ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26: ხაზი 26:
| ფასადის_მიმართულება =
| ფასადის_მიმართულება =
| ნოვატორული =
| ნოვატორული =
| თარიღდება =[[VI საუკუნე|VI საუკუნის]] შუა ხანები
| თარიღდება =[[VI საუკუნე|VI საუკუნის]] შუა ხანები, 1871
| მშენებლობის_ფასი =
| მშენებლობის_ფასი =
| დეტალები =დიახ
| დეტალები =დიახ

06:17, 28 აპრილი 2018-ის ვერსია

ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია
ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია — საქართველო
ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°04′57″ ჩ. გ. 43°54′09″ ა. გ. / 42.082611° ჩ. გ. 43.902611° ა. გ. / 42.082611; 43.902611
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VI საუკუნის შუა ხანები, 1871
დეტალები

ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის დასავლეთით, მდინარე ჭერათხევის ხეობაში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.

ულუმბის მონასტერი ერთ-ერთ ასურელ მამათაგანს მიქაელ ულუმბოელს დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). XIV საუკუნეში ულუმბის მონასტერი თემურლენგის ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. XVIII საუკუნის I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. XIX საუკუნეში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.

ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, აფსიდში, და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრბზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა. აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე...“

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 147-149