გერი ოლდმენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 59: ხაზი 59:
{{სქოლიოს სია}}
{{სქოლიოს სია}}


{{ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}



10:18, 2 აგვისტო 2018-ის ვერსია

გერი ოლდმენი
დაბადების სახელი გერი ლეონარდ ოლდმენი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1958 (1958-03-21) (66 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მუსიკოსი
აქტიური 1978 – დღემდე
მეუღლე(ები) ლესლი მენვილი (1987–1990)
უმა თურმანი (1990–1992)
დონია ფიორენტინო (1997–2001)
ალექსანდრა ედენბორო (2008–დღემდე)
BAFTA საუკეთესო ორიგინალური სცენარი
არ ჩაყლაპო (1997)

გერი ლეონარდ ოლდმენი (ინგლ. Gary Oldman დ. 21 მარტი, 1958) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მუსიკოსი, ცნობილი თავისი უარყოფითი როლებით პოპულარულ ფილმებში.[1] მას ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა სიდი და ნენსი, დაცქვიტე ყურები, ჯფკ, დრაკულა, ნამდვილი სიყვარული, ლეონი, მეხუთე ელემენტი, პრეტენდენტი, ჰარი პოტერის ფილმების სერია, კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგია და თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში, ისევე როგორც სატელევიზიო სერიალებში მეგობრები და დაცემული ანგელოზები.

ბიოგრაფია

ოლდმენი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა 1980-იანი წლებში, როდესაც თავისი როლებისთვის კინოკრიტიკოსმა, როჯერ ებერტმა[2] მას „საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი“ უწოდა.[3] მაღალბიუჯეტიან ჰულივუდურ ფილმებში მთავარი და მეორეხარისხოვან როლებთან ერთად, მას ასევე უთამაშია დამოუკიდებელ ფილმებსა და სატელევიზიო შოუები. 1997 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი, როდესაც გადაიღო და დაწერა არ ჩაყლაპო, ფილმი რომელიც გარკვეულწილად მისვე ბავშვობაზე იყო დაფუძნებული.[4] ის ასევე იყო ამ და კიდევ რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.

სხვა ჯილდოებთან ერთად, ოლდმენს მიღებული აქვს ნომინაციები ემის, კინომსახიობთა გილდიის და ბაფტას დაჯილდოებებზე. მას ხშირად უწოდებენ ერთ–ერთ საუკეთესო მსახიობს, რომელიც ოსკარზე არასდროის ყოფილა ნომინირებული[5][6][7] მისი წვლილისთვის სამეცნიერო ფანტასტიკაში, მან მიიღო სატურნის ჯილდო. 1997 წელს მიიღო ბაფტას ორი ჯილდო ფილმისთვის „არ ჩაყლაპო“, რომელიც ასევე შევიდა კანის კინოფესტივალზე საკონკურსო ფილმთა ნუსხაში. 2011 წელს, ჟურნალმა Empire ის დაასახელა „კინოს სიმბოლოდ“, შეტანილი წვლილისთვის კინემატოგრაფიაში.[8]

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 ჯფკ JFK ლი ჰარვი ოსვალდი
1992 ბრემ სტოკერის დრაკულა Bram Stoker's Dracula გრაფი დრაკულა
1994 ლეონი: პროფესიონალი Léon: The Professional ნორმან სტენსფილდი
1997 მეხუთე ელემენტი The Fifth Element ჟან-ბაპტისტ ემანუელ ზორგი
2001 ჰანიბალი Hannibal მასონ ვერგერი
2001 მეგობრები Friends რიჩარდი
2004 ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე Harry Potter and the Prisoner of Azkaban სირიუს ბლეკი
2005 ბეტმენი: დასაწყისი Batman Begins ჯეიმზ გორდონი
2004 ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი Harry Potter and the Order of the Phoenix სირიუს ბლეკი
2008 ბნელი რაინდი The Dark Knight ჯეიმზ გორდონი
2011 თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში Tinker Tailor Soldier Spy ჯორჯ სმაილი
2012 ბნელი რაინდი: აღზევება The Dark Knight Rises ჯეიმზ გორდონი
2012 უკანონო Lawless ფლოიდ ბანერი
2013 პარანოია Paranoia ნიკოლას ვაიატი
2014 რობოტი-პოლიციელი RoboCop დოქტორი დენეტ ნორტონი

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Gary Oldman All Movie Guide biography. Allmovie.com (21 March 1958). ციტირების თარიღი: 23 March 2010.
  2. Riper, Tom Van. (24 September 2007) The Top Pundits in America. Forbes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 July 2012. ციტირების თარიღი: 9 December 2008.
  3. Roger Ebert (8 May 1987). „Prick Up Your Ears“. Chicago Sun-Times. ციტირების თარიღი: 21 May 2009.
  4. Nil by Mouth (1997) – News
  5. Singer, Leigh. "Oscars: the best actors never to have been nominated". The Guardian. 19 February 2009. Retrieved 11 January 2010.
  6. Larnick, Eric. "Actors Who've Never Been Nominated for Oscars". Moviefone. 24 February 2011. Retrieved 18 March 2011.
  7. Fulton, Rick. "Gary Oldman: My career has been good but my kids are my biggest accomplishment". Daily Record. 18 March 2011. Retrieved 18 March 2011.
  8. Masters, Tim. Empire awards: Gary Oldman named film icon. BBC News. 27 March 2011. Retrieved 17 May 2011.