შინაარსზე გადასვლა

შაქრიანი დიაბეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლის 37.232.82.124 ცვლილებების გაუქმება (№3451126)
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(მომხმარებლის 37.232.82.124 ცვლილებების გაუქმება (№3451127))
იარლიყი: გაუქმება
(მომხმარებლის 37.232.82.124 ცვლილებების გაუქმება (№3451126))
იარლიყი: გაუქმება
დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის შეცვლა. ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და ხშირი მოძრაობა, სასურველია ყოველდღიური 30-60 წთ ფეხით სიარული ან სირბილი, ასევე ცურვა.
 
მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რომელი დიაბეტის ფორმა აქვს ადამიანს. პირველი ტიპის შემთხვევში მკურნალობა ხდება ძირითადად ინსულინის საშუალებით, მეორე ტიპის დროს კი პირველად დიეტა, თუ ვერ მოხერხდა შაქრის შემცველობის დაყვანა ნორმამდე, მაშინ ორალური მედიკამენტები, ან ინსულინი.შაქრიანი დიაბეტი იმდენად გახშირდა, რომ ის უკვე გლობალურ ეპიდემიად იქცა. არსებობს ორი ძირითადი ტიპის დიაბეტი. I ტიპის დიაბეტი ძირითადად ბავშვობაში ვლინდება და ექიმებმა დღემდე არ იციან, როგორ აიცილონ ის თავიდან. ეს სტატია ეხება II ტიპის დიაბეტს, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა დაახლოებით 90%-ს აქვს.
 
აქამდე II ტიპის დიაბეტი უმეტესად ზრდასრულ ადამიანთა დაავადებად ითვლებოდა, თუმცა ბოლო დროს ის უკვე ბავშვებშიც შეინიშნება. ექსპერტები თვლიან, რომ II ტიპის დიაბეტის რისკის შემცირება შესაძლებელია. მცირე ინფორმაციის მიღება ამ ვერაგი დაავადების შესახებ ძალიან დაგეხმარებათ. *
 
== რა არის დიაბეტი? ==
დიაბეტი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აღენიშნება. ეს დაავადება აფერხებს სისხლძარღვებში შაქრის გადატანის ბუნებრივ პროცესს, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს უჯრედებისთვის ენერგიის მიწოდება. შედეგად, ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები და ირღვევა სისხლის მიმოქცევის პროცესი, რაც ზოგჯერ იწვევს ფეხის თითის ან ტერფის ამპუტაციას, სიბრმავეს და თირკმელების დაზიანებას. დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა უმეტესობა იღუპება გულის შეტევით ან ინსულტით.
 
II ტიპის დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჭარბი წონა იყოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მუცლისა და წელის არეში დაგროვილი ცხიმი ზრდის დიაბეტით დაავადების რისკს. უფრო კონკრეტულად კი, პანკრეასსა და ღვიძლში დაგროვებული ცხიმი აფერხებს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. რისი გაკეთება შეგიძლიათ რისკის შესამცირებლად?
 
== სამი რჩევა დიაბეტით დაავადების რისკის შესამცირებლად ==
'''1. აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე თუკი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით.''' II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე ადამიანთა უმრავლესობაში გამოხატულია ''პრედიაბეტური'' მდგომარეობა. ამ დროს სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მეტია. ჯანმრთელობისთვის ორივე მდგომარეობა სახიფათოა, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. მართალია დიაბეტის გაკონტროლება შეიძლება, მაგრამ ის არ იკურნება. მეორეს მხრივ, ზოგიერთმა, ვისაც პრედიაბეტური მდგომარეობა ჰქონდა, შეძლო სისხლში შაქრის დონის ნორმამდე დაყვანა. პრედიაბეტს არ აღენიშნება მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, აქედან გამომდინარე ეს პროცესი შეიძლება შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ერთი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 316 მილიონ ადამიანს აღენიშნება პრედიაბეტი, თუმცა ბევრი ვერც კი ხვდება ამას. მაგალითად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში პრედიაბეტის მქონე ადამიანთა დაახლოებით 90%-მა არც კი იცის, რომ ამ მდგომარეობაშია.
 
პრედიაბეტი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. გარდა იმისა, რომ ის II ტიპის დიაბეტის წინაპირობაა, დადგინდა, რომ ის დემენციის (ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა) გამომწვევი მიზეზიცაა. თუ ჭარბწონიანი ხართ, ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებით ან სისხლით ნათესავს ჰქონია დიაბეტი, შეიძლება თქვენ უკვე პრედიაბეტი გაქვთ. ამის გარკვევაში სისხლის ანალიზის გაკეთება დაგეხმარებათ.
[[კატეგორია:დაავადებები]]
[[კატეგორია:დიაბეტი]]