არსენ ვენგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45: ხაზი 45:
|გაწვრთნის წელი3 = 1995–1996
|გაწვრთნის წელი3 = 1995–1996
|გაწვრთნილი კლუბი3 = [[ნაგოია გრამპუსი]]
|გაწვრთნილი კლუბი3 = [[ნაგოია გრამპუსი]]
|გაწვრთნის წელი4 = 1996–
|გაწვრთნის წელი4 = 1996–2018
|გაწვრთნილი კლუბი4 = [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|არსენალი]]
|გაწვრთნილი კლუბი4 = [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|არსენალი]]
|კლუბი-განახლება =
|კლუბი-განახლება =

14:06, 20 აპრილი 2018-ის ვერსია

არსენ ვენგერი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
22 ოქტომბერი, 1949 (1949-10-22) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
სტრასბური, საფრანგეთი
სიმაღლე 1.91
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
არსენალი (მთავარი მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1963–1969 დუტენჰაიმი
1969–1973 მუტციგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1969–1973 მუტციგი
1973–1975 მიულუზი 56 (4)
1975–1978 პიერო ვობანი
1978–1981 სტრასბური 11 (0)
სულ 67 (4)
სამწვრთნელო კარიერა
1984–1987 ნანსი
1987–1994 მონაკო
1995–1996 ნაგოია გრამპუსი
1996–2018 არსენალი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არსენ ვენგერი (ფრანგ. Arsène Wenger; დ. 22 ოქტომბერი, 1949) — ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამჟამად თავკაცობს ლონდონის „არსენალს“. გუნდს ის 1996 წლიდან ხელმძღვანელობს, რაც სარეკორდოა „არსენალის“ ისტორიაში.

არსენ ვენგერს მიაწერენ ინგლისურ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებების განხორციელებას გვიან 1990-იან წლებში. 2006 წელს ვენგერის ხელმძღვანელობით „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის „რეალის“ დამარცხების შემდეგ, თუმცა საფრანგეთში გამართულ ფინალში მეთოფეებმა ასევე ესპანურ „ბარსელონასთან“ ანგარიშით 1-2 დათმეს .2003-04 წლების სეზონში ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ-ლიგა მოიგო დაუმარცხებლად, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. წაუგებელი სერია შემდგომაც გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ „ოლდ ტრაფორდზე“ „მაჩესტერ იუნაიტედმა“ შეწყვიტა, და მან 49 თამაში შეადგინა. 2017 წელს ვენგერმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, შედეგად გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი.

ვენგერის დროს „არსენალში“ ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი, ტონი ადამსი, პატრიკ ვიერა, მარკ ოვერმარსი, ფრანსესკ ფაბრეგასი, რობინ ვან პერსი და ალექსის სანჩესი.


რესურსები ინტერნეტში