რომის XXI ლეგიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21: ხაზი 21:
|აღჭურვილობა=
|აღჭურვილობა=
|equipment_label=
|equipment_label=
|ბრძოლები=[[კანტაბრიის ომი]], [[გერმანიის კამპანია]],[[გალიის აჯანყება]],[[ჰელვეტების აჯანყება]],[[სამოქალაქო ომი]],[[ბატავიის აჯანყება]],[[გერმანიის აჯანყება]]
|ბრძოლები=[[კანტაბრიის ომი]], [[გერმანიის კამპანია]], [[გალიის აჯანყება]], [[ჰელვეტების აჯანყება]], [[სამოქალაქო ომი]], [[ბატავიის აჯანყება]], [[გერმანიის აჯანყება]]
|დღესასწაულები=
|დღესასწაულები=
|მხატვრული გაფორმება=
|მხატვრული გაფორმება=

12:31, 6 იანვარი 2018-ის ვერსია

რომის XXI ლეგიონი

XXI ლეგიონის ნიშანი
აქტიური ძვ. წ. 31 - ახ. წ. 89-92
ქვეყანა რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
ტიპი რომაული ლეგიონი
მეტსახელი მტაცებელი
ბრძოლები კანტაბრიის ომი, გერმანიის კამპანია, გალიის აჯანყება, ჰელვეტების აჯანყება, სამოქალაქო ომი, ბატავიის აჯანყება, გერმანიის აჯანყება

რომის XXI ლეგიონი (ლათ: Legio XXI Rapax ) — რომის რესპუბლიკის, მოგვიანებით კი რომის იმპერიის XXI ლეგიონი "რაპაქსი" (მტაცებელი), მისი სიმბოლო იყო თხის რქა.

ლეგიონის ისტორია

ლეგიონი ძვ. წ. 31 წელს რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა ძველი დანაყოფებისგან და ჩრდილოეთ იტალიის რეკრუტებისგან ჩამოაყალიბა. პირველი საბრძოლო ნათლობა ლეგიონმა სავარაუდოდ კანტაბრიის ომში მიიღო. ძვ. წ. 15 წელს დრუზუსმა XXI ლეგიონი XIII ლეგიონთან ერთად რეციაში გარნიზონად ჩააყენა.

ახ. წ. 6 წელს ტიბერიუსმა მარკომანების მეფის მარობოდის წინააღმდეგ 20 ლეგიონი დაძრა, რაც რომის იმპერიის ძალების ნახევარს შეადგენდა. კამპანიის დაწყებიდან მოკლე ხანში ტიბერიუსი მარბოდს დაუზავდა და იგი რომის მეგობრად და მოკავშირედ გამოაცხადა, რადგან შეტყობინება მიიღო პანონიაში აჯანყების შესახებ. ახ. წ. 6-9 წელს ტიბერიუსმა 15 ლეგიონი პანონიასა და ილირიაში გადაისროლა. ახ. წ. 9 წელს, ტეუტობურგის ბრძოლაში 3 რომაული ლეგიონის განადგურების შემდეგ XXI ლეგიონი V ლეგიონთან ერთად ქვემოგერმანულ პროვინციაში გადაიყვანეს.

ახ. წ. 15 წელს XXI ლეგიონი 3 ლეგიონთან ერთად აულუს სევერუსის მეთაურობით გერმანული ტომების კოალიციას ებრძვის, რომელსაც არმინიუსი მეთაურობდა.

ახ. წ. 21 წელს რომაელი მმართველების სისასტიკისა და გადასახადების ზრდის გამო გალიაში ტურონების ტომი აჯანყდა. I, XX, XXI ლეგიონებმა აჯანყება ჩაახშეს.

ახ. წ. 40 წელს „რაპაქსი“ მონაწილეობას იღებს იმპერატორ კალიგულას მიერ წამოწყებულ გერმანულ კამპანიაში.

ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ ახ. წ. 43 წელს იმპერატორმა კლაუდიუსმა რომის ჯარები გადააჯგუფა. XXI ლეგიონი “რაპაქსი” გერმანიიდან ჩრდ. შვეიცარიაში ვინდონესაში გადაიყვანეს, სადაც XIII ლეგიონი იყო დისლოცირებული. მის ადგილზე კი XV ლეგიონი განაწესეს.

ახ. წ. 68 წელს გალიის ერთ-ერთი პროვინციის ლუგდუნენსის მმართველი გაიუს ვინდექსი ნერონის წინააღმდეგ აჯანყდა. მას რამოდენიმე კელტურმა ტომმა დაუჭირა მხარი. ზემო გერმანიის ლეგატმა ლუციუს რუფუსმა, რომელიც IV, XXI, XXII ლეგიონებს სარდლობდა, აჯანყება ჩაახშო.

ახ. წ. 68-69 წლებში ჰელვეტები აჯანყდნენ. „რაპაქსმა“ აჯანყებულთა ჯარი გაანადგურა. რომაელებმა ჰელვეტების დასახლებები სასტიკად ააოხრეს. ჰელვეტების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი მონებად აქციეს.

69 წელს პრეტორიანელთა გვარდიამ მოკლა იმპერატორი გალბა და იმპერატორად ოტონი გამოაცხადა. რომში სამოქალაქო ომი დაიწყო. ეს თარიღი ისტორიაში ოთხი იმპერატორის წლად არის შესული. სამოქალაქო ომში „რაპაქსი“ გერმანიის პროვინციის მმართველის, აულუს ვიტელიუსის ძალებში ირიცხებოდა. იმპერატორის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ქვემო და ზემო გერმანიის პროვინციების არმიამ იმპერატორად ვიტელიუსი გამოაცხადა. ვიტელიუსმა არმია ორ ნაწილად გაყო და რომისკენ დაძრა. პირველ ნაწილს მეთაურობდა აულუს ალიენუსი, მეორე ნაწილს კი ფაბიუს ვალენტინუსი. ალიენუსის არმიამ გადალახა ალპები, მაგრამ ოტონის ერთგულმა გარნიზონებმა იგი დაამარცხეს და აიძულეს უკან დაეხია. ოტონმა დატოვა რომი და ჯარები ვიტელიუსის არმიის შესახვედრად დაძრა. რომში მან ძმა, ლუციუს ტიციანუსი დატოვა. მის არმიაში იყო ცნობილი მხედართმთავარი გაიუს სვეტონიუს პაულინუსი, თუმცა ოტონმა ძმა გამოიხმო თავისთან და ის ჩაუყენა არმიას სათავეში. მის ჩამოსვლამდე ოტონმა გამართა რამოდენიმე მცირე შეტაკება, რომელშიც გამარჯვება მის ჯარებს დარჩა. ალიენუსმა კვლავ კრემონისაკენ დაიხია, სადაც შეუერთდა ვიტელიუსის ჯარებს. ამასობაში ტიციანუსიც ჩამოვიდა და ოტონის ჯარებს ჩაუდგა სათავეში. ოტონს ეიმედებოდა დუნაის არმიის, რომელსაც მარკუს ანტონიუს პრიმუსი სარდლობდა. დუნაის ლეგიონების გარეშე ვიტელიუსის არმია 2-ჯერ აღემატებოდა ოტონის არმიას. 14 აპრილს მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. ბრძოლა გაიმართა ბედრიაკუმთან. მთავარი შეტაკება მიმდინარეობდა ლეგიონ „რაპაქსსა“ და ოტონის I ლეგიონს შორის. ბრძოლაში რაპაქსმა ლეგიონის არწივი დაკარგა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მათ დარჩათ. მარცხის გაგების შემდეგ ოტონმა თავი მოიკლა. 69 წლის 24 ოქტომბერს ვიტელიუსის 7-მა ლეგიონმა ბრძოლა გაუმართა ვესპასიანეს 5 ლეგიონს, მაგრამ დამარცხდა.

69-70 წლებში XXI ლეგიონი ვესპასიანემ ბატავიის აჯანყების ჩასახშობათ გადაისროლა. ამის შემდეგ მან ლეგიონი ბონის გარნიზონში ჩააყენა. ახ. წ. 83 წელს „რაპაქსი“ I ლეგიონით შეცვალეს და მაინცში გადაიყვანეს.

ახ. წ. 83-85 წლებში „რაპაქსი“ 8 ლეგიონთან ერთად იმპერატორ დომიციანეს ხელმძღვანელობით გერმანული ტომების, ხატების წინააღმდეგ იბრძვის. რის შემდეგადაც მათ მოახერხეს ახალი მიწების დაპყრობა და საზღვრის ვეტერაუმდე გადაწევა, რაც წარმოადგენდა დომიციანეს მიზანს. საზღვარზე იმპერატორმა I, XIIII და XXI ლეგიონები განალაგა.

ახ. წ. 89 წელს ზემო გერმანიის მმართველი ლუციუს ანტონიუს სატურნინუსი აჯანყდა. რომლის წინააღმდეგადაც მონაწილეობას იღებდა XIIII და XXI ლეგიონები. მალე ქვემო გერმანიის მმართველი აულუს მაქსიმუსიც აჯანყდა. აჯანყებულებს მიზნად ჰქონდათ გერმანული ტომების ომში ჩართვაც, მაგრამ მათ რაინის გადმოლახვა ვერ შეძლეს. აჯანყება დომიციანემ ჩაახშო, რის შემდეგადაც დაიწყო მეორე ომი ხატებთან.

ლეგიონის აღსასრულზე ჩვენამდე ზუსტი მონაცემები არ მოღწეულა. არსებობს სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით იგი 89 წელს აჯანყების ჩაქრობისას განადგურა. მეორე ვერსიით კი „რაპაქსი“ ახ. წ. 92 წელს პანონიაში გადაიყვანეს, სადაც ლეგიონი მაკრომანებთან, კვადებთან და სარმატებთან ბრძოლაში განადგურდა.

ლიტერატურა

  • პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, „ისტორია“
  • პლუტარქე, „კეისრების ბიოგრაფია“
  • Emil Ritterling: Legio (XXI rapax). In: Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft (RE). Band XII,2, Stuttgart 1925, Sp. 1781–1791.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: