კოტეხი (ღვინო): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:


მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კოტეხი“ მდებარეობს მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41045' და აღმოსავლეთ გრძედის 45048' კოორდინატებზე. მიკ­რო­­ზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და [[ალაზნის ვაკე]]ს ზღვის დონიდან 250-700 მ-ის ფარგლებში.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კოტეხი“ მდებარეობს მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41045' და აღმოსავლეთ გრძედის 45048' კოორდინატებზე. მიკ­რო­­ზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და [[ალაზნის ვაკე]]ს ზღვის დონიდან 250-700 მ-ის ფარგლებში.

==რესურსები ინტერნეტში==
* [http://georgianwine.gov.ge/Ge/Wine/20 ღვინის ეროვნული სააგენტო]

{{ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები საქართველოში}}

[[კატეგორია:ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები საქართველოში]]

17:46, 27 მაისი 2018-ის ვერსია

კოტეხიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი ღვინო.

„კოტეხის“ თეთრი ღვინო მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან ტკბილის სრული დადუღებით, ხოლო წითელი — საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.

თეთრი „კოტეხი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი.

წითელი „კოტეხი“ ხასიათდება წითელი ფერით, ჯიშური არომატით, ნაზი, ხავერდოვანი გემოთი.

თეთრი „კოტეხის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არა უმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არა უმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 16 გ/დმ³.

წითელი „კოტეხის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არა უმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა – 5,0-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არა უმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 20 გ/დმ³.

„კოტეხის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 14 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კოტეხი“ მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41045' და აღმოსავლეთ გრძედის 45048' კოორდინატებზე. მიკ­რო­­ზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და ალაზნის ვაკეს ზღვის დონიდან 250-700 მ-ის ფარგლებში.

რესურსები ინტერნეტში