პეტრე ჩაადაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: 200პქ|მინი|მარჯვნივ|პორტრეტი '''პეტრე იაკობის...
 
ხაზი 13: ხაზი 13:
[[კატეგორია:რუსი პუბლიცისტები]]
[[კატეგორია:რუსი პუბლიცისტები]]
[[კატეგორია:რუსი მოაზროვნეები]]
[[კატეგორია:რუსი მოაზროვნეები]]
[[კატეგორია:რუსი ფილოსოფოსები]]

13:17, 5 დეკემბერი 2017-ის ვერსია

პორტრეტი

პეტრე იაკობის ძე ჩაადაევი (რუს. Пётр Я́ковлевич Чаада́ев; დ. 27 მაისი (7 ივნისი), 1794, მოსკოვი — გ. 14 აპრილი (26 აპრილი), 1856, მოსკოვი) — რუსი მოაზროვნე და პუბლიცისტი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, მონაწილეობდა 1812 წლის სამამულო ომში და საზღვარგარეთის ლაშქრობებში (1813-1814). პეტრე ჩაადაევი „კეთილდღეობის კავშირის“ წევრი იყო. 1823-1826 წლებში მოგზაურობდა საზღვარგარეთ, სადაც გაეცნო თომას შელინგისა და თ. ლამენეს რელიგიურ-ფილოსოფიურ იდეებს. 1829-1831 წლებში შექმნა თავისი მთავარი ნაწარმოები „წერილები ისტორიის ფილოსოფიის შესახებ“ (ფრანგულ ენაზე), რომელიც ცნობილია „ფილოსოფიური წერილების“ სახელწოდებით. ჟურნალ „ტელესკოპში“ დაბეჭდილ პირველ წერილში გამოთქმულმა გულისწყრომამ „ადამიანთა მოდგმის მსოფლიო აღზრდისაგან“ რუსეთის განზე გადგომის, ეროვნული თვითკმაყოფილების და სულიერი მოდუნების გამო, რაც აფერხებს მისთვის ზეციდან წინასწარდასახული ისტორიული მისიის შეგნებასა და აღსრულებას, ხელისუფლების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია და მეფის ბრძანებით პეტრე ჩაადაევი შეშლილად გამოაცხადეს.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: