ვახტანგ შამილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
დაემატა კატეგორია:ისტორიკოსები გაჯეტ HotCat-ით
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „შამილაძე“ გადაიტანა გვერდზე „ვახტანგ შამილაძე“
(განსხვავება არ არის)

07:15, 4 ივლისი 2018-ის ვერსია

შამილაძე — ვახტანგ მამაიას ძე (დ. 1935 წელს), ეთნოლოგი და კულტურის ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1986) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1986). 1959-1983 მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს-დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1984 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგეა, შეთავსებით მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ავტორია 7 მონოგრაფიისა და მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც განიხილავს ქართველი ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი ზოგადთეორიულ ასპექტებს, ეთნოგრაფიულ მეთოდიკასა და მეთოდოლოგიურ საკითხებს. 1993 წლიდან აშშ-ში კავკასიურ კულტურათა შემსწავლელი საზოგადოების წევრია, 1977 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია თბ., 2002, გვ. 918