რქაწითელი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სურათი:Rka-tziteli.jpg|მინი|რქაწითელის ჯიშის ყურძენი]]
'''რქაწითელი''' — ქართული თეთრყურძნიანი ტექნიკური [[ვაზი]]ს ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, [[ხორნაბუჯი]]ს ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.
 
მისი ჩამოყალიბების კერად ყვარელი-ენისელისა და ლაგოდეხის მხარეს მიიჩნევენ. ივ. ჯავახიშვილს რქაწითლის წარმოშობის თარიღად ჩვ. წ. I საუკუნეები აქვს ნავარაუდევი, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი გაცილებით უფრო გვიან პერიოდს ვარაუდობს. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან - ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება მაღალხარისხიანი კლასიკური (ევროპული) და კახური ტრადიციული (ქვევრის) ღვინოები. როგორც სუფრის, ასევე მხარისა და ადგილწარმოშობის. ხშირად გამოიყენება მწვანე კახურთან ერთად. რქაწითელის ყურძენი აგრეთვე გამოიყენება სასუფრედაც.
[[სურათი:Rkatsiteli.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|რქაწითელი]]
 
 
რქაწითელი საქართველოში , ფართოთ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას [[კახეთი|კახეთში]] უკავია. შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ.
 
 
==იხილეთ აგრეთვე==

სანავიგაციო მენიუ