მიხეილ ლომონოსოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
[[1751]]-დან ლომონოსოვმა დაიწყო რუსეთის ისტორიის სისტემატური შესწავლა, მან შეადგინა ძვ. რუსეთის ისტორია [[1054]]-მდე. აკრიტიკებდა ნორმალურ თეორიას და სხვ.
 
ლომონოსოვი რუსული ლიტერატურის რეფორმატორი იყო. [[1739|1739 წელს]] მან გერმანიიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას გამოუგზავნა „წერილი რუსული მოლექსეობის შესახებ″, რომელშიც რუსული სილაბურ-ტონური ლექსთწყობის თეორია ჩამოაყალიბა. ამ თეორიის პოეტური გამოხატულება იყო ლომონოსოვის პატრიოტული ოდა „ხოტინის აღებაზე″ ([[1739]], გამოქვეყნდა ''1751''). საპროგრამო ლექსში „გაბაასება ანაკრეონთან″ (50-60-იანი წწ. მიჯნა) ლომონოსოვმა უარყო სატრფიალო ლირიკა და პოეზიას მაღალი მოქალაქეობრივი მისია დააკისრა, რომელსაც დღესასწაულებისათვის წერდა. მათ უმეტეს ნაწილს სახოტბო ელფერი ჰქონდა, რადგან ისინი დედოფალ ელისაბედ პეტრეს ასულის ტახტზე ასვლის გამო იყო შეთხზული, სინამდვილეში კი ისინი სამშობლოს ბედ-იღბალზე ღრმად ჩაფიქრებული პოეტის განცდებს ასახავდნენ. ლომონოსოვის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია დაუმთავრებელი პოემა „პეტრე დიდი″ ([[1760]]), ტრაგედიები: „ტამირა და სელიმი″ ([[1750]]), „დემოფონტი″ ([[1752]]), ასამდე [[ლექსი]], [[ოდა|ოდები]], სახოტბო სიტყვები და სხვ.
 
ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა [[რუსეთი|რუსეთში]] მეტალურგიის წარმოების განვითარებას. იგი არაერთხელ უსვამდა ხაზს ჩრდილოეთ საზღვაო გზის ათვისების მნიშვნელობას რუსეთის პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრების წინსვლაში. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე რუსეთის მოსახლეობის კვლავწარმოების საკითხებს.

სანავიგაციო მენიუ