არჩილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:
}}
}}


'''არჩილ II''', [[სტეფანოზ II|სტეფანოზის II-ის]] ძე. [[საქართველოს მმართველთა სია|ქართლის მეფე]] [[668]]<ref>{{ციტატა|კონსტანტინეპოლის კრება ყოვლისა სოფლისა იყო წელსა 681 და არჩილის მეფობის წელსა 13|ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს ისტორია, გვ. 116}}</ref> - [[718]] [[წელი|წლებში]]. [[ჯუანშერი|ჯუანშერის]] მატიანეში მოხსენიებულია [[მეფე|მეფედ]]. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა [[ეგრისი]], ხოლო აფხაზეთის ერისთავი [[ლეონ I]] მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო [[ქრისტე|ქრისტეს]] რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი [[არაბები|არაბებისაგან]], რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.
'''არჩილ II''' [[სტეფანოზ II|სტეფანოზის II-ის]] ძე, [[საქართველოს მმართველთა სია|ქართლის მეფე]] [[668]]<ref>{{ციტატა|კონსტანტინეპოლის კრება ყოვლისა სოფლისა იყო წელსა 681 და არჩილის მეფობის წელსა 13|ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს ისტორია, გვ. 116}}</ref>-[[718]] წლებში, [[ჯუანშერი|ჯუანშერის]] მატიანეში მოხსენიებულია [[მეფე|მეფედ]]. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა [[ეგრისი]], ხოლო აფხაზეთის ერისთავი [[ლეონ I]] მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო [[ქრისტე|ქრისტეს]] რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი [[არაბები|არაბებისაგან]], რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.


==ისტორიული წყაროები==
==ისტორიული წყაროები==
ხაზი 56: ხაზი 56:


{{დაიწყე ყუთი}}
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= | ტიტული=''ტიტული'' | წლები= | შემდეგი = }}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[მირი სტეფანოზის ძე|მირი]] | ტიტული=[[საქართველოს მმართველთა სია|ქართლის მეფე]] | წლები= [[668]] — [[718]] | შემდეგი = [[ჯუანშერ II|ჯუანშერ]]<br />და<br />[[იოვანე (ერისმთავარი)|იოვანე]]}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[მირი სტეფანოზის ძე|მირი]] | ტიტული=[[საქართველოს მმართველთა სია|ქართლის მეფე]] | წლები= [[668]] — [[718]] | შემდეგი = [[ჯუანშერ II|ჯუანშერ]]<br />და<br />[[იოვანე (ერისმთავარი)|იოვანე]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
{{დაასრულე ყუთი}}

09:56, 22 იანვარი 2018-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილი (მრავალმნიშვნელოვანი).
არჩილ II
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 668
მმართ. დასასრული: 718
წინამორბედი: მირი
მემკვიდრე: იოვანე და ჯუანშერ
შვილები: იოვანე, ჯუანშერ, შუშანა და სამი ასული
დინასტია: ხოსროვიანები
მამა: სტეფანოზ II

არჩილ IIსტეფანოზის II-ის ძე, ქართლის მეფე 668[1]-718 წლებში, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.

ისტორიული წყაროები

მოხსენიებულია მირონის კურთხევის წიგნში.

ოდეს მეფე, ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი მღდელთმოძღუარნი შემოკრბენ მცხეთას, დიდსა ხუთშაბათსა, დიდისა სომხითისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს ნივთთა ზედა დგომად. და ქუაბნი საკურთხეველთად გამოიხუნენ და მიტრაპოლიტსა და ქადაგსა ეტჳრთნეს კეტნი ქუაბთანი. წინათ კეტთა მიტრაპოლიტი შეუდგეს და უკანათა ქადაგი. თუ მწირველი იყოს, თეთრითა შესამოსლითა შემოსილ იყოს. თუ მწირველი არა იყოს, თეთრისა ატლასისა ჩაჩი თავსა ებუროს მოყუნტუზვილი; და მეორეთა ქუაბთა მთვარეფისკოპოსი ქუეშე უდგეს და წინა მივიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყუერელი და უკანა მთავარეფისკოპოსი მიჰყვებოდეს. და რაჟამს განაზავებდენ ტაკუკსა, ტაკუკი მაწყუერელსა ეტჳრთოს და რაჟამს განაზაონ, ტაკუკი ქადაგისა ჴელითა დაიბეჭდვოდეს. და ყოველთა ეფისკოპოსთა თითოჲ კოკაჲ მირონისა ეტჳრთოს...

...დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქმნებოდეს ეფისკოპოსთა ცილობისაგან და ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან მეფემან არჩილ არა სათნო იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეეტყუებოდა, და ჴელ-ვყავით მე, გლახაკმან მიქაელ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წმიდაჲ მირონი.[2]

თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით:

მიქაელ სრულიად ზემოისა და ქვემოისა ივერიისა კათოლიკოს-პატრიარხისაგან მისისა მცირის მოთხრობისაგან, რომელიცა სცხოვრობდა ქრისტესით ას-წლეულსა შინა მეშვიდესა საუკუნესა, ჟამსა სრულიად ყოვლისა ივერიისა მპყრობელისა მეფისა არჩილ მეორისა ხოსრიანისა. ესე მიქაილ კათოლიკოსი იყო სჯულის-მდებელიცა.

—თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848, გვ. 26

გამეფდა ძმა მისი არჩილ; ხოლო მისცა ერთი ასული მირ მეფისა გუარამ კურაპალატის მამის ძმის-წულის ძესა და სხუანი ერისთავთა ქართლისათა, ვითარცა ემცნო მირ მეფესა; არამედ ლეონ ევედრა, რათა მისცეს მასცა ასული მირისა და ჰყოს საუკუნოს მორჩილება-მსახურებასა შინა; მისცა მასცა და გჳრგჳნი წარმოგზავნილი კეისრისა კეთილსტუმრებისა მსახურებისა და საუკუნოდ მორჩილებისათჳს. შემდგომად წარმოვიდა და განაგო ეგრისი, რამეთუ მოსლვასა ყრუსასა არა დაშთა შენებული ივერიასა შინა. კუალად გარდმოვიდა ნაციხარს ჴიდრისასა; მუნ მოვიდა მისთანა ადარნასე ბაგრატოვანი, ძმისწული ადარნასე ბრმისა, ითხოვა ყმობა მკჳდრობისა და მისცა არჩილ შულავერი და არტანი; შემდგომად მოვიდა კახეთს და მიუბოძა ტაძრეულთა თჳსთა კახეთი და აზნაურ ჰყვნა; მერმე შეირთო ცოლად ასული ძეთა გუარამ კურაპალატისაგანთა, რომელი იყო შვილთა ასულთაგან ვახტანგ გორგასლისათა. კუალად ეპყრა საერისთვოდ თუში და ხუნძახი და მთისა წარმართნი აბუხოსროს, და არა ინება არჩილ წუქეთიცა მისდა, ვინაჲთგან ჰპოვა წუქეთს მთავარი, რომლისათჳს მიებოძა ვახტანგს წუქეთი. კუალად მოესრა ნოხპატელთა სიმრავლე ყრუსა და არჩილ ნათელ-სცა მათ იძულებით. შემდგომად მოიყვანნა ძმისწულნი ადარნასეს ბრმისანი და დასხნა შაკიხათ და დაემკჳდრნენ იგინი გულგულადმდე და მისცა ქურივი აბუხოსროსი და წუქეთი ციხე ქარითურთ. ამასვე ჟამსა პატიახშნი, რომელნი არა შეუშუნეს კლარჯეთს, წარვიდნენ ნახევარნი ტაოს და აღაშენეს ციხე კალმახი და დაიპყრეს იგი მათ. ხოლო ეშვა არჩილს ძენი ორნი იოანე და ჯუანშერ და ასულნი ოთხნი. შემდგომად ორმოცდაათი წლის გარდასლვისა თუმცა იყო მშჳდობა, გარნა არა მოგებულ იყო კუალსავე თჳსსა გიორგია, რამეთუ განერყვნა ყრუსა, თუმცა განვლო წელიწადმან მრავალმან. მაშინ მოვიდა ნათესავი მაჰმადისა ჭუმჭუმასიმ და ვერვინ წინააღუდგა, შემოვიდა, შემუსრა ქართლი და იწყო შესლვად კახეთად (ამისაგან იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა ზედა) ქრისტესა 718, ქართულსა 450. ხოლო არჩილ განიზრახა მისლვად მისთანა და დადვა სული დაცვისათჳს ქუეყანისა. მისრულსა არჩილს მოეგება ასიმ და შეიყუარა ახოვანებისა და შუენიერებისათჳს და პატივ-სცა ფრიად; შემდგომად აიძულებდა დატევებად ქრისტესა, არამედ არჩილ აღირჩია სუფევა საუკუნო წარმავალისაგან და იწამა გუემითა და ტანჯვითა; შემდგომად აღესრულა წარკუეთითა თავისათა და აწ იხარებს წინაშე ქრისტესა; ხოლო ასიმ უკუნიქცა და წარვიდა ამის მყოფელი.[3]

მოღვაწეობის პერიოდი

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

ლიტერატურა

  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 615, თბ., 1975
  • ლეონტი მროველი, წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი..., წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
  • ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ვიკიციტატა
    „კონსტანტინეპოლის კრება ყოვლისა სოფლისა იყო წელსა 681 და არჩილის მეფობის წელსა 13“
    (ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს ისტორია, გვ. 116)
  2. „კურთხევა მირონისა“ ქართული სამართლის ძეგლები, II, 1965, გვ. 47
  3. ვახუშტის „საქართველოს ისტორია“
წინამორბედი:
ტიტული შემდეგი:
წინამორბედი:
მირი
ქართლის მეფე
668718
შემდეგი:
ჯუანშერ
და
იოვანე