საზოგადოების წევრი (1905). ამავე საზოგადოების პრეზიდენტი (1941), ბელგიის სამეფო აკადემიის წევრი (1933), საფრანგეთის კოლეჟის საპატიო პროფესორი (1943), საფრანგეთის მხატვრული ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი (1945), სტრასბურისა და ლევენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი (1946, 1947).
პაულ პეეტერსმა დიდი ამაგი დასდო ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების კვლევისა და გამოცემის საქმეს. მას ეკუთვნის 160-მდე სამეცნიერო გამოკვლევა, მათ შორის „ქართულ ხელნაწერთა ისტორია“ (1942), „ძიებანი აღმოსავლური ფილოლოგიის ისტორიიდან“ ორტომად (1951), „დიონისე არეოპაგელის ავტობიოგრაფიის ქართული თარგმანი“ (1912), „წმინდა ილარიონ იბერიელი“ (1914), „ქართული მონასტრების ისტორია“ (1917-1919), „დიონისე არეოპაგელის ავტოიოგრაფიის იბერიულ-სომხური ვერსია“ (1921), „ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში ჰაგიოგრაფიული წყაროების მიხედვით“ (1923), „თორნიკე ბერის ქართული მინაწერი“ (1932), „წმინდა შუშანიკი — ქართველებისა და სომხების მარტვილი“ (ქართული და სომხური ტექსტების ლათინური თარგმანითურთ, 1935), „ხაზარები აბო თბილელის მარტვილობაში“ (1934) და სხვა. ავტორია რეცენზიებისა ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის და სხვათა გამოკვლევების შესახებ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თურნავა ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 10.