ქუთაის-გაენათის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა შეცდომები. დაემატა ბმულები.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
დაემატა ბმულები, გასწორდა კორექტურა.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Kutaisi gelati.jpg|thumb|250px|გელათის საკათედრო ტაძარი]]
[[ფაილი:Kutaisi gelati.jpg|thumb|250px|გელათის საკათედრო ტაძარი]]


'''ქუთაის-გაენათის ეპარქია''' — ეპარქია [[დასავლეთ საქართველო]]ს ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული [[ეგრის-აფხაზეთის სამეფო]]ს ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს [[მდინარე]] [[რიონი]]ს ქვემო დინებასა და[[ წყალწითელა]]ს ხეობას, ანუ ქალაქ [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[წყალტუბო]]ს მუნიციპალიტეტს. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[მარგვეთისა და უბისის ეპარქია|მარგვეთის და უბისის]] , [[ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია|ჭიათურისა და საჩხერის]], დასავლეთიდან - [[ხონისა და სამტრედიის ეპარქია|ხონისა და სამტრედიის]], ჩრდილოეთიდან [[ნიკორწმინდის ეპარქია|ნიკორწმინდის]], [[ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია|ცაგერისა და ქვემო სვანეთის]], სამხრეთიდან - [[ვანისა და ბაღდათის ეპარქია]].
'''ქუთაის-გაენათის ეპარქია''' — ეპარქია [[დასავლეთ საქართველო]]ს ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული [[ეგრის-აფხაზეთის სამეფო]]ს ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს [[მდინარე]] [[რიონი]]ს ქვემო დინებასა და[[ წყალწითელა]]ს ხეობას, ანუ ქალაქ [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[წყალტუბო]]ს მუნიციპალიტეტს. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[მარგვეთისა და უბისის ეპარქია|მარგვეთის და უბისის]], [[ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია|ჭიათურისა და საჩხერის]], დასავლეთიდან - [[ხონისა და სამტრედიის ეპარქია|ხონისა და სამტრედიის]], ჩრდილოეთიდან [[ნიკორწმინდის ეპარქია|ნიკორწმინდის]], [[ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია|ცაგერისა და ქვემო სვანეთის]], სამხრეთიდან - [[ვანისა და ბაღდათის ეპარქია]].


== ისტორია ==
== ისტორია ==
ხაზი 19: ხაზი 19:
მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, [[1820]] წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები [[დოსითეოს ქუთათელი|დოსითეოს წერეთელი]] და [[ექვთიმე გენათელი|ექვთიმე შერვაშიძე]]. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.
მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, [[1820]] წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები [[დოსითეოს ქუთათელი|დოსითეოს წერეთელი]] და [[ექვთიმე გენათელი|ექვთიმე შერვაშიძე]]. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.


[[1819]]-[[1920]] წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, [[დოსითეოს ქუთათელი]] და [[ექვთიმე გაენათელი|ექვთიმე გენათელი]], აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. [[იმერეთის აჯანყება|იმერეთის აჯანყების]] სასტიკად ჩახშობის შემდეგ, [[1821]] წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოს]] სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდება დაუტოვა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:
[[1819]]-[[1920]] წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, [[დოსითეოს ქუთათელი]] და [[ექვთიმე გაენათელი|ექვთიმე გენათელი]], აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. [[იმერეთის აჯანყება|იმერეთის აჯანყების]] სასტიკად ჩახშობის შემდეგ, [[1821]] წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოს]] [[სოფრომი წულუკიძე|სოფრომ წულუკიძეს]] მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდება დაუტოვა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:


* [[მიტროპოლიტი დავით წერეთელი|დავით წერეთელი]] ([[1845]]-[[1853]] წწ.);
* [[მიტროპოლიტი დავით წერეთელი|დავით წერეთელი]] ([[1845]]-[[1853]] წწ.);
ხაზი 25: ხაზი 25:
* [[გერმანე გოგოლაშვილი]] ([[1856]]-[[1860]] წწ.);
* [[გერმანე გოგოლაშვილი]] ([[1856]]-[[1860]] წწ.);
* წმინდა მღვდელმთავარი [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელ ქიქოძე]] ([[1860]]-[[1896]] წწ.);
* წმინდა მღვდელმთავარი [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელ ქიქოძე]] ([[1860]]-[[1896]] წწ.);
* [[ბესარიონ დადიანი]] (1896-[[1900]] წწ.);
* [[ბესარიონი (დადიანი)|ბესარიონ დადიანი]] (1896-[[1900]] წწ.);
* [[ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)|ლეონიდე ოქროპირიძე]] (1900-1908 წწ.);
* [[ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)|ლეონიდე ოქროპირიძე]] (1900-1908 წწ.);
* [[გიორგი ალადაშვილი]] ([[1908]]-[[1917]] წწ.).
* [[გიორგი ალადაშვილი]] ([[1908]]-[[1917]] წწ.).
ხაზი 33: ხაზი 33:
* მიტროპოლიტი [[ანტონ გიორგაძე]] ([[1917]]-[[1918]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ანტონ გიორგაძე]] ([[1917]]-[[1918]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ნაზარი (ლეჟავა)|ნაზარი ლეჟავა]] (წმინდანად შერაცხილი) ([[1918]]-[[1924]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ნაზარი (ლეჟავა)|ნაზარი ლეჟავა]] (წმინდანად შერაცხილი) ([[1918]]-[[1924]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[დავით კაჭახიძე]] ([[1925|1924]]-[[1930]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[დავითი (კაჭახიძე)|დავით კაჭახიძე]] ([[1925|1924]]-[[1930]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[სვიმეონ ჭელიძე]] (1930-[[1935]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[სვიმეონი (ჭელიძე)|სვიმეონ ჭელიძე]] (1930-[[1935]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ვარლამ მახარაძე]] ([[1937]]-[[1943]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ვარლაამი (მახარაძე)|ვარლამ მახარაძე]] ([[1937]]-[[1943]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|ეფრემ სიდამონიძე]] ([[1944]]-[[1953]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|ეფრემ სიდამონიძე]] ([[1944]]-[[1953]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[გაბრიელ ჩაჩანიძე]] [[1953|(1953]]-[[1955]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[გაბრიელი (ჩაჩანიძე)|გაბრიელ ჩაჩანიძე]] [[1953|(1953]]-[[1955]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ნაომი შავიანიძე]] ([[1957]]-[[1969]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ნაუმი (შავიანიძე)|ნაომი შავიანიძე]] ([[1957]]-[[1969]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[რომანოზ პეტრიაშვილი]] ([[1971]]-[[1974]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[რომანოზი (პეტრიაშვილი)|რომანოზ პეტრიაშვილი]] ([[1971]]-[[1974]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[შიო ავალიშვილი]] ([[1978]]-[[1981]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[შიო (ავალიშვილი)|შიო ავალიშვილი]] ([[1978]]-[[1981]] წწ.);
* მიტროპოლიტი [[ნიკოლოზ მახარაძე]] ([[1981]]-[[1983]]).
* მიტროპოლიტი [[ნიკოლოზი (მახარაძე)|ნიკოლოზ მახარაძე]] ([[1981]]-[[1983]]).


ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლიდან მართავს [[მიტროპოლიტი]] [[კალისტრატე (მეუფე)|კალისტრატე]] მარგალიტაშვილი.
ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლიდან მართავს [[მიტროპოლიტი]] [[კალისტრატე (მეუფე)|კალისტრატე]] მარგალიტაშვილი.

19:00, 3 თებერვალი 2018-ის ვერსია

გელათის საკათედრო ტაძარი

ქუთაის-გაენათის ეპარქია — ეპარქია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს მდინარე რიონის ქვემო დინებასა დაწყალწითელას ხეობას, ანუ ქალაქ ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთის და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან - ხონისა და სამტრედიის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, ცაგერისა და ქვემო სვანეთის, სამხრეთიდან - ვანისა და ბაღდათის ეპარქია.

ისტორია

ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, ლეონ II აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა.

VI-VII საუკუნიდან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოსს ჩამოყალიბება X საუკუნის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს გავლენას დაექვემდებარა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის საეპისკოპოსო ითვლებოდა, რომელიც გურიისა და აჭარის მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა.

X საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, 978 წელს ქუთაისში გაერთიანებულ საქართველოს მომავალი მეფის ბაგრატ III-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრალი 1003 წელს ააშენა მეფე ბაგრატმა. ქუთაისი 1122 წლამდე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც რუსუდანის, დავით ნარინისა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.

დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ XV საუკუნემდე გასტანა. XV საუკუნიდან კი, გურიის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეპარქიულად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედი, ჯუმათი, ხინოწმინდა - შექმნა. XVI საუკუნის 30-იან წლებში კი იმერთა მეფემ ბაგრატ III - (1510-1565 წწ.) უშუალოდ იმერეთის (ვაკე, ოკრიბა,ზემო იმერეთი) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - ხონი და გაენათი (გელათი) ჩამოაყალიბა.

XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. კათედრა 1691 წელს, ბაგრატის კათედრალის ოსმალთა მიერ აფეთქების შემდეგ, დროებით გაუქმდა კიდეც. ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII საუკუნის შუა წლებიდან იწყება. 1740 წელს სრულიად ახალგაზრდა - 20 წლის მიტროპოლიტი ანტონ ბაგრატიონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება.

1540-იან წლებში აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის - იმერეთის, გურიის, სამეგრელოს... ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც იწოდებოდა.

მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, 1820 წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე შერვაშიძე. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.

1819-1920 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. იმერეთის აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, 1821 წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ მთავარეპისკოპოს სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება დაუტოვა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ:

ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლიდან მართავს მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში