კოტ-დ’ივუარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
No edit summary
ხაზი 296: ხაზი 296:
}}
}}
კოტ-დ’ივუარის ეკონომიკურმა განვითარებმ და შედარებითმა აყვავებამ ხელი შეუწყო დიდ დემოგრაფიულ წინსვლას XX საუკუნის განმავლობაში. "1922 წელს, კოტ-დ’ივუარში დაახლოებით 100 000 ადამიანი 1,6 მილიონიდან (ანუ 6 %) იყო [[ისლამი|მუსლიმი]]. ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ (1960 წლიდან) კი პირიქით, მოსახლეობის მათი წილი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და დაიწყო მუსლიმი მოსახლეობის გადაადგილება სამხრეთისკენ, [[კაკაო]]ს მწარმოებელ რეგიონებში და სამხრეთის ქალაქებში. 1998 წლისთვის, [ ... ] მუსლიმები უმრავლესობას შეადგენდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში და იყვნენ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 38,6 %. მუსლიმების რაოდენობა უფრო მეტი გახდა ვიდრე მათ შემდეგ მდგარი [[ქრისტიანობა|ქრისტიანების]] რელიგიური ჯგუფის რაოდენობა, რომლებიც შეადგენდნენ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 29,1 %-ს"<ref>{{cite book|last1=Nordås|first1=Ragnhild|editor1-last=Goldstone|editor1-first=Jack A.|editor2-last=Kaufmann|editor2-first=Eric P.|editor3-last=Toft|editor3-first=Monica Duffy|title=Political Demography. How Population Changes Are Reshaping International Security and National Politics|date=2012|publisher=Oxford University Press|location=New York|page=256|chapter=The Devil in the Demography?}}</ref> შემდეგ ათწლეულებში ეს ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მეზობელი ქვეყნებიდან მსხვილმასშტაბიანი იმიგრაციით, რაც გამოწვეული იყო ჯერ კიდევ კოლონიალურ ეპოქაში ამ ქვეყნების შიდა არეულობებით. მეზობელი ქვეყნებიდან მოსახლეობის ნაკადის შემოსვლა მიმდინარეობდა [[ფელიქს უფუე-ბუანი]]ს პრეზიდენტობის ეპოქის განმავლობაში. 1990-იანი წლებიდან შობადობაში სხვაობის ზრდა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის ხელს უწყობს დემოგრაფიული ბალანსის მუსლიმების სასარგებლოდ შეცვლას, თუმცა იმიგრაციის ტალღა უკანაკნელ წლებში უფრო შემცირდა.<ref>{{cite book|last1=Nordås|first1=Ragnhild|editor1-last=Goldstone|editor1-first=Jack A.|editor2-last=Kaufmann|editor2-first=Eric P.|editor3-last=Toft|editor3-first=Monica Duffy|title=Political Demography. How Population Changes Are Reshaping International Security and National Politics|date=2012|publisher=Oxford University Press|location=New York|page=257 f.|chapter=The Devil in the Demography?}}</ref>
კოტ-დ’ივუარის ეკონომიკურმა განვითარებმ და შედარებითმა აყვავებამ ხელი შეუწყო დიდ დემოგრაფიულ წინსვლას XX საუკუნის განმავლობაში. "1922 წელს, კოტ-დ’ივუარში დაახლოებით 100 000 ადამიანი 1,6 მილიონიდან (ანუ 6 %) იყო [[ისლამი|მუსლიმი]]. ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ (1960 წლიდან) კი პირიქით, მოსახლეობის მათი წილი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და დაიწყო მუსლიმი მოსახლეობის გადაადგილება სამხრეთისკენ, [[კაკაო]]ს მწარმოებელ რეგიონებში და სამხრეთის ქალაქებში. 1998 წლისთვის, [ ... ] მუსლიმები უმრავლესობას შეადგენდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში და იყვნენ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 38,6 %. მუსლიმების რაოდენობა უფრო მეტი გახდა ვიდრე მათ შემდეგ მდგარი [[ქრისტიანობა|ქრისტიანების]] რელიგიური ჯგუფის რაოდენობა, რომლებიც შეადგენდნენ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 29,1 %-ს"<ref>{{cite book|last1=Nordås|first1=Ragnhild|editor1-last=Goldstone|editor1-first=Jack A.|editor2-last=Kaufmann|editor2-first=Eric P.|editor3-last=Toft|editor3-first=Monica Duffy|title=Political Demography. How Population Changes Are Reshaping International Security and National Politics|date=2012|publisher=Oxford University Press|location=New York|page=256|chapter=The Devil in the Demography?}}</ref> შემდეგ ათწლეულებში ეს ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მეზობელი ქვეყნებიდან მსხვილმასშტაბიანი იმიგრაციით, რაც გამოწვეული იყო ჯერ კიდევ კოლონიალურ ეპოქაში ამ ქვეყნების შიდა არეულობებით. მეზობელი ქვეყნებიდან მოსახლეობის ნაკადის შემოსვლა მიმდინარეობდა [[ფელიქს უფუე-ბუანი]]ს პრეზიდენტობის ეპოქის განმავლობაში. 1990-იანი წლებიდან შობადობაში სხვაობის ზრდა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის ხელს უწყობს დემოგრაფიული ბალანსის მუსლიმების სასარგებლოდ შეცვლას, თუმცა იმიგრაციის ტალღა უკანაკნელ წლებში უფრო შემცირდა.<ref>{{cite book|last1=Nordås|first1=Ragnhild|editor1-last=Goldstone|editor1-first=Jack A.|editor2-last=Kaufmann|editor2-first=Eric P.|editor3-last=Toft|editor3-first=Monica Duffy|title=Political Demography. How Population Changes Are Reshaping International Security and National Politics|date=2012|publisher=Oxford University Press|location=New York|page=257 f.|chapter=The Devil in the Demography?}}</ref>

== ეკონომიკა ==
კოტ-დ’ივუარს რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი შემოსავლების დონე გააჩნია (1014,4 აშშ დოლარი 2013 წელს) და სატრანზიტო ვაჭრობაში მთავარ როლს ასრულებს მეზობელი ქვეყნებისათვის, რომელთაც [[ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები|არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი]]. ქვეყანას [[დასავლეთი აფრიკის ეკონომიკური და სავალუტო კავშირი|დასავლეთი აფრიკის ეკონომიკურ და სავალუტო კავშირში]] ყველაზე უფრო მსხვილი [[ეკონომიკა]] გააჩნია, რაც შეადგენს ამ კავშირის საერთო [[მთლიანი შიდა პროდუქტი]]ს 40 %-ს. ქვეყანა მსოფლიოში პირველია [[კაკაო]]ს მარცვლების ექსპორტის მიხედვით და მეოთხეა საექსპორტო საქონლის საერთო მოცულობის მხრივ [[სუბსაჰარული აფრიკა|სუბსაჰარულ აფრიკაში]] (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ნიგერიის და ანგოლის შემდეგ).<ref>{{cite web|url=http://www.mfw4a.org/cote-d-ivoire/cote-d-ivoire-financial-sector-profile.html|archiveurl=https://web.archive.org/web/20101022073819/http://www.mfw4a.org/cote-d-ivoire/cote-d-ivoire-financial-sector-profile.html|archivedate=22 October 2010|title=Côte d'Ivoire: Financial Sector Profile|publisher=MFW4A.org|accessdate=6 December 2010}}</ref>


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

11:17, 19 იანვარი 2018-ის ვერსია

კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა
ფრანგ. République de Côte d'Ivoire
კოტ-დ’ივუარი
კოტ-დ’ივუარის
დევიზი: Union, Discipline et travail
(ერთობა, დისწიპლინა და შრომა)
ჰიმნი: L'Abidjanaise
კოტ-დ’ივუარის მდებარეობა
დედაქალაქიიამუსუკრო (დე იურე),
აბიჯანი (დე ფაქტო)
41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. / 41.717° ჩ. გ. 44.783° ა. გ. / 41.717; 44.783
უდიდესი ქალაქი აბიჯანი
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ალასან უატარა
 -  პრემიერ-მინისტრი ამადუ გონ კულიბალი
ფართობი
 -  სულ 322 463 კმ2 (68-ე)
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 18 154 000 (57-ე)
 -  2014 აღწერა 22 671 331[1][2] 
 -  სიმჭიდროვე 70,31 კაცი/კმ2 (141-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $27.48 მილიარდი (98-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1,441 (157-ე)
აგი (2007) 0.432 (დაბალი) (166-ე)
ვალუტა CFA ფრანკი3 (XOF)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი CIV
Internet TLD .ci
სატელეფონო კოდი 225

კოტ-დ’ივუარი (კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა, ფრანგ. République de Côte d'Ivoire; 1985 წლამდე სპილოს ძვლის ნაპირი) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან მალი და ბურკინა-ფასო, აღმოსავლეთიდანგანა, დასავლეთიდანლიბერია და გვინეა, სამხრეთიდან ატლანტის ოკეანის გვინეის ყურე. საფრანგეთის ყოფილი კოლონია.

ქვეყანაში ცხოვრობს 60-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი. დედაქალაქი — იამუსუკრო (212 ათასი მაცხოვრებელი), ქვეყნის მთავარი ქალაქია — აბიჯანი (ეკონომიკური დედაქალაქი მოსახლეობით დაახლოებით 4,4 მილიონი ადამიანი). ოფიციალური ენაა — ფრანგული, ძირითადი ადგილობრივი ენებია — დიულა, ბაულე, ბეტე. ეროვნული დღესასწაულია — დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე (1960 წლის 7 აგვისტო).

სახელწოდება

ქვეყანა წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც სპილოს ძვლის ნაპირი (შესაბამისი თარგმანებით სხვა ენებზე: ინგლ. Ivory Coast; ფრანგ. Côte-d'Ivoire; გერმ. Elfenbeinküste, ესპ. Costa de Marfil; რუს. Берег Слоновой Кости, იტალ. Costa d'Avorio; პორტ. Costa do Marfim და ა. შ.). 1985 წლის ოქტომბერში ქვეყნის მთავრობამ მოითხოვა, რომ მისი სახელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცნობილი ყოფილიყო როგორც კოტ-დ’ივუარი (Côte d'Ivoire) ყველა ენაზე, რის გამოც ეს ფორმა ამჟამად ოფიციალურად ითვლება.

ისტორია

კოლონიამდელი პერიოდი

თანამედროვე კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე, განის საზღვრებთან, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში არსებობდა განვითარებული კინტამპოს კულტურა, რომლის შემქმნელები სავარაუდოთ იყვნენ აქ მცხოვრები პიგმეები, რომლებიც დომინირებდნენ ამ ტერიტორიაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულის ბოლომდე. მათი ცხოვრების სტილი შეესაბამებოდა ევროპული მეზოლითის ხანის ცხოვრების სტილს, ისინი ქვის ხანის პირობებში დაკავებულები იყვნენ ნადირობით და შემგროვებლობით, თუმცა არსებობდა პრიმიტიული კერამიკა. შემდგომში აქ გადმოსახლდნენ სხვა აფრიკული ტომებიც, მათგან პირველები იყვნენ სენუფოს ხალხი, რომლებიც XI საუკუნეში მოვიდნენ ჩრდილო-დასავლეთიდან.

XV—XVI საუკუნეებში ჩრდილოეთიდან მოვიდნენ მანდეს ენებზე მოლაპარაკე ტომები (მანდინკა, დიულა და სხვა) და შეავიწროვეს სენუფოს ტომი. XVIII საუკუნის დასაწყისში მანდეს ენებზე მოლაპარაკე ტომებმა შექმნეს კონგის სახელმწიფო, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და დასავლეთ აფრიკაში ისლამის გავრცელების მთავარი ცენტრი.

კოლონიალური პერიოდი

1729 წლის რუკა, რომელზეც აღნიშნულია სპილოს ძვლის ნაპირი

პირველად ევროპელები თანამედროვე კოტ-დ’ივუარის სანაპიროზე გადმოსხდნენ XV საუკუნეში. ესენი იყვნენ პორტუგალიელები, ნიდერლანდელები, დანიელები. პორტუგალიელები პირველები იყვნენ 1460-იან წლებში. ევროპელები აბორიგენებისგან ყიდულობდნენ სპილოს ძვალს, ოქროს, მონებს.

პირველი ევროპელი დამსახლებლები იყვნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ 1637 წელს. მათი პირველი დასახლებული პუნქტი მალევე გაანადგურეს აბორიგენებმა. ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1687 წელს, შედგა ახალი ფრანგული მისია, რომელსაც ამჯერად შეიარაღებული რაზმი იცავდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ფრანგებმა სცადეს სანაპიროზე დაეარსებინათ კიდევ ორი დასახლება, მაგრამ მათ იარსებეს მხოლოდ რამდენიმე წელი.

ფრანგებმა კვლავ განაახლეს სპილოს ძვლის ნაპირის ათვისება 1842 წლიდან. მათ აღადგინეს გრან-ბასამის ფორტი (სანაპიროზე, დღევანდელი აბიჯანის სიახლოვეს), ხოლო 1846 წლისთვის საკუთარი პროტექტორატის ქვეშ შეიყვანეს სანაპიროზე მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ტომი.

ქვეყნის შიგნით შესვლა ფრანგებმა დაიწყეს 1887 წლიდან. ორი წლის განმავლობაში ფრანგებმა შეთანხმებები დადეს ტომების უმრავლესობასთან — სანაპიროდან დაწყებული ქვეყნის თანამედროვე ჩრდილოეთ საზღვრამდე. 1892 წელს დაადგინეს საზღვრები ლიბერიასთან, 1893 წელს — დიდი ბრიტანეთის კოლონია ოქროს ნაპირთან (თანამედროვე განა).

1893 წელს სპილოს ძვლის ნაპირი გამოიყო სენეგალის კოლონიის შემადგენლობიდან, როგორც საფრანგეთის ცალკე კოლონია, ხოლო 1895 წელს სპილოს ძვლის ნაპირი შევიდა საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში.

კოლონიალურ პერიოდში ფრანგებმა აქ დაიწყეს საექსპორტო კულტურების (ყავა, კაკაო, ბანანი და სხვა) წარმოების განვითარება, ასევე ალმასის, ოქროს, მანგანუმის მადნის მოპოვება, ამუშავებდნენ ტყის სიმდიდრეს. ფრანგებმა ხელი მოჰკიდეს ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ რკინიგზების და საავტომობილო გზების, საზღვაო პორტების მშენებლობას.

1946 წლის ოქტომბერში სპილოს ძვლის ნაპირს მიენიჭა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების სტატუსი, შეიქმნა ტერიტორიის გენერალური საბჭო.

1958 წლის მარტში გამოცხადდა სპილოს ძვლის ნაპირის ავტონომიური რესპუბლიკა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდი

1960 წლის 7 აგვისტოს გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომლის პრეზიდენტი გახდა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფელიქს უფუე-ბუანი. ამასთან დემოკრატიული პარტია გახდა ქვეყნის მმართველი და ერთადერთი პარტია. გამოცხადდა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპი. ქვეყანა აგრძელებდა საფრანგეთის აგრარული და ნედლეულის დანამატად დარჩენას, მაგრამ აფრიკული თვალსაზრისით მისი ეკონომიკა იმყოფებოდა კარგ მდგომარეობაში, ეკონომიკური ზრდის ტემპები აღწევდა 11 %-ს წელიწადში. სპილოს ძვლის ნაპირი 1979 წელს გახდა კაკაოს მარცვლების წარმოების მსოფლიო ლიდერი, მაგრამ ამ დარგში წარმატებები ემყარებოდა ხელსაყრელ კონიუნქტურას და კვალიფიციური მენეჯერების რაოდენობას, უცხოურ ინვესტიციებს და დიდი რაოდენობით იაფფასიან მუშახელს, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან.

2002 წლის არჩევნების შედეგები
ხელისუფლებისა და ამბოხებულების ზონების კონტროლი (2007 წლის გაზაფხული)
ხელისუფლებისა და ამბოხებულების ზონების კონტროლი (2011 წლის მარტი)

მაგრამ 1980-იან წლებში მსოფლიო ბაზარზე ყავაზე და კაკაოზე ფასები დაეცა, 1982—1983 წლებში ქვეყანას თავს დაატყდა მკაცრი გვალვა, დაიწყო ეკონომიკური ვარდნა; 1980-იანი წლების ბოლოს საგარეო ვალის მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბა აფრიკის ყველა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს, ნიგერიის გარდა. საზოგადოების ზეწოლით ფელიქს უფუე-ბუანი წავიდა პოლიტიკურ დათმობებზე, მოახდინა მმართველი პარტიის ალტერნატიული პოლიტიკური ძალების ლეგალიზირება და საარჩევნო პროცესის ინიცირება, რის შემდეგაც 1990 წელს იგი აირჩიეს პრეზიდენტად.

1993 წელს ის გარდაიცვალა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა დიდი ხნის წინ მის მემკვიდრედ მიჩნეული ჰენრი კონან ბედი. 1995 წელს გაიმართა ფორუმი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების საკითხებზე. 1990-იანი წლების ბოლოს გაძლიერდა პოლიტიკური არასტაბილურობა, ჰენრი კონან ბედის გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტი — ალასან უატარა. ის დაიბადა კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე, ხოლო მისი მშობლები წარმოშობით იყვნენ ბურკინა-ფასოდან, რომლებმაც შემდგომში მიიღეს კოტ-დ’ივუარის მოქალაქეობა. ქვეყნის კონსტიტუციით კი პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზია შეიძლება განაცხადოს მხოლოდ იმ კანდიდატმა, რომელსაც ორივე მშობელი კოტ-დ’ივუარში უნდა ჰყავდეს დაბადებული და არა ნატურალიზებული. შესაბამისად, ყველა შერეული ქორწინებისგან დაბადებული ადამიანი გამოირიცხება პრეზიდენტის პოსტზე ბრძოლის შესაძლებლობისათვის. ამ სიტუაციამ გააღრმავა საზოგადოებაში უკვე დაწყებული განხეთქილება ეთნიკური ნიშნებით. იმ მომენტისათვის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მესამედიდან ნახევრამდე შეადგენდა უცხოური წარმოშობის პირები, ძირითადად ადრე სოფლის მეურნეობაში მომუშავეები.[3]

1999 წლის 25 დეკემბერს ქვეყანაში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომლის ორგანიზატორმა, ჯარის ყოფილმა ოფიცერმა რობერტ გეიმ 2000 წელს ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც აღინიშნა გაყალბებები და მასობრივი არეულობები. ოფიციალურად არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა ოპოზიციის ლიდერი ლორან გბაგბო.

2002 წლის 19 სექტემბერს აბიჯანში მის წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო პუტჩი, რომლის ორგანიზატორი იყო რობერტ გეი. პუტჩის დროს მოკლეს რობერტ გეი და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ემილ ბოგა დუდუ. პუტჩი ჩაახშეს, მაგრამ მან გამოიწვია სამოქალაქო ომის დაწყება პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც წარმოადგენდნენ ქვეყნის ჩრდილოეთს და სამხრეთს.

ჩრდილოეთის ძირითად ამბოხებულ დაჯგუფებას, რომელიც შესაძლოა დახმარებას ღებულობდა ბურკინა-ფასოს ხელისუფლებისგან, წარმოადგენდა «კოტ-დ’ივუარის პატრიოტულ ძალებს» გიიომ კიგფაფორი სოროს მეთაურობით. ამას გარდა, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედებდნენ სხვა დაჯგუფებებიც.

2002 წლის ბოლოდან კონფლიქტში ასევე ჩაერთო ლიბერია.

ლორან გბაგბოს მხარე დაიკავა საფრანგეთმა («ოპერაცია ლიკორნი») (ქვეყნის მრავალრიცხოვანი ევროპელი მაცხოვრებლების დაცვის მიზეზით) და პრეზიდენტს დაეხმარა საკუთარი შეიარაღებული ძალებით.

კოტ-დ’ივუარში ასევე ჯარი გააგზავნეს მეზობელმა აფრიკულმა ქვეყნებმა (მათ შორის ნიგერიამ).

2003 წელს ოფიციალურ ხელისუფლებასა და აჯანყებულებს შორის შედგა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ სიტუაცია მაინც არასტაბილური რჩებოდა: ხელისუფლება აკონტროლებდა მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ ნაწილს.

მყარი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2007 წლის გაზაფხულზე.

2010 წლის ბოლოს კოტ-დ’ივუარში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გადაიზარდა მწვავე პოლიტიკურ კრიზისში და შემდეგ სამოქალაქო ომში. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ორივე მხრიდან დააფიქსირეს ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევები, დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი. 2011 წლის მარტში ალასან უატარას ძალებმა დაიწყეს შეტევა ქალაქ აბიჯანზე. გაეროსა და საფრანგეთის ჯარების ერთობლივი ოპერაციის დროს 2011 წლის 11 აპრილს ლორან გბაგბო დააპატიმრეს საკუთარ რეზიდენციაში და 2011 წლის 30 ნოემბერს წარადგინეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა ალასან უატარა.

2012 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ორდერი ყოფილი პირველი ლედის დაპატიმრებაზე მკვლელობებთან მის შესაძლო კავშირების ბრალდებით, ასევე «კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე სხვა ანტიჰუმანურ მოქმედებებთან და ღონისძიებებთან 2010 წლის 16 დეკემბრიდან 2011 წლის 12 აპრილამდე პერიოდში». მაგრამ 2013 წლის სექტემბერში კოტ-დ’ივუარის ხელისუფლებამ უარი თქვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაეცა სიმონა გბაგბო (Simone Gbagbo) და განაცხადეს, რომ აპირებენ განიხილონ მისი საქმე ეროვნულ სასამართლოში. 2015 წლის 10 მარტს კოტ-დ’ივუარის ყოფილ პირველ ლედის სიმონა გბაგბოს მიუსაჯეს 20 წელი თავისუფლების აღკვეთა «სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობების გამო».

2013 წლის 1 იანვარს 60 ადამიანი დაიღუპა ჭყლეტვაში ახალი წლის დადგომის დღესასწაულის დროს ქალაქ აბიჯანში, კოტ-დ’ივუარის სამხრეთში. ჭყლეტვა წარმოიქმნა ადამიანების ჯგუფში, რომლებიც შეიკრიბენ ახალი წლის ფეიერვერკების სანახავად აბიჯანის ცენტრში. სხვა მონაცემებით დაიღუპა 61 ადამიანი, ხოლო 48 დაშავდა.

2015 წლის პირველიდან 6 ივნისის ჩათვლით სან-პედროს რაიონში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, მიმდინარეობდა ოპერაცია «აკომა», რომლის დროსაც თითქმის 50 ბავშვი გაანთავისუფლეს მონობიდან, ხოლო 22 ადამიანი დააპატიმრეს.

2015 წლის 10 სექტემბერს კოტ-დ’ივუარში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად მოხდა საკმაოდ დიდი ავტოსაგზაო ავარია, დაიღუპა სულ ცოტა 19 ადამიანი და კიდევ 37-მა მიიღო ჭრილობა.

2015 წლის 25 ოქტომბერს ქვეყანაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ალასან უატარამ.

2015 წლის 2 დეკემბერს კოტ-დ’ივუარში უცნობი შეიარაღებული ხალხი თავს დაესხა სოფელს, რომელიც მდებარეობს ლიბერიის საზღვრის სიახლოვეს, დაიღუპა სულ ცოტა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ჯარისკაცი.

2015 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო შევიდა ტერორიზმთან ბრძოლის ისლამური სამხედრო კოალიციის შემადგენლობაში.

2016 წლის 6 იანვარს კოტ-დ’ივუარის პრემიერ-მინისტრი დანიელ კაბლან დუნკანი და მისი მთავრობა გადადგა. გადადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ დანიელ კაბლან დუნკანი ხელახლა დაინიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.

2016 წლის 20 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაეროს სამხედრო კონტიგენტის შემცირების შესახებ 5437 სამხედროდან 4000-მდე.[4]

2016 წლის 28 იანვარს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე დაიწყო კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს და მისი თანაშემწის შარლ ბლე გუდეს სასამართლო. ორივე ბრალდებულმა უარი განაცხადა «მასშტაბური მკვლელობების, გაუპატიურობების, დევნის და სხვა არაადამიანური აქტების გამომწვევი საერთო გეგმის» ორგანიზებაში საკუთარი ბრალეულობის აღიარებაზე. ლორან გბაგბოს და შარლ ბლე გუდეს რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შეიკრიბა სასამართლოს შენობის წინ, რათა გამოეხატათ საკუთარი მხარდაჭერა ექს-პრეზიდენტისათვის.

გეოგრაფია

გეოგრაფიული მდებარეობა

კოტ-დ’ივუარის რუკა
კოტ-დ’ივუარის ტოპოგრაფიული რუკა
კოტ-დ’ივუარის ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან

კოტ-დ’ივუარის სახელმწიფო მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში. ფართობი: საერთო — 322 463 კმ² (ხმელეთი — 318 003 კმ², წყალი — 4460 კმ²). სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 3110 კმ-ს, აქედან: ბურკინა-ფასოსთან (ჩრდილოეთით) — 584 კმ-ს, მალისთან (ჩრდილოეთით) — 532 კმ-ს, განასთან (აღმოსავლეთით) — 668 კმ-ს, გვინეასთან (ჩრდილო-დასავლეთით) — 610 კმ-ს, ლიბერიასთან (სამხრეთ-დასავლეთით) — 716 კმ-ს.

რელიეფი

რელიეფი საკმაოდ მოსწორებულია, მიწის ზედაპირის პროფილი ხასიათდება ვაკეებით და პლატოებით. თუმცა ქვეყნის დასავლეთში არსებობენ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე უფრო მაღალი სიმაღლეები. ამ რეგიონში, პირდაპირ გვინეის სახელმწიფო საზღვარზე აღმართულია ნიმბას მთა — ორივე ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი (1752 მეტრი). კოტ-დ’ივუარის სამხრეთი ნაწილი — დაბლობია, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება და გადადის 400-1800 მეტრი სიმაღლის მაღლობში. უფრო მაღალი პლატოები საფეხუროვანი ფორმისაა და აგებულია მკვრივი ქანებისაგან. უფრო დაბალი სიმაღლის ზეგნები რბილი ფორმისაა და აგებულია არამყარი ქანებისაგან.

გეოლოგია

ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მაღლობზეა, მდებარეობს ვრცელ პლატოზე. პლატოს რეგიონი თანდათან გადადის სანაპირო ზონის დაბლობებში. პლატოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მთიანია. სანაპირო ზოლი მდებარეობს ორ გეოლოგიურ ზონაში. პლატოს ფართობი შედგება პრეკემბრიული გვინეის ფარის ნაწილისაგან, ძირითადად აგებულია გრანიტებისაგან. სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მთები აგებულია კრისტალური ქანებისაგან, რომელიც შედგება: კვარციტებისაგან, გნაისებისაგან, გრანიტებისაგან და ზოგან ღია დიაბაზებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უმეტესი ნაწილი მაღლობზე მდებარეობს, პლატოს საშუალო სიმაღლე შეადგენს ზღვის დონიდან 200 მეტრიდან 500 მეტრამდე. მთიანი რეგიონები საკმაო სიმაღლით არ გამოირჩება. ეს ტერიტორია ამაღლებულია ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე. ხოლო გვინეის სახელმწიფო საზღვართან მდებარეობს ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — ნიმბას მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1752 მეტრზეა. დაბლობის ალუვიურ რეგიონებს უკავიათ ქვეყნის ფართობის დაახლოებით მეოთხედი და მოიცავს სანაპირო ზონასაც. გამონაკლისს შეადგენს სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, სადაც პლატო საკმაოდ სამხრეთისაკენაა შეჭრილი და ტოვებს სანაპირო დაბლობის ვიწრო ზოლს.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სანაპირო ზოლი ცუდადაა დანაწილებული, იქ სჭარბობს ზღვისკენ მიმართული კლდოვანი ნაპირები. სანაპიროს აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს უფრო რთულ სანაპირო ზოლს, სადაც დომინირებს ლაგუნის ტიპის ნაპირები.

სასარგებლო წიაღისეული

კოტ-დ’ივუარში მოიპოვება შემდეგი სახეობის სასარგებლო წიაღისეულინავთობი, ბუნებრივი აირი, ალმასი, მანგანუმი, რკინის მადანი, კობალტი, ბოქსიტი, სპილენძი, ოქრო, ნიკელი, ტანტალი.

ნიადაგი

ნიადაგის ფენა საკმაოდ მრავალფეროვანია. სანაპიროს რეგიონი დაფარულია ლამიანი მანგროს ტყეებიანი საფარით, რომლებიც განიცდიან სისტემატიურ ზღვის მოქცევას და აქვთ მარილის დიდი შემცველობა. სანაპიროსპირა ზოლის ტერიტორია დაფარულია ოქსისოლის ნიადაგით, რომელიც წითელ-ყვითელი ფერის ლატერიტული ნიადაგია. პლატოს რეგიონში სჭარბობს წითელი ფერის ნიადაგი. მთიანი რაიონები შედგება მთის ნაირსახეობის ჟანგისფერი ნიადაგისგან.

ჰიდროლოგია

მდინარე კავალი მოედინება კოტ-დ’ივუარის დასავლეთით და ლიბერიის აღმოსავლეთით და ქმნის ამ ორი სახელმწიფოს სახელმწიფო საზღვრის სამხრეთი ნაწილის ორ მესამედს.

მდინარე სასანდრა სათავეს იღებს გვინეის მთიანეთში და მიედინება დასავლეთ კოტ-დ’ივუარის უმეტეს ნაწილში მდინარე კავალის აღმოსავლეთით.

მდინარე ბანდამა ქვეყნის ყველაზე უფრო გრძელი მდინარეა, სიგრძით დაახლოებით 800 კმ, მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და ჩაედინება გვინეის ყურეში. 1973 წელს ქალაქ კოსუსთან მდინარე ბანდამაზე შეიქმნა კოსუს ხელოვნური ტბა, სადაც აშენდა კოსუს კაშხალი. დედაქალაქი იამუსუკრო მდებარეობს მდინარის მახლობლად, ტბიდან სამხრეთში.

მდინარე კომოე სათავეს იღებს ბურკინა-ფასოს სიკასოს პლატოზე,[5] მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და მოკლე მანძილზე ქმნის სახელმწიფო საზღვარს ბურკინა-ფასოსა და კოტ-დ’ივუარს შორის, შემდეგ მდინარე ისევ აგრძელებს გზას სამხრეთისაკენ, შედის კოტ-დ’ივუარის აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და გვინეის ყურესთან შეერთებამდე უერთდება ლაგუნა ებრიეს. მდინარე ასევე მიედინება კომოეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[6]

კლიმატი

კოტ-დ’ივუარის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით

ქვეყანა იმყოფება ორ კლიმატურ სარტყელში — ჩრდილოეთის სუბეკვატორულ და სამხრეთის ეკვატორულ სარტყელში. თვის საშუალო ტემპერატურა ყველგან შეადგენს +25 °C-დან +30 °C-მდე, მაგრამ ნალექების რაოდენობა და მათი რეჟიმი განსხვავებულია. კლიმატი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ეკვატორული სარტყელის ზონაში, ცხელი და ნოტიოა ძლიერი წვიმებით. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 22 °C-დან 32 °C-მდე, ხოლო ყველაზე უფრო ძლიერი წვიმები მოდის აპრილიდან ივლისის ჩათვლით, ასევე ოქტომბერში და ნოემბერში. აქ მთელი წლის განმავლობაში ბატონობს ოკეანის ჰაერი და არ არსებობს არც ერთი თვე ნალექების გარეშე, რომლის წლიური ჯამი აღწევს 2400 მმ-მდე. ჩრდილოეთში, სუბეკვატორული სარტყელის ზონაში, ტემპერატურებს შორის სხვაობა უფრო მეტად მკვეთრია (იანვარში ღამით ეცემა +12 °C-მდე, ხოლო ზაფხულში აჭარბებს +40 °C-ს), ნალექები შესამჩნევად ნაკლებია (1100—1800 მმ.) და მკვეთრად იკვეთება მშრალი ზამთრის პერიოდი. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ქრის ჰარმატანის ქარი, რომელსაც მოაქვს ცხელი ჰაერი და ქვიშა საჰარის უდაბნოდან, მკვეთრად ზღუდავს მხედველობას და აძნელებს სუნთქვას.

ფლორა და ფაუნა

თავდაპირველად მთელი სანაპირო რეგიონი დაფარული იყო ნოტიო ტროპიკული ტყეებით, მაგრამ დღეისათვის მათ უკავიათ ქვეყნის მცირე ნაწილი და ტყეები სერიოზულად არის დეგრადირებული. მათ ადგილას სადაც ადრე ტყე იზრდებოდა, დღეს მინდვრებს უკავიათ, რომლის დიდი ნაწილიც გამოუყენებელია. ზღვის სანაპიროს რეგიონები, სადაც გვხვდება ჭაობის მარილიანი ზონები – იზრდება მანგროს ტყეები. ჭაობები არ არიან ზედმეტად მარილიანები და იქ იზრდებიან ბალახები, ბუჩქები და პალმები. ძირითადი სახეობაა პალმა რაფია.

მთელ ქვეყანაში იზრდება პალმის სხვადასხვა სახეობები, ხოლო ქოქოსის პალმა და ზეთის პალმა ადამიანის მიერ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ტროპიკული ტყეების რეგიონებში სჭარბობს ხურმა და თამარინდი. ქვეყნის დანარჩენი ორი მესამედი ნაწილი უკავია სავანას. ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დაფარულია მაღალბალახიანი გვინეის ტყე-სავანით, ხოლო ზოგან გვხვდება ფოთლოვანი ტროპიკული ტყეები, რომლებსაც სეზონურად სცვივა ფოთლები. მდინარეების გასწვრივ იზრდება გალერეული ტყეები, რომლებიც მშრალი სეზონის დროს გაყვითლებული სავანებისგან განსხვავებით, მარადმწვანე ტყეებს წარმოადგენენ. საერთო ჯამში ტყეებს უკავიათ ქვეყნის ზედაპირის დაახლოებით 25 %.

ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონები, სადაც მშრალი სეზონი გრძელდება თითქმის ნახევარი წელიწადი, დაფარულია სუდანის სავანით. მშრალი სავანის მონაკვეთს უკავია ჩრდილოეთ კოტ-დ’ივუარის მცირე ნაწილი. აქ ხეების სიმჭიდროვე მცირეა, ხოლო ბალახები დაბალი და მშრალ სეზონში გამხმარია. ასეთი ფორმირების მცენარეულობაში ხეების დამახასიათებელი სახეობებია ბაობაბი, აკაცია და ზეთის ხე.

ცხოველთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ არც ისეთი მდიდარია, როგორც ეს იყო ХХ საუკუნის დასაწყისში. მცენარეულობის სხვადასხვა ტიპის ფორმირებების გამო (ტყე, სავანა, ჭაობები) აქ ცხოველთა ბევრი სხვადასხვა სახეობებია. სავანებში ბინადრობენ, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია ისეთი ცხოველები, როგორებიცაა სავანის სპილო, გაზელი, ხოლო მდინარეებში ბეჰემოთი. მტაცებელი ცხოველების ძირითადი წარმომადგენლები არიან პანთერები და აფთრები. ლომი იშვიათობაა და გვხვდება მხოლოდ კომოეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ მაიმუნების, გველები და ხვლიკების სხვადასხვა სახეობები. ქვეყანაში მაიმუნების მთავარი წარმომადგენელია შიმპანზე. ჭაობიანი ადგილები, განსაკუთრებით მანგროს ტყეები, სავსეა ყველანაირი ამფიბიებით, ქვეწარმავლებით და კიბოსნაირებით. მდიდარია ფრინველების სამყარო, როგორც მიწის, ასევე წყლის.

ქვეყნის ფართობის 6 %-ს შეადგენენ დაცული ტერიტორიები. ყველაზე დიდი ეროვნული პარკია კომოეს ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 11 672 კმ²-ს. აქ ბინადრობს ცხოველთა ბევრი სახეობა, მათ შორის ლომები, რომლებიც ამ პარკის გარდა ქვეყნის არცერთ სხვა რეგიონში არ გვხვდება. კომოეს ეროვნული პარკი და ასევე ტაის ეროვნული პარკი, შეყვანილები არიან იუნესკოს ბუნების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

პოლიტიკური მოწყობა

2016 წლის 18 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად[12] კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი პარტიაა უფუელების გაერთიანება დემოკრატიისათვის და მშვიდობისათვის (ფრანგ. Rassemblement des houphouëtistes pour la démocratie et la paix, RHDP) (167 დეპუტატი), მეორე — დამოუკიდებელი უპარტიო პოლიტიკოსები (76 დეპუტატი), დანარჩენი 12 ადგილი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გაინაწილა.

შეიარაღებული ძალები

კოტ-დ’ივუარის შეიარაღებული ძალები (ფრანგ. Force Republicaines de Cote d'Ivoire) — ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა რესპუბლიკის თავდაცვა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, წარმოადგენს პოლიტიკური ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ იარაღს.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების სახეობებია: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები

კოტ-დ’ივუარის შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებულია გაწვევით და კონტრაქტულ საფუძველზე, მამრობითი და მდედრობითი სქესის პირებისაგან, გაწვევის ასაკია 18-დან 25 წლამდე; ყოფილი ბოევიკებისათვის შესაძლებელია საკონტრაქტო სამსახურის ნებაყოფლობითი გავლა, ასაკი 22-დან 29 წლამდე.

სამხედრო ხარჯები 2009 წლის მონაცემებით შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5 %-ს, რის მიხედვითაც მას მსოფლიოში 95-ე ადგილი უკავია[13]

ადმინისტრაციული დაყოფა

კოტ-დ’ივუარის ოლქები

2011 წლიდან დაწყებული, კოტ-დ’ივუარი ადმინისტრაციულად დაყოფილია 12 ოლქად და ორ ავტონომიურ საქალაქო ოლქად. ოლქები იყოფა 31 რეგიონად, ხოლო რეგიონები იყოფა 108 დეპარტამენტად; დეპარტამენტები დაყოფილია 510 სუბპრეფექტურად. ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე სოფელი გაერთიანებულია კომუნებში. ავტონომიური ოლქები არ იყოფიან რაიონებად, მაგრამ ისინი იყოფიან დეპარტამენტებად, სუბპრეფექტურებად, კომუნებად.

ოლქი (ქართ.) ოლქი (ფრ.) ადმ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
[1][2] ად. (2014)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1. აბიჯანის ავტონომიური ოლქი District Autonome d’Abidjan აბიჯანი 2150 4 707 404 2189,49
2. იამუსუკროს ავტონომიური ოლქი District Autonome du Yamoussoukro იამუსუკრო 2075 355 573 171,36
3. ქვემო სასანდრა Bas-Sassandra სან-პედრო 28 350 2 280 548 80,44
4. კომოე Comoé აბენგურუ 14 150 1 203 052 85,02
5. დენგელე Denguélé ოდიენე 20 900 289 779 13,87
6. გო-ჯიბუა Gôh-Djiboua გაგნოა 15 700 1 605 286 102,25
7. ტბები Lacs დიმბოკრო 26 100 1 258 604 48,22
8. ლაგუნები Lagunes დაბუ 20 450 1 478 047 72,28
9. მონტანი Montagnes მანი 30 825 2 371 920 76,95
10. სასანდრა-მარაუე Sassandra-Marahoué დალოა 23 950 2 293 304 95,75
11. სავანები Savanes კოროგო 40 200 1 607 497 39,99
12. ვალე-დუ-ბანდამა Vallée du Bandama ბუაკე 28 300 1 440 826 50,91
13. ვორობა Woroba სეგელა 31 100 845 139 27,17
14. ზანზანი Zanzan ბონდუკუ 38 200 934 352 24,46
სულ 322 462 22 671 331 70,31

დემოგრაფია

კოტ-დ’ივუარის დემოგრაფია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემები, 2005 წელი; მაცხოვრებელთა მონაცემები ათასებში.
  • მოსახლეობა — 22 671 331 ადამიანი (2014 წელი)[1][2]
  • წლიური ზრდა — 1,88 % (2016 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 11 408 413 ადამიანი 50,3 % (2014 წელი).[2]
  • სოფლის მოსახლეობა — 11 262 918 ადამიანი 49,7 % (2014 წელი).[2]
  • შობადობა — 28,2 % (ფერტილობა — 3,46 დაბადებული ერთ ქალზე) (2016 წელი).
  • სიკვდილიანობა — 9,5 % (2016 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 57,2 % (2016 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 57,7 წელი
    • მამაკაცები — 56,2 წელი
    • ქალები — 58,3 წელი (2012).
  • საშუალი ასაკი — 20,8 წელი
    • მამაკაცები — 20,8 წელი
    • ქალები — 20,6 წელი (2016 წელი).
  • ასაკობრივი ჯგუფები:
    • 0-14 წელი: 41,8 %
    • 15-64 წელი: 55,7 %
    • 65 წელზე უფროსები: 2,5 % (2014 წელი).[2]
  • განათლება — 56,2 % (65,2 % მამაკაცებში, 46,6 % ქალებში (2010 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,4 % (2009 წელი).

ეთნიკური ჯგუფები

ეთნიკური ჯგუფები
კოტ-დ’ივუარის ეთნიკური ჯგუფები[2]
ეთნიკური ჯგუფები
აკანები
  
38.1%
გური
  
21.3%
ჩრდილოეთის მანდე
  
19.1%
კრუ
  
11.2%
სამხრეთის მანდე
  
9.1%
სხვა ერები
  
2.0%

კოტ-დ’ივუარში ცხოვრობს 60 ეთნიკურ ჯგუფზე მეტი, რომლებიც კლასიფიცირდება 5 ძირითად ჯგუფად: აკანები (ქვეყნის აღმოსავლეთი და ცენტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთში ლაგუნის ტიპის ნაპირებთან მცხოვრები ხალხის ჩათვლით), კრუ (სამხრეთ-დასავლეთი), სამხრეთის მანდე (დასავლეთი), ჩრდილოეთის მანდე (ჩრდილო-დასავლეთი), სენუფო/"ლობი" (ჩრდილოეთი, ცენტრი და ჩრდილო-აღმოსავლეთი). აკანების ჯგუფში შემავალი ბაულეს ხალხი შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე უფრო დიდ ჯგუფს, დაახლოებით 15 %-20 %-ს. ისინი ცხოვრობენ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, ბუაკეს და იამუსუკროს ირგვლივ. კრუს ჯგუფში შემავალი ბეტეს ხალხი, სენუფო ჩრდილოეთით და მანდინკა ჩრდილო-დასავლეთით შეადგენენ მსხვილ დაჯგუფებებს რაოდენობით დაახლოებით მთელი ქვეყნის მოსახლეობის 10 %-15 %. ეთნიკური მოსახლეობის ძირითადი ჯგუფების უმრავლესობას ჰყავს მნიშვნელოვანი რაოდენობა მეზობელ ქვეყნებში.

ქვეყნაში მცხოვრები 5 მილიონზე მეტი აფრიკული მოსახლეობის 30 %-დან 50 %-მდე ბურკინა-ფასოდანაა; დანარჩენი მოსახლეობა ჩამოსულია განიდან, გვინეიდან, მალიდან, ნიგერიიდან, ბენინიდან, სენეგალიდან, ლიბერიიდან და მავრიტანიიდან. არააფრიკელ მოსახლეობას ძირითადად შეადგენენ დაახლოებით 50 000 ფრანგი და 40 000 ლიბანელი.

ენები

კოტ-დ’ივუარის ეთნიკური და ენობრივი ჯგუფები

კოტ-დ’ივუარი მრავალენობრივი ქვეყანაა. Ethnologue-ის მონაცემებით კოტ-დ’ივუარში ცხოვრობს 80 ენაზე მოლაპარაკე ხალხი.

ოფიციალური ენა — ფრანგული შემოღებული იქნა კოლონიალურ პერიოდში. ამ ენაზე მიმდინარეობს სწავლა ქვეყნის სკოლებში და იხმარება, როგორც ლინგვა ფრანკა. მკვიდრი ერების დაახლოებით 70 ენა შეიძლება დავყოთ ნიგერ-კონგოს ენების ოჯახის 5 მთავარ მიმართულებად. სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში გავრცელებულია კვას ენები, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ბაულე და ანიი (შესაბამისად 2-3 მილიონი და 1 მილიონი ადამიანი) განაში არსებული აკანის ენის დიალექტური კონტინუუმის ნაწილია, ხოლო ატიეს ენასთან (0,5 მილიონი) უფრო დაშორებულია. ბაულეს ენაზე ლაპარაკობენ კოსუს ტბის აღმოსავლეთით და ქვეყნის დედაქალაქ იამუსუკროში, ხოლო ანიის ენაზე განის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. სამხრეთ-დასავლეთ სექტორში გავრცელებულია კრუს ენები, როგორებიცაა ბეტე და ვე (გურე/ვობე), თითოეული ნახევარი მილიონი მოსახლით და დიდა (250 000 ადამიანი), რომელიც მიეკუთვნება ლიბერიის ენებს. ჩრდილო-დასავლეთში, გვინეის სახელმწიფო საზღვართან და კოსუს ტბასთან ქვეყნის ცენტრში, გავრცელებულია მანდეს ენები, როგორებიცაა დანი (მილიონი მოლაპარაკე) და გურო (0,5 მილიონი, ტბასთან). ტბამ და მდინარე ბანდამამ გაყვეს ქვეყნის კვას ენებიანი აღმოსავლეთი კრუს და მანდეს ენებიან დასავლეთისგან. ქვეყნის ცენტრში და ჩრდილოეთში გავრცელებულია სხვადასხვა სენუფოს ენები, როგორიცაა სენარი (მილიონი მოლაპარაკე). ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, კომოეს ეროვნული პარკთან სიახლოვეს, ცხოვრობს დიულას ენაზე მოლაპარაკე მეოთხედი მილიონი ადამიანი, რომელიც წარმოადგენს მეზობელი ბურკინა-ფასოს ლინგვა ფრანკას. კოტ-დ’ივუარის ხალხის ენების დამწერლობაში გამოიყენება 1979 წელს მიღებული პრაქტიკული ორთოგრაფია.

ასევე გავრცელებულია დაახლოებით 3 000 000 ემიგრანტის სალაპარაკო ენა, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან და პირველ რიგში ბურკინა-ფასოდან. ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ეთნიკური დაძაბულობა ემიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ასევე ჩრდილოეთში მანდე სენუფოსა და სამხრეთში კრუსა და კვას შორის რამდენიმეჯერ იყო კოტ-დ’ივუარის სამოქალაქო ომის მიზეზი.

სმენადაქვეითებისათვის ქვეყნის განათლების სისტემაში გამოიყენება ამერიკული ჟესტების ენა, რომელიც შემოიღო სმენადაქვეითებულმა მისიონერმა ენდრიუ ფოსტერმა.

რელიგია

რელიგია კოტ-დ’ივუარში (2014 წელი)[2]
რელიგია პროცენტი
მუსლიმები
  
42.9%
კათოლიკები
  
17.2%
ევანგელისტი ქრისტიანები
  
11.8%
მეთოდისტები
  
1.7%
სხვა ქრისტიანები
  
3.1%
ანიმისტები ან არარელიგიურები
  
22.7%
სხვა რელიგიები/Unspecified
  
0.5%

კოტ-დ’ივუარის ეკონომიკურმა განვითარებმ და შედარებითმა აყვავებამ ხელი შეუწყო დიდ დემოგრაფიულ წინსვლას XX საუკუნის განმავლობაში. "1922 წელს, კოტ-დ’ივუარში დაახლოებით 100 000 ადამიანი 1,6 მილიონიდან (ანუ 6 %) იყო მუსლიმი. ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ (1960 წლიდან) კი პირიქით, მოსახლეობის მათი წილი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და დაიწყო მუსლიმი მოსახლეობის გადაადგილება სამხრეთისკენ, კაკაოს მწარმოებელ რეგიონებში და სამხრეთის ქალაქებში. 1998 წლისთვის, [ ... ] მუსლიმები უმრავლესობას შეადგენდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში და იყვნენ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 38,6 %. მუსლიმების რაოდენობა უფრო მეტი გახდა ვიდრე მათ შემდეგ მდგარი ქრისტიანების რელიგიური ჯგუფის რაოდენობა, რომლებიც შეადგენდნენ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 29,1 %-ს"[14] შემდეგ ათწლეულებში ეს ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მეზობელი ქვეყნებიდან მსხვილმასშტაბიანი იმიგრაციით, რაც გამოწვეული იყო ჯერ კიდევ კოლონიალურ ეპოქაში ამ ქვეყნების შიდა არეულობებით. მეზობელი ქვეყნებიდან მოსახლეობის ნაკადის შემოსვლა მიმდინარეობდა ფელიქს უფუე-ბუანის პრეზიდენტობის ეპოქის განმავლობაში. 1990-იანი წლებიდან შობადობაში სხვაობის ზრდა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის ხელს უწყობს დემოგრაფიული ბალანსის მუსლიმების სასარგებლოდ შეცვლას, თუმცა იმიგრაციის ტალღა უკანაკნელ წლებში უფრო შემცირდა.[15]

ეკონომიკა

კოტ-დ’ივუარს რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი შემოსავლების დონე გააჩნია (1014,4 აშშ დოლარი 2013 წელს) და სატრანზიტო ვაჭრობაში მთავარ როლს ასრულებს მეზობელი ქვეყნებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი. ქვეყანას დასავლეთი აფრიკის ეკონომიკურ და სავალუტო კავშირში ყველაზე უფრო მსხვილი ეკონომიკა გააჩნია, რაც შეადგენს ამ კავშირის საერთო მთლიანი შიდა პროდუქტის 40 %-ს. ქვეყანა მსოფლიოში პირველია კაკაოს მარცვლების ექსპორტის მიხედვით და მეოთხეა საექსპორტო საქონლის საერთო მოცულობის მხრივ სუბსაჰარულ აფრიკაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ნიგერიის და ანგოლის შემდეგ).[16]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)
  3. Africa South of the Sahara. 1992, 2004; Defence and foreign affairs Handbook. 1978, 1985, 1990
  4. ODS Team. ODS HOME PAGE. daccess-dds-ny.un.org. ციტირების თარიღი: 2016-01-22.
  5. Rupley, Lawrence A.; Bangali, Lamissa; Diamitani, Boureima (2013). „Sikasso Plateau“. Historical Dictionary of Burkina Faso. Lanham, Maryland: Scarecrow Press. p. 197. ISBN 978-0-8108-6770-3.
  6. Mepham, Robert (1991). IUCN Directory of African Wetlands. Pinter Pub. Ltd.. ISBN 2-88032-949-3. 
  7. Ivory Coast votes in favor of new constitution: elections commission.
  8. „Ivory Coast's Ouattara enacts new constitution as 'promise of peace'.
  9. „Cote d'Ivoire voters support new constitution in landslide amid low turnout“.
  10. 10.0 10.1 „Innovations of the Draft Constitution of Cote d’Ivoire: Towards hyper-presidentialism?“.
  11. Tout savoir sur la Creaction du SÉNAT: Decouvrez le nombre Sénateurs par région en Côte d’Ivoire. AbidjanTV (February 25, 2017).
  12. „Législatives ivoiriennes: les forces politiques en ordre de marche, ou presque“ (ფრანგული). 15 November 2016.
  13. COTE D'IVOIRE ranking
  14. Nordås, Ragnhild (2012) „The Devil in the Demography?“, Political Demography. How Population Changes Are Reshaping International Security and National Politics. New York: Oxford University Press, გვ. 256. 
  15. Nordås, Ragnhild (2012) „The Devil in the Demography?“, Political Demography. How Population Changes Are Reshaping International Security and National Politics. New York: Oxford University Press, გვ. 257 f.. 
  16. Côte d'Ivoire: Financial Sector Profile. MFW4A.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2010. ციტირების თარიღი: 6 December 2010.