აბდულა-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
{{ქსე1|23|მეგრელიძე დ.}}
{{ქსე|1|23|მეგრელიძე დ.}}
{{ქე1|26|მეგრელიძე დ.}}
{{ქე|1|26|მეგრელიძე დ.}}
* ''ორბელიანი პ.,'' ამბავი ქართლისანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854
* ''ორბელიანი პ.,'' ამბავი ქართლისანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854



17:12, 5 დეკემბერი 2017-ის ვერსია

აბდულა-ბეგი, არჩილი — ქართლის მეფის იესეს (ალიყული-ხანის) ძე, სამეფო ტახტის პრეტენდენტი. 1737 წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის გამგებლად (ნაიბად) დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. 1744 წელს, ქართლში თეიმურაზ II-ისა და კახეთში ერეკლე II-ის გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი. 1747 წელს თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ბრძოლა მთელ წელიწადს გაგრძელდა და 1748 წელს ერეკლეს გამარჯვებით დამთავრდა.

ოჯახი

აბდულა ბეგს ცოლად ჰყავდა ქეთევან ბატონიშვილი, ერეკლე I-ის ასული. ამ ქორწინებიდან მათ ჰყავდათ 5 ვაჟი და 1 ქალიშვილი:

  • აღას ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1765), 1745 წელს, ცოლად შეირთო მარიამ ორბელიანი
  • დავით ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1767)
  • იესე ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1812)
  • როსტომ მირზა (1736–1755)
  • ასან მირზა (გარდაიცვალა 1736)
  • მარიამ ბეგუმი, დაქორწინდა აზად ხან ავღანზე, შემდეგ კი რევაზ ანდრონიკაშვილზე.

ლიტერატურა

  • მეგრელიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 26.
  • ორბელიანი პ., ამბავი ქართლისანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854