ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
== სამოქალაქო ომი ==
 
იაპონისთან ომის დამთავრების შემდეგ, გაჩაღდა უმწვავესი ბრძოლა კომუნისტებსა და გომინდანს შორის იაპონიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაკავებლად. ერთდროულად ჩან კაი-შიმ და ჩკპ(ჩინეთის კომუნისტური პარტია)-ის ძალების სარდალმა გასცეს ბრძანება ტერიტორიების დაკავების შესახებ. უმთავრესი იყო მანჯურიის დაკავება, რომელსაც თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ბუნებრივი სიმდიდრით, დიდი სამხედრო და სამრეწველო პოტენციალით, გადამწყვეტი სატრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ახლა აქ საბჭოთა ჯარები იდგა და საბჭოთა ადმინისტრაცია მოქმედებდა, რომელმაც ხელისუფლეა ჩკპ-ს ჩააბარა. [[სტალინი]]ს მოსაზრება არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური, ის ვარაუდობდა, რომ თუ მანჯურია გომინდანის ხელში აღმოჩნდებოდა, მაშინ ადრე თუ გვიან აქ მოვიდოდა აშშ თავისი ღია კარის პოლიტიკით და უფრო სუსტი საბჭოთა ეკონომიკა ამ რეგიონიდან განიდევნებოდა. საშიში იყო ასევე აშშ-ს სახედროსამხედრო ბაზების განლაგებაც. ამიტომაც საბჭოთა ადმინისტრაციამ არ დაუშვა პორტ-არტურისა და დალნიშის სამთავრობო ჯარები, ჩაუკეტა მათ რკინიგზა, არ შეაქმნევინა გომინდანს ადგილობრივი მისახლეობისგან პოლიციური და სამხედრო ნაწილები. მანჯურია შეუფერხებლად დაიკავეს ჩკპ-ს ნაწილებმა. ძიან ძინ-გოს დიპლომატიურმა მისიამ სტალინთან ვერაფერი გააწყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩან კაი ში სტალინს სთავაზობდა თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების საუკეთესო პირობებს.
 
1946 წლის 10 იანვარს გომინდანი და ჩკპ შეთანხმდნენ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, სამოქალაქო ომი ახალი ძალით გაჩაღდა. 1946 წლის ივნისში ჩანმა დაიწყო საერთო შეტევა კომუნისტების წინააღმდეგ, ამავე დროს 1946 წლის დეკემბერში ეროვნულმა კრებამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლითაც გარანტირებული იყო მთელი რიგი დემოკრატიული თავისუფლებანი.
კორეის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა ტრუმენმა გასცა ბრძანება მეშვიდე ფლოტის ტაივანის სრუტეში გაგზავნისა და ტაივანის გარეშე აგრესიისგან დაცვის შესახებ. 1954 წლის 2 დეკემბერს აშშ-ს მთავრობამ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარა გამინდანის ხელისუფლებასთან და დადო მასთან ე, წ. ურთიერთუშიშროების ხელშეკრულება, რომლის თანახმად აიღო ვალდებულება დაიცვას ტაივანი და სხვა კუნძულები, რომლებზეც ჩრ-ის იურისდიქცია ვრცელება.
 
ჩან კაი-შიც საშუალება მიეცა შედარებით მშვიდობიან პირობებში გაეგრძელებინა ჩინეთის რესპუბლიკის აღმშენებლობა. სახელმწიფო მმართველობის ერთპარტიული სისტემით მიღწეულ იქნა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა, შემდგომში კარგად გამოიყენა ამერიკის დახმარება, უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებისათვის, ჩაატარა აგრარული რეფორმა, დაიწყო სუნ იატსენის სამი სახალხო პრინციპის განხორციელება და ტაივანში მალე მოხერხდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მოწესრიგება. შემდგომში ჩან კაი-შიმ აგრეთვე დიდი ყურადღება დაუთმო საექსპორტო წარმოებას, საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკის აქტივიზაციას, რამაც საშუალება მისცა ტაივანს მკვეთრად აემაღლებინა წარმოების ტემპები. რეფორმებისა და აშშ-ს მფარველობის წყალობით გომინდანმა ტაივანზე მოახერხა გადარჩენა, გამაგრება და მეტად მძიმე პირობებში დაეწყო ის გარდაქმნები, რომლებიც დიდი ხანია ჩაფიქრებული იყო. 1954 წლის ხელშეკრულებით ტაივანზე განლაგდა ამერიკული სამხედრო ძალები, შემდეგ სენატმა უფლება მისცა აშშ-ს პრეზიდენტს თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები ტაივანის სახედროსამხედრო თავდასხმისაგან დასაცავად. თავის მხრივ ტაივანიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აშშ-სათვის, როგორც ერთგვარი ”ჩაუძირავი ავიამზიდი”, სწორედ ტაივანიდან ხორციელდებოდა მატერიკული ჩინეთის საჰაერო დაზვერვა, მათ შორის ტაივანელი მფრინავების მეშვეობით და სადაზვერვო ინფორმაციებსაც ტაივანელი სპეციელისტები შიფრავდნენ, რადგან მათ გარეშე სხვადასხვა ჩინურ დიალექტებზე მიმდნარე საუბრების სწორად გაგება შეუძლებელი იყო.
 
ჩან კაი-შიმ კუნძულზე შემოიღო საყოველთაო სამხედრო ბეგარა და შექმნა სერიოზული შეიარაღებული ძალები.

სანავიგაციო მენიუ