ლევან გოთუა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
1921 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა [[კოჯორი|კოჯორში]] და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში. ამავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს და [[მეტეხი|მეტეხის ციხეში]] ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 წლის აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილისის და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი [[სოლოვეცკის კუნძულები|სოლოვეცკის]] საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა [[ვლადიკავკაზი|ვლადიკავკაზში]] თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს. იყო ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებში.
 
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] გამოცხადებისთანავე შექმნა იატაკქვეშა პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი, რის გამოც 1946–55 წ.წ. კვლავ მოათავსეს [[ვორკუტა|ვორკუტის]] საკონცენტრაციო ბანაკში. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტორიული დრამა „სამსახეობა რაინდისა“ და, რაც მთავარია, ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომლებიც გოთუამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა (II გამოც., წგ. 1-4, 1965- 67).
 
ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ მეტად მნიშვნელოვანია გოთუას შემოქმედებაში. მოქმედება ხდება XVI–XVIII სს. საქართველოში. აღწერილია ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II-ისა]] და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება. რომანში უხვად არის მოშველიებული ისტორიული ფაქტები, ეთნოგრაფიული მასალა, გეოგრაფიული ცნობები; წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები, კოლორიტული ხალხური პერსონაჟები. რომანის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებშიც კი მკაფიოდ ჩანს დაცემული ქვეყნის აღდგენის იმედი. მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში.
65

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ