ვანო სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 37.232.16.139 ცვლილებების გაუქმება (№3438982)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
|ნამდვილისახელი =
|ნამდვილისახელი =
|მეტსახელი = ვანო სარაჯიშვილი
|მეტსახელი = ვანო სარაჯიშვილი
|დაიბადა = [[1 მაისი]], [[1879|1879 წელი]]; [[სიღნაღი]]
|დაიბადა = {{დაბადების თარიღი|1879|5|1}}
|გარდ = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1924|11|11|1879|5|1}}
|გარდ = [[11 ნოემბერი]], [[1924|1924 წელი]], [[თბილისი]]
|წარმოშობა = {{დროშა|საქართველო}}
|წარმოშობა = {{დროშა|საქართველო}}
|ინსტრუმენტი =
|ინსტრუმენტი =

20:12, 29 იანვარი 2018-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სარაჯიშვილი.
ვანო სარაჯიშვილი

ივანე სარაჯიშვილის პორტრეტი
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც ვანო სარაჯიშვილი
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1879
დაბ. ადგილი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
გარდ. თარიღი 11 ნოემბერი, 1924 (1924-11-11) (99 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ვანო სარაჯიშვილი ვიკისაწყობში

ივანე (ვანო) პეტრეს ძე სარაჯიშვილი (დ. 1 მაისი, 1879, სიღნაღი — გ. 11 ნოემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, "საქართველოს ბულბული" სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა მას იშვიათი სილამაზის ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა. ლირიკულ დრამატული ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში (1888-1895 წლები). 1898 წელს შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ჩელოს კლასი). 1898-1900 წლებში. იყო ქართული ხალხური გუნდის მომღერალი – სოლისტი (ხელმძღვანელი ს.კავსაძე). 1903 წლიდან პეტერბურგში სწავლობდა სიმღრას ჯერ ი. პრიაშნიკოვთათან, შემდეგ ა. პანაევა-კარცევასთან. აქვე შედგა სარაჯიშვილის დებიუტი 1907 წელს ჯუზეპე ვერდის ოპერა "ტრავიატაში". პარალელურად იტალიაში კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას (1906-1908 წლებში). მართავდა კონცერტებს იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში.

პეტერებურგში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მუშაობა განაგრძო იტალიურ დასში. 1908 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.

1910-1920 წლებში. ვანო სარაჯიშვილის შემოქმდების აყვავების ხანაა. 1913 წლის 28 მაისს შეასრულა ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ახლად შექმნილი ოპერიდან "აბესალომ და ეთერი" (აბესალომის პარტია). 1916-1917 წლებში – ცხოვრობდა ბაქოში, სადაც აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, სარაჯიშვილი მონაწილეობას იღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, ასრულებს აბესალომის ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი”) პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია "თავო ჩემო" ზაქარია ფალიაშვილმა ოპერაში შეიტანა ვანო სარაჯიშვილის თხოვნით.

მრავალფეროვანია სარაჯიშვილის რეპერტუარი, იგი თანაბარი წარმატებით ასრულებდა, როგორც ლირიკულ ისე დრამატულ პარტიებს: შოთა (დიმიტრი არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე”), კოტე (ვ.დოლიძე "ქეთო და კოტე”), რადამესი (ვერდი "აიდა”), ხოზე (ბიზე "კარმენი”), ფაუსტი (ჰუნო "ფაუსტი”), ჰერცოგი, (ვერდი "რიგოლეტო") ალფრედი, (ვერდი "ტრავიატა”), ნადირი (ბიზე "მარგალიტების მაძიებელი”), ლოენგრინი (ვაგნერი "ლოენგრინი”), ლენსკი, (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი”), გერმანი (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი”), სინოდალი (რუბინშტეინის "დემონი”) და სხვ. გადაღებულია კინო-ფილმში "მამის მკვლელი” (1923). მისი ხმა აღბეჭდილი იყო რამდენიმე ტექნიკურად არასრულყოფილ გრამფირფიტაზე, რომლის რესტავრირებაც განხორციელდა 1999 წ. კერძოდ, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი დედნების საფუძველზე, ნოდარ ანდღულაძემ კი პირველადი სრულყოფილი ხმოვანება აღადგინა. გამოვიდა ამ ჩანაწერების კომპაქტდისკი.

ვანო სარაჯიშვილი დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში. მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, ქ. სიღნაღში მაისის თვეში ყოველწლიურად იმართება ვანოობა. 2002 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის, პროფ. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით, დაარსდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია განსაკუთრებული მიღწევების მქონე აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

რესურსები ინტერნეტში