დიმიტრის ქრისტოფიასი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: თავჯდომარ → თავმჯდომარ (3) using AWB
ხაზი 72: ხაზი 72:
[[კატეგორია:კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეები]]
[[კატეგორია:კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1946]]
[[კატეგორია:დაბადებული 1946]]
[[კატეგორია:დაბადებული 25 აგვისტო]]

06:13, 24 აგვისტო 2018-ის ვერსია

დიმიტრის ქრისტოფიასი
დიმიტრის ქრისტოფიასი
კვიპროსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 თებერვალი, 2008 – 28 თებერვალი, 2013
წინამორბედიტასოს პაპადოპულოსი
მემკვიდრენიკოს ანასტასიადისი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2001 – 28 თებერვალი, 2008
წინამორბედისპიროს კიპრიანუ
მემკვიდრემარიოს გაროიანი

დაბადებული25 აგვისტო, 1946
დიკომო, კვიპროსი

დიმიტრის ქრისტოფიასი (ბერძ. Δημήτρης Χριστόφιας; დ.25 აგვისტო, 1946) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 2008-2013 წლებში.

ბიოგრაფია

დაიბადა 1946 წელს სოფელ დიკომოში, რომელიც კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. 1964 წლიდან მშრომელი ხალხის პროგრესული პარტიის წევრია. 1969-1974 წლებში სწავლობდა მოსკოვში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ისტორიაში. 1988 წლიდან მშრომელი ხალხის პროგრესული პარტიის ლიდერია. 2001 წლის 7 ივნისიდან კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეა, 2006 წელს მეორედ აირჩიეს ამ თანამდებობაზე. 2008 წლის 24 თებერვალს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. მეორე დღეს მან ნიქოზიაში პირობა დადო, რომ გააერთიანებდა კვიპროსს. ინაუგურაციაზე მან განაცხადა, რომ კვიპროსის მთავრობის უმთავრესი პრობლემა ქვეყნის გაერთიანებაზე ზრუნვაა. აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერ მეჰმედ ალი თალათისთან.

2012 წელს განაცხადა, რომ არ აპირებდა მეორე ვადით ქვეყნის სათავეში ყოფნას. 2014 წლის ოქტომბერში მოსკოვში შეხვდა თვითგამოცხადებული ყირიმის პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვს და მხარი დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას[1].

თავისუფლად ლაპარაკობს რუსულ ენაზე, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო