ნიკორწმინდის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
საბა ბრეგვაძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 93.177.172.220-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 84: ხაზი 84:
[[2007]] წლის [[24 ოქტომბერი|24 ოქტომბრიდან]] ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] საცდელ სიაში.<ref>http://whc.unesco.org/en/tentativelists/5229/</ref>
[[2007]] წლის [[24 ოქტომბერი|24 ოქტომბრიდან]] ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] საცდელ სიაში.<ref>http://whc.unesco.org/en/tentativelists/5229/</ref>


[[2012]] წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, [[ჯავახაძეები]] და [[წულუკიძეები]].<ref>ნინო ჯაფარიძე, [http://www.kvirispalitra.ge/history/12571-saqarthvelos-ucnobi-freskebi.html საქართველოს უცნობი ფრესკები]. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი «ისტორიანი»/გაზეთი «კვირის პალიტრა». 04-06-2012.</ref>
[[2012]] წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, [[ჯავახაძეები]] და [[წულუკიძეები]].<ref>ნინო ჯაფარიძე, [http://www.kvirispalitra.ge/history/12571-saqarthvelos-ucnobi-freskebi.html საქართველოს უცნობი ფრესკები]. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი «ისტორიანი»/გაზეთი «კვირის პალიტრა». 04-06-2012.</ref>


== გალერეა ==
== ქებათა ქება ნიკორწმინდას ==
მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით, ქარგით დამქარგავი ნაზი შუქურთმებით, ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა! რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია - დარობს რამდი დარი. კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა, სიბრძნით გამოჰკვეთა მძლავრი ნიკორწმინდა. აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება. ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი - ნიკორწმინდა! ვგრძნობ, ვით დიადია თორმეტი სარკმელი, ხაზებში ანთია ცეცხლი მისარქმელი: ნეტა ვინ აანთო, რომ გრძნობით აანთო და წლებს გადაანდო ნათლად ნიკორწმინდა! ხვეულთ დიადება ვხედავ - რა უხვია, დრომ მას დიადემა კრძალვით შეუხვია. ნეტა ვინ მოჰქარგა, და როცა მოჰქარგა, შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა გზნება - ნიკორწმინდა! მკვეთრი და მოქნილი ხაზთა დასრულება არის ამოდქმნილი ნატვრის ასრულება. ეს ის სიმკვეთრეა, ეს ის სიმდიდრეა, რაითაც მკვიდრია ძეგლი - ნიკორწმინდა! შენის სულმნათისად ასვლა ეროვანი: ყელი გუმბათისა მაღალღეროვანი, ცამდის აღერილი, ნებით აღერილი, სათნოდ აღერილი, გშვენის, ნიკორწმინდა! მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით, თვალი გართულია ფრთიან ფასკუნჯებით: ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გვინდა, გინდა დაეუფლო სივრცეს ნიკორწმინდა! შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი. მძლავრი ხელოვნება, ხალხის ხელოვნება - ბრწყინავს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! გალაკტიონ ტაბიძე1947

=== გალერეა ===
<gallery>
<gallery>
ფაილი:Nikortsminda South.jpg
ფაილი:Nikortsminda South.jpg

11:01, 6 მარტი 2018-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკორწმინდა.
ნიკორწმინდა
ნიკორწმინდის ტაძარი — საქართველო
ნიკორწმინდის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ნიკორწმინდის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1010-1014 წ.

ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.

ისტორია

ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.

ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს. ამ ფაქტის დამადასტურებელია 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისათვის ბოძებული სიგელი:

ვიკიციტატა
„ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა... და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ.“

აქედან მოყოლებული, ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება.

ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა. XVIII საუკუნეში ტაძარი დაუთვალიერებიათ რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს: „გავემგზავრეთ ალექსანდრე მეფის რაჭაში... ეკლესია ქვისაა, დიდი, საქმედ საკვირველი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე... ეკლესიის ახლოს არის ქვის გალავანი ორი კარით. იმავე ეკლესიაში დასაფლავებული არიან მეფის მახლობელი ნათესავები... აკლდამები გამართულია ეკლესიის კედლებში“. ელჩების ჩანაწერებში მოხსენიებულია ეკლესიის გალავანი, რომელიც დღესდღეობით მორღვეულია, მხოლოდ მისი ნაშთებია შემორჩენილი. ხოლო რაც შეეხება მეფის ახლობელთა აკლდამებს, ისინი ძეგლის განახლებისას გადაუფარავთ.

არქიტექტურა

ეკლესია ფორმით ცენტრალურ-გუმბათოვანია. ტაძრის ექსტერიერი რთულია და ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები, რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია ფერისცვალების სცენა, ხოლო სამხრეთ ფრონტონზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები, რომლებიც შინაარსობრივად ატარებს უფლის ძლევამოსილების იდეას. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება. ტაძრის ეზოში აღმართულია სამსართულიანი სამრეკლო რომელიც XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.

მხატვრობა

ტაძარში არსებული რთული მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება და გამოკვეთილია მხატვრობის ორი ფენა. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტები, რომელთაც თან ახლავს წარწერები. ვარკვევთ, რომ ნიკორწმინდა გვიანშუასაუკუნეებში ადგილობრივი თავადების, წულუკიძეთა საძვალეს წარმოადგენდა. ბარელიეფის ოვალურ მხარეს მოთავსებულია ლამაზად ამოკვეთილი წარწერა, რომლის ავტორიც ლოცავს გაერთიანებული საქართველოს მეფეს ბაგრატ III-სა და მის მემკვიდრეს: ,,ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შენსა და მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა.წარწერა ადასტურებს ტაძრის აგების თარიღს, კერძოდ, ბაგრატ მეფემ რანი დაახლოებით 1010-1014 წლებში აიღო და სწორედ ამ პერიოდშია ნიკორწმინდა აგებული.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე, სარკმლის მარჯვნივ, მოხსენიებულია ტაძრის მოძღვარი გიორგი: „წმიდაო ნიკოლოზ, შეიწყალე გიორგი მოძღუარი ამის წმიდისაი ეკლესიისაი“. XI-XIII საუკუნეებში ნიკორწმინდა რაჭის ერისთავ კახაბერიძეთა საგვარეულო მონასტერს წარმოადგენდა, რაც დასტურდება ტაძარში არსებული რამდენიმე წარწერით: „მე კახაბერ... ძემან... ერისთავთერისთავისა რატისმან მოვჭედე ხატი ესე ჯუარცუმისაი... სადღეგრძელებლად ძისა ჩემისა ერისთავთ ერისთავისა, რაჭის ერისთავის რატისად“.

XIII საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს მეფემ, დავით VI ნარინმა ღალატის ბრალდებით კახაბერიძეთა დინასტია ამოწყვიტა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ნიკორწმინდამ დაკარგა მფარველი და იგი საგრძნობლად დასუსტდა. XVI საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ გამოიჩინა მზრუნველობა და განაახლა ტაძარი.

ხატწერისა და მხატვრობის მეორე ფენა ეკუთვნის XVII საუკუნეს. როგორც სურათებიდან ვასკვნით, იგი მოხატული უნდა იყოს წულუკიძეთა ფეოდალური გვარის მიერ ამავე საუკუნის მეორე ნახევარში.

საინტერესო ფაქტები

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]

2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.[2]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

სქოლიო

  1. http://whc.unesco.org/en/tentativelists/5229/
  2. ნინო ჯაფარიძე, საქართველოს უცნობი ფრესკები. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი «ისტორიანი»/გაზეთი «კვირის პალიტრა». 04-06-2012.