ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოსები]]
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1873]]
[[კატეგორია:დაბადებული 1873]]

[[en:Patriarch Christophorus III of Georgia]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1932]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1932]]

11:13, 21 ნოემბერი 2007-ის ვერსია

საკუთარ სახელს "ქრისტეფორე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ქრისტეფორე

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი) (* 27 მარტი, 1873, სოფ. ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი ― † 10 იანვარი, 1932, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927-1932 წლებში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1895). 1895-1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898-1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904-1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905-1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918-1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენის შესახებ. იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი (1921); ეპისკოპოსი (1922-იდან); აფხაზეთის მიტროპოლიტი (1925-1927). გამოქვეყნებული აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.