ივანე კრილოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: vi:Ivan Andreyevich Krylov
რობოტი დამატება: sk:Ivan Andrejevič Krylov
ხაზი 32: ხაზი 32:
[[ro:Ivan Andreevici Krîlov]]
[[ro:Ivan Andreevici Krîlov]]
[[ru:Крылов, Иван Андреевич]]
[[ru:Крылов, Иван Андреевич]]
[[sk:Ivan Andrejevič Krylov]]
[[uk:Крилов Іван Андрійович]]
[[uk:Крилов Іван Андрійович]]
[[vi:Ivan Andreyevich Krylov]]
[[vi:Ivan Andreyevich Krylov]]

17:55, 21 ნოემბერი 2007-ის ვერსია

ივანე ანდრიას ძე კრილოვი (* 2 თებერვალი/13 თებერვალი, 1769 (სხვა მონაცემებით - 1768), მოსკოვი ― † 9 ნოემბერი/21 ნოემბერი, 1844, პეტერბურგი), რუსი იგავთმწერალი.

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი ოფიცრის ოჯახში. 1782-იდან პეტერბურგში დასახლდა, მუშაობდა წვრილ მოხელედ. მისი პირველი ნაწარმოები - კომიკური ოპერა "მარჩიელი ქალი" (1782), მომდევნო რამდენიმე ტრაგედია და კომედია გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით. 1789-იდან სცემდა სატირულ ჟურნალს "პოჩტა დუხოვ", რომელიც მთავრობამ აკრძალა. იგივე ბედი ეწია 1792 დაარსებულ ჟურნალ "ზრიტელს". კრილოვი იძულებული გახდა პეტერბურგიდან წასულიყო.

ფაილი:Briullov81.JPG
კრილოვი, ივანე

პირველი იგავ-არაკები კრილოვმა 1806 მოსკოვში გამოაქვეყნა. ამავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში. 1807 შექმნა სატირული კომედიები "გაკვეთილი ქალიშვილებს" და "მოდების დუქანი". 1809 გამოვიდა კრილოვის იგავ-არაკების კრებული; სულ 9 კრებული - 200-მდე იგავი გამოსცა. კრილოვის იგავები რეალისტური, ჭეშმარიტად ხალხური შემოქმედების ნიმუშებია, რომლებშიც იშვიათი მხატვრული ძალით, ღრმა ფსიქოლოგიური სიმართლითა და სისადავით აისახა რუსი ხალხის ყოფა და ხასიათი, მისი შეხედულებები და მისწრაფებანი. კრილოვი ქადაგებდა ჰუმანურ იდეებს, ზნეობრივ სისპეტაკეს; დასცინოდა მლიქვნელობას, სიცრუეს, უმადურობასა და სხვ. მანკიერებებს ("გუგული და მამალი", "ბუზი და მგზავრი", "ღორი მუხის ქვეშ"). დიდად აფასებდა შრომის როლს საზოგადოების განვითარებაში, ებრძოდა უსაქმურობასა და პარაზიტიზმს ("ჭრიჭინა და ჭიანჭველა", "ფუტკარი და ბუზი", "ობობა და ფუტკარი"); ქებათა ქებას ასხამდა მომავლის საკეთილდღეოდ გამიზნულ უანგარო შრომას ("მოხუცი და სამი ახალგაზრდა"). სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისადმი მიძღვნილ იგავ-არაკებში კრილოვიამხელებდა უქნარა თავად-აზნაურებს უპირისპირებდა მათ მშრომელი გლეხობას ("ფოთლები და ფესვები", "ბატები"), ააშკარავებდა მეფის მოხელეთა თვითნებობასა და ანგარებას ("ნადირთა ჭირი", "კვარტეტი", "გლეხი და ცხვარი"). კრილოვის უღრმესი პატრიოტიზმი გამოვლინდა 1812 სამამულო ომის წლებში შექმნილ იგავებში ("კატა და მზარეული", "მგელი საძაღლეში", "აღალი", "ყვავი და ქათამი").

კრილოვი დიდად პოპულარული იყო არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. 1832-1833 გ. ორბელიანმა თარგმნა კრილოვის 3 იგავი. 1852-იდან მისი იგავების თარგმანები გვხვდება ჟურნალ "ცისკარში". ცალკე წიგნად პირველად1876 გამოიცა (მთარგმნელი მ. ბებუთაშვილი), მეორედ - 1878 (მთარგმნელი რ. ერისთავი). 1862-1906 ა. წერეთელმა ბრწყინვალედ თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის 152 იგავი, რომლებიც მრავალჯერ გამოქვეყნდა ცალკე წიგნად. კრილოვს თარგმნიდნენ ი. გრიშაშვილი, კ. ჭიჭინაძე, ა. აბაშელი, გ. ცეცხლაძე, დ. გაჩეჩილაძე, ვ. გორგაძე და სხვები.